ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა შეგეძლოთ დემონსტრირება, გადაუდებელი დახმარებაში დადგენილი სიცოცხლის ტრავმირებული/დაავადებული მოთამაშის სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო უნარების.

მიზნები

  1. სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვის გაგება
  2. გადამრჩენელის პოტენციური საფრთხის და დაცული მიდგომის განსაზღვრა
  3. ზრდასრულებისთვის სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ალგორითმის გაგება
  4. გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ტექნიკის სწორად განსაზღვრა
  5. ბავშვებისთვის სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ალგორითმის გაგება და განსხვავების ცოდნა ზრდასრულებში გულ-ფილტვის რეანიმაციას შორს
  6. ზრდასრულებში ხრჩობის ალგორითმის გაგება
  7. პედიატრიული ხრჩობის ალგორითმის გაგება
  8. გაგება იმისა, თუ როდის და რანაირად უნდა იყოს გამოყენებული აღდგენის პოზიცია

შესავალი

როცა განსაზღვრულია, რომ ადამიანი ეცემა გულის შეტევით, დაოყვნებელი სასწრაფოში დარეკვა დახმარებისთვის, უსაფრთხოების შემოწმება და ხარისხიანი გულ-ფილტვის რეანიმაცია გულის არაპირდაპირი მასაჟით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ არის რაიმე შანსი, რომ მოთამაშეს დაუბრუნდება სპონტანური ცირკულაცია. აქცენტი ესმევა, განსაკუთრებით ხარისხიან მკერდის კომპრესიას დაშავებულისთვიი, სწორი სიხშირითა და სიღრმით.

თავში, ყურადღება გამახვილებული იქნება ზრდასრულებსა და ბავშვებში გულ-ფილტვის რეანიმაციაზე და ასევე, ის მოიცავს ხჩობასა და აღდგენით პოზიციის როლზე დააბადებული ან ტრავმირებული მოთამაშეებისთვის.

სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვის გაგება

ზემოთ მოყვანილი დიაგრამა გვაჩვენებს, პაციენტში ნაადრევად გულის შეტევის აღმოჩენის და დაუყოვნებლივ სასწრაფოში დარეკვას მნიშვნელობას. იდეალურ შემთხვევაში, ნაადრევი გულის შეტევის ამოცნობამ და შესაბამისმა ჩარევამ შესაძლოა გულის შეტევის შემთხვევის აღმოფხვრა. როცა გულის შეტევა ამოცნობილია, გულ-ფილტვის რეანიმაცია უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, რათა ცადოთ გულში სისხლის მიმოქცევის მიღწევას და მოიგოთ დრო, სანამ მოწინავე დახმარება არ იქნება გაწეული. ეს გაწეული დახმარება შეიძლება იყოს დეფიბრილატორის ფორმით, რათა მოხდეს გულის გადატვირთვა, თუ მოთამაშეს აქვს გულის შეტევა შოკურ არითმიასთან ერთად. როცა, გულის მოქმედება დაბრუნებულია, უმნიშვნელოვანესია პაციენტი გადაყვანილი ისეთ გარემოში, სადაც მაღალი ხარისხის პოსტ-რეანიმაციული დახმარება გაეწევა, სიცოცხლის ხარისხის აღდგენისთვის.

მშველელის უსაფრთხოება

უმნიშვნელოვანესია, სამედიცინო გუნდის წევრი დარწმუნდეს, რომ დაავადებულ ან ტრავმირებულ მოთამაშესთან მისვა უსაფრთხოა. SAFE მიდგომა არის:

  • S - დახმარების დაძახება
  • A - ადგილის შეფასება
  • F - დარწმუნება, რომ მისვლა უსაფრთხოა
  • E - მოთამაშის დათვალიერება

როცა მოედანზე თამაშის მიმდინარეობისას შედიხართ, დარწმუნდით რომ თქვენმა სამედიცინო გუნდმა და ოფიციალურმა პირებმა იციან, რომ თქვენ იმყოფებით მოთამაშესთან. უსაფრთხოა, თამაშმა გადაინაცვლა სხვაგან ან შეჩერდა? მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ უსაფრთხოება იქნება დროსა და სიცრცეში ცვალებადი და არ შემოიფარგლება მოთამაშის ერთჯერადი შეფასებით ინციდენტის დასაწყისში.

როცა იმყოფებით მოთამაშესთან მოედანზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გეცვათ სწორი ტანსაცმელი უსაფრთხოებისთვის და ადვილად ამოსაცნობისთვის. ღია ფერის გადასაცმლის ჩაცმა, შეიძლება დაეხმაროს ოფიციალურ პირებს მიხვდნენ, რომ მოედანზე იმყოფებით. ინციდენტამდე წინასწარ ორივე ხელზე სამედიცინო ხელთათმანის გაკეთება, მოგაგებინებთ დროს მომზადებისთვის, როცა მოთამაშესთან მისვლა დაგჭირდებათ, მაგრამ ეს ასევე უზრუნველყოფს თქვენ დაცულობას განსაკუთრებით, მაშინ როცა გიწევთ სითხეებთან გამკლავება, მაგ: სისხლი.

როცა განვიხილავთ გულ-ფილტვის რეანიმაციას, განსაკუთრებით პირით პირში გაკათებისას, არსებობს დაინფიცირების რისკის საშიშროება. დაინფიცირების რისკის მონაცემებია:

  • 15 დოკუმენტირებული შემთხვევა გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს დაინფიცირებისა - ძირითადად მენინგოკოკი
  • ტუბერკულიოზი
  • არც ერთი შემთხვევა B ან C ჰეპატიტის ან CMV
  • 3 შემთხვევა HIV-ის გადაცემა კანზე ზემოქმედებით

საუკეთესო გზა დაინფიცირების თავიდან აცილებისთვის არის სახის დამცავის გამოყენება ან იდეალურ შემთხვევაში ჯიბის ნიღაბი. ჯიბის ნიღბის დამატებითი უპირატესობა არის თავი, რომელზეც ჟანგბადი მაგრდება, რათა გაიზარდოს გადაცემული ჟანგბადი რაოდენობა დაშავებლისთვის, 16% ჰაერის შემცველობით.

ამოსუნთქული ჰაერის ვენტილაცია ჯიბის ნიღაბის გამოყენებით, დამაგრაბულ ჟანგბადთან ერთად.

ზემოთ მოყვანილი ალგორითმი, აჩვენებს შეფასების მნიშვნელოვან საფეხურებს და გულ-ფილტვის რეანიმაციის განხორციელებას დაშავებული მოთამაშისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი დაძახება დახმარებისთვის, დარწმუნება რომ დახმარება გზაშია და დარეკვა სასწრაფო დახმარებისთვის, მას შემდეგ რაც ამოიცანით, რომ მოთამაშე არ სუნთქავს.

არატრავმული გათიშვისას, სუნთქვის გამოსწრება მოხერხდება სასუნთქი გზების გახსნით, თავის დახრით და ნიკაპის აწევის მანევრით და ყურებით, მოსმენით და შეგრძნებით 10 წამის განმავლობაში.

  • თავის დახრა, ნიკაპის აწევა
  • თუ, ეჭვია ხერხემლის დაზიანების : ყბის ამოწევა
  • ყურება - მკერდის მოძრაობა
  • მოსმენა - სუნთქვის ხმა
  • შეგრძნება - ამოსუნთქული ჰაერი
  • დააკვირდით 10 წამის განმავლობაში

როდესაც ჯანდაცვის სპეციალისტები იმყოფებიან ადგილზე, შესაძლებელია სასუნთქი გზების და პულსის არსებობის ერთდროული შემოწმება. ეს შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ სუნთქვის შეჩერების ამოცნობაში, პულსის თანხლებით. ამ შემთხვევაში ჟანგბადის მიწოდება უნდა განხორციელდეს ჯიბის ნიღბის ან ჩანთა-სარქველი ნიღბის მეშვეობით, სიხშირით 10-12 წუთში, შეამოწმეთ პულის რეგულარულად, ყველაზე ნაკლებ წუთში ერთხელ.

თუ, პაციენტის შეფასებასის არ არის სუნთქვის ხმა და პულსი, მაშინ გულ-მკერდის კომპრესია უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ სასწრაფო დახმარება გზაშია.

მკერდის კომპრესია უნდა შესრულდეს გულ-მკერდის ცენტრში, ზრდასრულებში 5-6სმ სიღრმითა და 100-120 სიხშირით წუთში. 30 კომპრესიის შემდეგ, უნდა შესრულდეს 2 ჩასუნთქვა. ეს პროცესი სრულდება შემდეგი ნაბიჯებით:

  • განუწყვეტლივ ჩაბერეთ (1 წამი) ჯიბის ნიღაბში ან გამოიყენეთ ჩანთა-სარქველი ნიღაბი.
  • აცადე გულ-მკერდს ჩაეშვას (1 წამი)
  • გაიმეორეთ შიგნით ჩასუნთქვა/ჰაერის მიწოდება (1 წამი)
  • ჯამში ორი ჩასუნთქვა 4-5 წამში
  • გულ-ფილტვის რეანიმაციის
  • უყურეთ გულ-მკერდის გაფართოვებას
  • შეინარჩუნეთ გადაწეული თავი/ამოწეული ყბა
  • უყურეთ გულ-მკერდის  ჩავარდნას

ამის გაკეთებისას, საკვანძოა დარწმუნდეთ პაციენტის სასუნთქი გზების გახსნაში, რათა შეძლოთ ჩასუნთქვა/ჰაერის მიწოდება და დარწმუნდეთ, რომ 4-5 წამზე მეტი არ არის დახარჯული ჰაერის მიწოდებაში, ამრიგად მცირდება გულ-მკერდის კომპრესიის შეწყვეტა დრო, რაც ხელს უწყობს გულის არტერიული წნევის სისხლისთ მომარაგებას.

შედეგად, 30 კომპრესია უნდა განხორციელდეს, სანამ 2 ჩასუნთქვა/ჰაერის მიწოდება განხორციელდება.

თუ, პირით პირზე/პირით ჯიბის ნიღაბზე/ჩანთა-სარქველი ნიღბით ჰაერის მიწოდების შესრულებაზე არსებობს ზიზღის შეგრძნება, მაშინ მხოლოდ გულ-მკერდის კომპრესია უკეთესია ვიდრე გულ-ფილტვის რეანიმაციის არარსებობა.

გულ-ფილტვის რეანიმაცია უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ დახმარება არ მოვა და არ აიღებს თავის ხელში, მსხვერპლი იწყებს მათთვის ადეკვატურ სუნთქვას ან მშველელი დაიღლება.

გთხოვთ, ამ თავის ბოლოს ნახოთ დანართი, სადაც მოყვანილია ამერიკის გულის ასოციაციის ვარიანტის მაგალითი.

 

პედიატრიული სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ჯაჭვი

ხშირად ისმის კითხვა, რომელ ასაკში უნდა გამოიყენოს გამომხმაურებელმა პედიატრიული და არა ზრდასრულის ალგორითი. ზოგადად ეს გამოიყენება, თუ პაციენტი არის სქესობრივ მომწიფებამდე ასაკში.

პედიატრიული სიცოცხლის გადარჩენის დახმარების ალგორითმი მსგავსია ზრდასრულების ალგორითმთან. მთავარი განსხვავებაა ამოცნობა, პაციენტი სუნთქავს თუ არა და სხვა სიცოცხლის ნიშნების შემოწმებამდე, მაგ: პულსი, უნდა შესრულდეს 5 ჩასუნთქვა/ჰაერის მიწოდება. თუ, შესრულდა 5 ჩასუნთქვა/ჰაერის მიწოდება და სიცოცხლის ნიშნები არ იკვეთება, მაშინ 15 გულ-მკერდის კომპრესია უნდა განხორციელდეს.

ბავშვებში ეს სრულდება 5 სანტიმეტრის სიღრმეზე, ჩვილებში 4სმ. კომპრესიის სიხშირე რჩება 100-120 წუთში, მაგრამ კომპრესიის და სუნთქვის თანაფარდობა არის, 15 კომპრესია და 2 ჩასუნთქვა.

ზრდასრულების ხრჩობა

ზრდასრულებში ხრჩობასთან მოპყრობის ალგორითმი აჩვენებს ნათლად, რომ თუ მოთამაშე იხრჩობა და ახველებს ეფექტურად, ისინი წაქეზებულები უნდა იყვნენ, რომ განაგრძონ ხველა იმ იმედით, რომ თვითონ შეეძლებათთ უცხო სხეულის მოშორება.

თუმცა, თუ მოთამაშე იხრჩობა და იტანჯება სასუნთქი გზების ძლიერი დახშობითა და არაეფექტური ხველით, მაშინ მათ უნდა შეუსრულდეს 5 ზურგში დარტყმა.

თუ, 5 დარტყმის შემდეგ უცხო სხეული არ იქნება ამოღებული და მოთამაშეს ისევ აქვს არაეფექტური ხველა, მაშინ მას უნდა შეუსრულდეს 5 მუცელზე ბიძგი.

თუ, 5 მუცელზე ბიძგის შესრულების შემდეგ უცხო სხელი არ იქნება ამოღებული, მაშინ მშველელი უნდა დაუბრუნდეს 5 ზურგზე დარტყმას, შემდეგ 5 მუცელზე ბიძგს და ასე გააგრძელოს. თუ, მოთამაშე ეცემა გონება დაკარგული, დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს  გულ-ფილტვის რეანიმაცია.

პედიატრიული ხრჩობა

პედიატრიული ხრჩობის ალგორითმი მსგავსია ზრდასრულების ალგორითმთან. მთავარი განსხვავებაა, თუ პაციენტი ხდება უგუნო, მაშინ 5 სამაშველო ჩასუნთქვა/ ჰაერის მიწოდება უნდა განხორციელდეს გულ-ფილტვის რეანიმაციამდე, სიხშირით 15 კომპრესია 2 ჩასუთქვა და თუ, პედიატრული პაციენტი არის 1 წელზე პატარა, მუცელზე ბიძგი არ უნდა შესრულდეს და უნდა შეიცვალოს მკერდზე ბიძგით.

აღდგენითი პოზიცია

თუ, მოთამაშე ეცემა ხერხემლის დაზიანების ეჭვის გარეშე, არ სუნთქვას და აქვს პულსი, მაგრამ რჩება უგონოდ, ისინი უნდა მოთავსდნენ აღდგენით პოზიციაში, რათა მოხდეს მათი სასუნთქი გზების შეფასება.

ბეჭდურ მასალაში აღწერილია რამდენიმე განსხვავებული ტექნიკა, ჩვენ აღვწერთ ერთ-ერთს. მოათავსეთ მოთამის ხელი თქვენთა რაც შეიძლება ახლოს 90°-ით, 90°-ით მოხრილ იდაყვთან ერთად. გაწიეთ ხელი თქვენ რაც შეიძლება შორს და მოწიეთ ხელის გული პაციენტთან დაეხმარეთ, რომ პაციენტმა ლოყა დადოს მასზე. თქვენი მეორე ხელი გამოიყენეთ, რათა ჩასჭიდეთ პაციენტის წელს ან მოხრილ მუხლს და გადმოაბრუნეთ ის ერთ მხარეს ხელზე, რათა დაიცვათ თავი მიწაზე დარტყმისგან.

როცა პაციენტი გადმობრუნებულია პოზიციაში, მათი ფეხები ხელს უშლის მათ უკან გადაბრუნებას. დარწმუნდით, რომ სასუნთქი გზები გახსნილია და ისინ სუნთქავენ.

განაგრძეთ პაციენტზე დაკვირვება, სანამ დახმარება არ მოვა, რომელიც განახორციელებს რეგულარულ დათვალიერებას. თუ, არსებობს ჟანგბადის გადაცემის შესაძლებლობა, გამოიყენეთ არა-ხელახალ-ჩასუნთქვადი ნიღაბი.

შეჯამება

როცა გეგმავთ დაცემული მოთამაშს დახმარებას დარწმუნდით, რომ მისვლა თქვენთვის არის უსაფრთხო და დარეკეთ დამხარებისთვის. შეაფასეთ მოთამაშე ABC მიდგომის გამოყენებით, სასუნთქი გზების გახსნა, სუნთქვის შეფასებისა და პულსის შეფასება 10 წამი. თუ, არ არის პულსი: დაუყოვნებლივ შეასრულეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია მას შემდეგ, როცა დარწმუნდებით სასწრაფო, რომ დახმარება გზაშია. განაგრძეთ ხარისხიანი გულ-ფილტვის რეანიმაციის განხორციელება, სანამ დახმარება არ მოვა ან სიცოცხლის ნიშნები არ გამოჩნდება. დარწმუნდით, რომ გულ-ფილტვის რეანიმაციის გაკათებისას მინიმუმანდეა დაყვანილი შეჩერებები, რადგან გულის კორონარული არტერის პერფუზი შენარჩუნდეს.

თუ, დამხარებას უწევთ დაშავებულ პედიატრიულ პაციენტს, იცოდეთ, რომ სანამ გულ-ფილტვის რეანიმაციას დაიწყებთ, სიხშირით 15 კომპრესია და 2 ჩასუნთქვა/ჰაერის მიწოდება, საჭიროა 5 სამაშველო ჩასუნთქვა/ჰაერის მიწოდება და სიცოცხლის ნიშნების შეფასება.

როცა, ეხმარებით მოთამაშეს რომელიც იხრჩობა, შეაფასეთ სასუნთქი გზების დახშობის სიმწვავე და დაეხმარეთ შესაბამისად. წაახალისეთ მოთამაშე, რათა დაახველოს, თუ ეს ხველა არის ეფექტური, თუ არაეფექტურია ხველა, შეასრულეთ 5 დარწყმა ზურგზე და განაგრძეთ მუცელზე ბიძგი და მონაცვლეობით გამოიყენეთ ეს ორი მეთოდი, სანამ უცხო სხეული არ იქნება ამოღებული და მოთამაშეს შეეძლება თავისუფლად სუნთქვა. თუ, მოთამაშე უგონოდ დაეცემა, შეასრულეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

დაცემული მოთაშე, რომელზეც არ არსებობს ხერხემლის დაზიანების ეჭვი, ის სუნთქავს და აქვს პულსი, მაგრამ არის უგონოდ, მოათავსეთ ის აღდგენით პოზიციაში, რათა დაეხმაროთ მის სასუნთქ გზებს.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • უსაფრთხო (SAFE) მისვლა
  • ABC შეფასება
  • სასწრაფი დახმარების გამოძახება
  • დახმარების გაწევა, რათა აღმოიფხვრას გულის შეტევა, თუ შესაძლებელია
  • დაოყოვნებლივი გული-ფილტვის რეანიმაციის შეასრულება, ამოცნიბილი გულის შეტევის მქონე მოთამაშისთვის
  • ხარისხიანი გულ-ფილტვის რეანიმაციის შესრულება, რათა შენარჩუნდეს გულის კორონარული არტერის პერფუზია, სანამ დახმარება მოვა
  • მოთამაშის, რომელიც იხრჩობა, სასუნთქი გზების დახშობის სიმწვავეს შეფასება და სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო დახმარებადაცემული მოთაშე, რომელზეც არ არსებობს ხერხემლის დაზიანების ეჭვი, ის სუნთქავს და აქვს პულსი, მაგრამ არის უგონოდ, მოათავსეთ ის აღდგენით პოზიციაში, რათა დაეხმაროთ მის სასუნთქ გზებს.

განსაკუთრებული მადლობა

ავტორს, რედაქტორსა და მსოფლიო რაგბს სურს, რომ გამოხატონ მათი მადლიერება Resuscitation Council (UK)-სადმი მათი ნებართვისათვის, რომ მათი ალგორითმების გამოყენება მოხდა ტექსტში. ალოგირთმები შეგიძლიადთ გადმოწეროთ უფასოდ Resuscitation Council (UK)-ის ვეგ-გვერდიდან.


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf