ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თავი 7 - ცირკულაცია და შოკი  

ამ თავის მიზნები

  1. ცირკულაციის ანატომიის გაცნობა.
  2. შოკისა და მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზის შესწავლა.
  3. შინაგანი სისხლდენისა და სისხლის დანაკარგის შესაძლო ადგილების შესწავლა.
  4. გახსოვდეთ, რომ სისხლი შესაძლოა ინფიცირებული იყოს aiv-ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) ან ჰეპატიტით - გამოიყენეთ ხელთათმანები ჭრილობასთან და სისხლთან მანიპულაციისას.

 

შესავალი

“ცირკულაცია” ნიშნავს იმას რომ გული აწვდის ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს  შინაგან ორგანოებსა და კუნთებს და ამრიგად ამარაგებს მათ ჟანგბადით, როგორც საწვავით, და ასევე ახდენს ნახშიროჟანგისა და სხვა ნარჩენი პროდუქტების ფილტვებთან და თირკმელებთან მიტანას, რათა გამოიდევნოს ამოსუნთქვით ან შარდის საშუალებით.

 

გული შეკუმშვის შედეგად სისხლს წნევით გადაისვრის კუნთოვანი კედლების მქონე არტერიებში - “სისხლის წნევა”. არტერიებს სქელი კუნთოვანი კედელი აქვთ, რათა გაუძლონ წნევას და სისხლი გულიდან გამოიტანონ. ვენებს თხელი კედლები აქვთ, რათა დაბალი წნევის ქვეშ მოაგროვონ სისხლი პერიფერიიდან და დააბრუნონ გულში. სხეულის ორგანოების ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია სისხლის წნევაზე. შესაბამისად, თუ სისტემაში წნევა დაეცემა ცირკულაციაში სისხლდენისას არასაკმარისი სისხლის არსებობის ან გულის არასწორი მუშაობის გამო, ორგანოებმა შესაძლოა ვეღარ შესძლონ ნორმალურად ფუნქციონირება. სხეულის ორგანოების არასწორი ფუნქციონირების მტკიცებულება ცნობილია როგორც “შოკი”.  

 

შოკი

კლინიკური შოკი სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც ბევრად უფრო სერიოზულია ვიდრე ზოგადი ემოციური შოკი, რომელიც შესაძლოა ადამიანმა გადაიტანოს შეესწრებიან ან მოყვებიან მსუბუქ საგზაო ავარიაში.


ნორმალური ფუნქციონირებისათვის ორგანოებს სჭირდებათ სისხლის საკმარისი წნევა (პერფუზიული წნევა), რათა შენარჩუნდეს მათში სისხლის მიმოქცევა და მიეწოდოს ჟანგბადი და სხვა საკვები ნივთიერებები. თუ წნევა დაეცემა, ორგანოები ვერ იფუნქციონირებენ ნორმალურად. კონტაქტური სპორტის კონტექსტში ეს შესაძლოა განპირობებული იყოს:

  1. ცირკულაციაში არასაკმარისი სისხლის ან სითხის არსებობა (ძირითადად სისხლდენის გამო - ჰემორაგიული შოკი).
  2. ზურგის ტვინის დაზიანება, რომელიც წყვეტს არტერიების ინერვაციას რაც როგორც წესი იწვევდა მათ კონსტრიქციას (შეკუმშვას) რათა შენარჩუნებულიყო არტერიული წნევა. შედეგად, ისინი დილატირდება (ფართოვდება) და წნევა ეცემა (ნეიროგენული შოკი).

სისხლდენა და ჰემორაგიული შოკი ბევრად უფრო ხშირია ვიდრე ნეიროგენული შოკი. ამ ორ მდგომარეობას შორის ფუნდამენტური განსხვავება ისაა, რომ ჰემორაგიული შოკისას სისხლის მიმოქცევის სისტემაში არასაკმარისი სისხლია, ხოლო ნეიროგენული შოკისას სისხლის რაოდენობა ნორმალურია, უბრალოდ იგი განთავსებულია არასათანადო ადგილებში. შედეგად, შესაძლოა დაშავებული სისუსტესა და თავბრუსხვევას ტვინის არასწორი ფუნქციონირების გამო ან სისხლის დაბალი წნევის გამო გრძნობდეს.

 

დაიმახსოვრე რომ ტვინის შერყევა უფრო ხშირადაა დაბნეულობისა მიზეზი, ვიდრე შოკი.

 

ჰემორაგიული შოკი

საშუალო ზომის ადამიანის ცირკულაციაში 5 ლიტრი სისხლია და მისი დაახლოებით 30%-ზე მეტის დაკარგვა იწვევს მდგომარეობას ძალიან დამძიმებას.

შინაგანი სისხლდენა გავს მოშვებულ ონკანს, და ხშირად გარკვეული დრო გადის, სანამ ბაკი შესამჩნევლად დაიცლება და შესაბამისად, გამოვლინდება პრობლემები ან სისხლდენის ნიშნები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს ტრავმის მიღებისთანავე. მაგრამ ჰემორაგიული შოკი შესაძლოა განვითარდეს მატჩის ბოლოსკენ ან შესვენებისას მოთამაშეში რომელიც გამოვიყვანეთ ტრავმის გამო. რაც უფრო ახალგაზრდა და უკეთესი ფიზიკური მომზადებისაა მოთამაშე, მით უკეთ უმკლავდება მისი ორგანიზმი სისხლის დაკარგვას მანამ სანამ ცუდად გახდებოდეს. ასე რომ, შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში “კარგად” გამოიყურებოდეს მაგრამ უეცრად გახდეს ძალიან ცუდად და გამოვლინდეს აშკარა შოკის ნიშნები.

 

როდესაც სისტემაში არ არის საკმაო რაოდენობის სისხლი არსებობისას, კანი შეიძლება ფერმკრთალი ჩანდეს, რადგან ორგანიზმი ცდილობდა სასიცოცხლო ორგანოებისკენ გადაესროლა არსებული მარაგი, და ასეთი კანი კლასიკურად ხასიათდება როგორც “წებოვანი/ნოტიო” (თუმცა, შეიძლება ეს არც თუ ისე გამოსადეგი შეფასების კრიტერიუმი იყოს ცოტა ხნის წინ მოვარჯიშე და გაოფლიანებული მოთამაშის შემთხვევაში). თუ თავის ტვინს არასაკმარისი სისხლი მიეწოდება, ტრავმირებულს შესაძლოა თავბრუ დაეხვეს ან ცნობიერება დაკარგოს, ანდა უბრალოდ დაბნეულად გამოიყურებოდეს. ფილტვები შესაძლოა გაძლიერებულად მუშაობდნენ, რათა ქსოვილებს მეტი ჟანგბადი მიაწოდონ. სისხლდენის ადგილის დასადგენად დაგვეხმარება მუცლის უწყვეტი ტკივილი, გულმკერდის არეში ტკივილი ან ნეკნის მოტეხილობის ნიშნები და ა.შ.


მაშველისათვის აუცილებლად დასამახსოვრებელი მესიჯია, რომ მიიჩნიოს შოკი როგორც სერიოზული დაზიანების ნიშნად და გააცნობიეროს საავადმყოფოში დაუყოვნებელი გადაყვანის აუცილებლობა.

 

ჰემორაგიული შოკის ნიშნები

  1. ფერმკრთალი და “წებოვანი/ნოტიო” კანი (არასაკმარისი სისხლი ცირკულაციაში).
  2. ორგანოთა სტრესის ნიშნები (თავის ტვინი - დაბნეულობა; ფილტვები - გახშირებული სუნთქვა)
  3. ნიშნები იმისა, თუ სად შეიძლება იყოს სისხლი (ტკივილი მუცელში, გულმკერდის ასიმეტრიული მოძრაობა).

 

ნეიროგენული შოკი

ნეიროგენული შოკისას ცირკულაციაში სისხლის რაოდენობა კი არ მცირდება, არამედ მისი არასწორი გადანაწილება ხდება, რაც გამოწვეულია ორგანოების მომმარაგებელი არტერიების კუნთოვანი ტონუსის მარეგულირებელი ავტონომიური ინერვაციის მოშლის გამო. ეს ვითარდება ზურგის ტვინის დაზიანებისას, როცა დაზიანების ქვევით სისხლძარღვთა კედლების ინერვაცია იშლება. მაღალი წნევის სისტემის მოშლისას, სისხლი გადაინაცვლებს დაბალი წნევის არეებში - ვენებსა და მცირე კაპილარებში.

 

შესაბამისად, ნეიროგენული შოკისას კანი ვარდისფერი და თბილია, მაგრამ ორგანოთა დისფუნქციის ნიშნებით, და ა.შ. რაც ვლინდება ზურგის ტვინის სავარაუდო ტრავმის კონტექსტში (მოტორიკის სისუსტე, კისრის ტკივილი, სუნთქვითი პრობლემები ან უბრალოდ, ცნობიერების დაკარგვა).

 

ცირკულაციის შეფასება

პირველადი დახმარებისას ტრავმირებული მორაგბის ცირკულაციის შეფასება მის ზოგად მდგომარეობას უფრო უნდა ეყრდნობოდეს, ვიდრე სპეციფიურ პარამეტრებს. ეს შესაძლოა მოიცავდეს ტრავმის მექანიზმს (თუ დაინახეთ თუ რა მოხდა), ტრავმიდან გასულ დროს, მოთამაშის ფერს და თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თავის ტვინი, კანი და ფილტვები. მაგალითად, ცნობიერება შენარჩუნებულია თუ დაბნეულია? სუნთქვა გახშირებულია თუ არა გულმკერდის აშკარა დაზიანების არარსებობისას? ფერმკრთალია, ცივი და წებოვანი-ნოტიოა? ეს ყოველივე შესაძლოა მიუთითებდეს ორგანიზმის სისხლის დაკარგვაზე და რომ ვერ ახდენს ორგანოთა საკმარის პერფუზიას.

  1. კანის შეფასება (ვარდისფერი და თბილი, თუ ფერმკრთალი და ცივი?)
  2. ფუნქციების შეფასება (თავის ტვინი, კანი, ფილტვები)
  3. აშკარა გარეგანი სისხლდენის არსებობა?
  4. რას უჩივიან? სად არის ტკივილი?

 

პულსის შემოწმება

მართალია, ადრე პულსის შემოწმება ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენდა პირველადი დახმარების აღმომჩენის მიერ პაციენტის შეფასებისას, ახლა იგი აღარაა რეკომენდირებული, რადგან რთულია მისი მოძებნა და შეფასება, თუ ამას თქვენ ყოველდღიურად არ ახორციელებთ.  

 

ჰემორაგიული შოკი - საიდან იკარგება სისხლი?

ძირს და კიდევ ოთხგან

“მიწაზე და კიდევ ოთხგან” ადვილი გზაა სისხლდენის მდებარეობის დასადგენად. სისხლდენა შესაძლოა იყოს:

  1. გულმკერდიდან.
  2. მუცლიდან.
  3. მენჯიდან.
  4. კიდურებში ძვლის მოტეხილობისას.
  5. ძირს (იატაკზე, მიწაზე) - სისხლდენა გარე ჭრილობიდან.

სისხლდენისას ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია დავადგინოთ სისხლდენა და მოვუხმოთ დახმარებას. ძალიან მცირე რამ შეგიძლიათ დამოუკიდებლად რომ გააკეთოთ. შინაგანი სისხლდენისას პაციენტს ხშირად ქირურგიული ჩარევა სჭირდება, ამიტომ მისი უსაფრთხოდ ტრასნპორტირების უზრუნველყოფა შემდგომი შეფასებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ტრავმირებულის სწორ ზედაპირზე დაწვენა და ფეხების ზევით აწევა დაეხმარება სისხლის გულისა და თავისკენ გადანაცვლებაში, მანამ სანამ ველოდებით დახმარებას ან ტრანსპორტს.

 

სისხლდენა გულმკერდის ღრუში

სისხლდენა შესაძლოა განვითარდეს მოტეხილი ნეკნის ან ფილტვების დაზიანების გამო. გულმკერდის ღრუ, სადაც ფილტვებია მოთავსებული, გარშემო იმდენად დიდია, რომ შეიძლება 5 ლიტრამდე სისხლი დაიტიოს (ანუ სისხლის მთლიანი მოცულობა). ასე რომ, ეჭვის შემთხვევაში თითქმის არაფრის გაკეთება არ შეიძლება აქ მის შესაჩერებლად, ერთადერთი - დახმარების ხმობა და დაშავებული საავადმყოფოში გადავიყვანაა.

შესაძლო ნიშნები მოიცავს:

  • შეიძლება ჰქონდეთ მწვავე ტკივილი ცალ მხარეს ყოველი ჩასუნთქვისას, რაც ოდნავ გულმკერდის კედლის დაზიანებას წააგავს.
  • შესაძლო სწრაფად სუნთქავდნენ.
  • გულმკერდის დაზიანებული მხარე შესაძლოა ნაკლებად მოძრაობის.
  • შესაძლოა გამოავლინონ სხვა ორგანოების, როგორც მაგალითად, კანის და ტვინის, პერფუზიის შემცირება.
  • შეიძლება ივნენ fermkrTalebi, grilebi, dabneulebi an miZinebulebi.

 

სისხლდენა მუცლის ღრუში

მუცლის ღრუში მრავალი ორგანოა რაც შეიძლება დაზიანდეს და დაიწყოს სისხლდენა. კლასიკურად ესაა მუცლის ღრუს ზედა ნაწილში მდებარე ორგანოები, რომლებიც დაცულია ქვედა ნეკნებით. ესენია მარჯვნივ - ღვიძლი და მარცხნივ - ელენთა.

 

სისხლდენა მენჯის ღრუს ორგანოებიდან

რაგბიში მენჯის ღრუს დაზიანებები ძალზედ იშვიათია, იგი ძირითადად ავტოსაგზაო შემთხვევებისას გვხვდება. ნაკლებ სავარაუდოა, რომ წააწყდეთ ასეთ ტრავმას ძლიერი ძვლოვანი მენჯით შექმნილი დაცვის გამო.  მიუხედავად ამისა, მენჯის ტრავმა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი მიზეზი სისხლის დაკარგვისა, რადგან მასში განთავსებულია მთელი რიგი ვენებისა, რომელთაც ქვედა კიდურებიდან მოაქვთ სისხლი და ასევე ძვლის ბასრი კიდეები მენჯის მოტეხილობის გამო.

 

თუ ეჭვი გეპარებათ რომ მენჯი დაზიანებულია, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ავიცილოთ მისი არასაჭირო მოძრაობა. ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს სისხლდენა და გაამძაფროს ტკივილი. გახსოვდეთ, რომ სასუნთქი გზების გამავლობა და MILS ყველაზე მნიშვნელოვანი რამეებია რაც უნდა გქონდეთ მიღებული მხედველობაში.

 

სისხლდენა კიდურების დაზიანებისას

ახალგაზრდა რაგბისტებში, ნაკლებ სავარაუდოა რომ კიდურებიდან განვითარებული სისხლდენით ჰემორაგიული შოკი განვითარდეს. თუმცა, რაგბიში ზოგჯერ დაფიქსირებულა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, რამაც შესაძლოა 1-1.5 ლიტრამდე სისხლის დენა გამოიწვიოს ბარძაყში.

 

ღია მოტეხილობა (სადაც მოტეხილი ძვლის მახვილი ბოლოები კანის ზედაპირს აზიანებს) შესაძლოა გარეგან სისხლდენას იწვევდეს, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

იხილეთ კიდურების დაზიანების თავი სრული ინფორმაციისთვის.

სისხლდენისა და ჭრილობის მართვა

როდესაც სისხლთან შეხების რისკი არსებობს, მაშველმა უნდა დაიცვას როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვა მოთამაშეებიც. სისხლი შესაძლოა ინფიცირებული იყოს სერიოზული ინფექციებით რომლებიც ჯანმრთელობაზე გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენენ, როგორებიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (aiv), B და C ჰეპატიტი. ამ ინფექციებმა შესაძლოა განაპირობოს ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის კიბო ან ლეტალობა კონტაქტიდან 20 წლის მერეც კი.


ხილული სისხლს სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. მაშველმა უნდა გაიკეთოს ხელთათმანი და გამოიყენოს ერთჯერადი სტერილური სამოსი, რომელიც განადგურდება ადგილობრივი ინფექციის კონტროლის დადგენილი მეთოდით. არ გამოიყენოთ პირსახოცები ან სხვა რაიმე ნივთები, რომლებიც შსაძლოა სხვა მოთამაშეების სისხლთან ყოფილიყო კონტაქტში.


ხილული სისხლდენიანი მოთამაშეები პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა იქნენ გამოყვანილი, რაც ასევე გულისხმობს სისხლით კონტამინირებული ტანსაცმელის გამოცვლას. ხილული აქტიური სისხლდენიანი მოთამაშეები უნდა გამოვიყვანოთ და არ დავაბრუნოთ სანამ სისხლდენას შევაჩერებთ და ხილულ სისხლს მოვაცილებთ, შეჯიბრის დონის შესაბამისი წესების გათვალისწინებით.

 

ხილული სისხლდენა ჩვეულებრივ ჩერდება ზეწოლითა და აწეული პოზიციით. ჭრილობაზე სტერილური საფენით ზეწოლა და შეძლებისდაგვარად დაზიანებული ადგილის გულის დონეზე მაღლა მოთავსებით (ასე ნაკლები სისხლი მოაღწევს ჭრილობას), სისხლდენათა უმეტესობას 30 წამიდან 1 წუთამდე შუალედში შეაჩერებს. ისეთი ჭრილობები სადაც ზეწოლის განხორციელება ვერ ხერხდება, სტერილური შემწოვი საფენის დადებით და მაღლა აწევით უნდა იმართოს და სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძახებული უფრო კვალიფიციურ დახმარება.

 

გულის შეტევისა და კარდიო-პულმონური რეანიმაციის (CPR) დროს არასდროს დაფიქსირებულა aiv ტრანსმისია/გადადება, მაგრამ თუ პირის გარშემო სისხლია, უნდა ვიხმაროთ ხელთათმანები, ჯიბის ნიღაბი (pocket mask) ან სახის დამცავი საფარი (face shield), ან მხედველობაში გქონდეთ CPR-ის მხოლოდ გულმკერდზე კომპრესიით ჩატარება.

მაშველებს უნდა ეცვათ ხელთათმანები და ხმარობდნენ ერთჯერად საფენებს სისხლის მოცილებისას

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf