ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, კანდიდატებს უნდა შეეძლოთ საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო გეგმის გაგების შექმნა.

მიზნები

  1. საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ასპექტის მიზნების განსაზღვრა.
  2. საგანგებო მდგომარეობის სამოქმედი გეგმის შექმნისას, განხილვების განსაზღვრა.

შესავალი

სპორტში, როგორც რაგბია, მოედნის დამხმარეებს  ჩვეულებრივ არ აქვთ კრიტიკულად დაავადებულ ან ტრავმირებულ მოთამაშეებთან რეეგულარული, კლინიკური შეხების გამოცდილება. თუმცა, მოედანზე დახმარების გაწევის ხარისხი, სამედიცინო ჯგუფის ეფექტური მუშაობა და კომუნიკაცია გადაუდებელი დახმარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რათა სასურველი შედეგი იყოს მიღწეული - როგორიც ასახულია „სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვი“-ში, გულისთვის სიცოცხლის დახმარების ნაწილში.

სპორტულ ექიმები ყოველდღიურად აწყდებიან რისკის შეფასებას ისეთ ზონებში, როგორიცაა თამაშში დაბრუნების გადაწყვეტილება და რეაბილიტაციის პროტოკოლი ან განხილვებში, როგორიცაა გამგზავრების მარშუტები ნუტრიციასთან,  ჯეტლეგსა და ავადმყოფოებთან დაკავშირებით. რისკთან, იგივე განხილვებია საჭირო, რათა შემცირდეს ის ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა დააბრკოლონ გადაუდებელი დახმარების ეფექტი და გუნდის მუშაობა, გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევებში.

გადაუდებელი მდგომარეობის სამოქმედო გეგმის შექმნისას, რისკის შეფასების გავლით, რომელიც განიხილავს სპორტულ გარემოს, კომუნიკაციებს, კონტროლის უნარსა და გუნდის მუშაობას გადაუდებელ მდგომარეობაში, უმნიშვნელოვანესი ნაწილი სპორტში გადაუდებელი დახმარების გაწევის მზადებისთვის.

ასეთი გეგმა, უნდა განიხილავდეს პოტენციურ სიტუაციებს ორივე, ვარჯიშისა და თამაშის გარემოსთვის და უნდა მოიცავს სტანდარტულ ოპერატიულ პროცედურებს კონკრეტული სცენარებისთვის, როგორიცაა აღჭურვილობისთვის მინიმალური სტანდარტები და პასუხისმგებლობები, აღჭურვილობის შემოწმებისა და უნარიანობის შენარჩუნებისთვის (იხილეთ, სამედიცინო აღჭურვულობის თავში).

ძირითადი მიზნები საგანგებო მდგომარეობის სამოქმედი გეგმის შექმნისთვის

როლების განსაზღვრა და შეცდომების მინიმიზაცია

საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო წერილობით გეგმა, რომელიც ყველა თანაშრომელმა იცის, ამცირებს სტრესს გადაუდებელი დახმარების სიტუაციებში, რადგან გუნდის ყოველმა წევრმა იცის საკუთარი როლი, პასუხისმგებლობა და ბრძანებების ჯაჭვი. როცა ეს გაერთიანებულია გუნდის ხშირ პრაქტიკასთან, ეს გაზრდის ავტონომიურობის დონეს, რაც შესაძლებლობას მისცემს გუნდის ლიდერს, რომ იფიქრობს, ვიდრე გამუდმებით მისცემს სხვებს ინსტრუქციები.

რეგულარული აღჭურვილობის შენარჩუნება და შემოწმება

თანამედროვე სპორტის გადაუდებელი დახმარების ტრენინგები მოიცავს მრავალი ტიპის აღჭურვილობის გამოყენებას არახელსაყრელ მდგომარეობებში. გეგმის შექმნისას უნდა დარწმუნდეთ, რომ  საგანგებო აღჭურვილობა არის სიტუაციისთვის შესაბამისი და კარგ მდგომარეობაში, როცა მოიხმობთ მათ. მაგალითად, ავტომატური გარე დეფიბრილატორი უნდა იყოს შემოწმებული, რათა დარწმუნდეთ, რომ მას აქვს სრულად შევსებული ელემენტი და „ვადიანი“ პადები. ყველა შემოწმები უნდა აღირიცხოს როგორც ფაქტი. გეგმებმა უნდა განაწესონ, რომ ყველა არსებული აღჭურვილობა განთავსებულია ისეთ შესაამის პოზიციაში, სადაც დაოყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი და მოკლე დრო იქნება საჭირო გადაადგილებისთვის. მაგალითად, ავტომატური გარე დეფიბრილატორი შენახული უნდა იყოს ისე, რომ შოკის გადაცემა გულის შეტევისას, შესაძლებელი იყოს რეკომენდირებულ 3 წუთში.

ზოგიერთ აღჭურვილობისთვის, შენახვისას კლიმატური უკიდურესობები უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, ავტომატური გარე დეფიბრილატორის სამუშაო ტემპერატურა იქნება 0-30°C, რაც შეიძლება პრობლემა იყოს მკაცრ ზამთარში ან უფრო თბილ კლიმატური პირობებში და შესაფერისი შენახვის განხილვები უნდა განხორციელდეს. მსგავსად სხვა აღჭურვილობებისთვის, როგორიცაა ჟანგბადი ან ხერხემლის აღჭურვილობა უნდა შედიოდის გეგმაში, რათა დარწმუნდეთ, მის არსებობაში და დაზიანებაში, რაც შეიძლება გამოვლინდეს საწყობში შენახვისას.

რისკის შეფასება და ახალი გარემოსთვის დაგეგმერება

უცნობი ადგილებმა შესაძლოა გამოავლინოს მოულოდნელი რისკები აღჭურვილობასთან, კადრების უზრულვეყოფასთან ან მოთამაშის გამოყვანის გზასთან დაკავშირებით. საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო გეგმის შექმნის კულტურის განვითარებამ უნდა უზრუნველყოფს ასეთი განხვილვების შემოწმება, მოედანზე მისვლისას და საბოლოო პროტოკოლისას და მოთამაშის გამოყვანის გზა არის შეთანხმებული, რათა თავიდან იყოს აცილებული უბედური შემთხვევა და გართულებები, როგორიცაა კიბეები ან შენობაში ვიწრო შესასვლელები.

ეფექტური კომუნიკაცია

როგორც ეფექტური გუნდური მუშაობის წახალისება, დაგეგმვა უნდა მოიცავდეს კავშირების რეკომენდირებულ გზებს, ლოკალური დახმარებისთვისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. გამოწვევები, როგორიცაა შორი სავარჯიშო სივრცენ ან ცუდი მობილური კავშირი გათვალისწინებული და დაძლეული უნდა იყოს გეგმაში - მაგალითად, რაციების ან სხვა საკომუნიკაციო ხაზის მეშვეობით.

უნარების ვარჯიშისა და შენარჩუნების სტანდარტები

„სპორტში საავადმყოფომდელი გადაუდებელი დახმარება“ არის  საერთო საავადმყოფომდელ დახმარების მკვეთრი ნიშა, სადაც ნასწავლი უნარები და არჩეული კანდიდატები ირეკლავენ მოედნის პერსონალის საჭიროებას და გამოცდილებას, რომლებიც მუშაობენ მოედანზე და განსაკუთრებით სპორტისთვის დამახისიათებელი ხშირი ტრავმების პროფილებთან. პერსონალის სწავლებას უნდა მოიცავდეს გეგმა, რათა აისახოს ეს, სერტიფიცირებისა და გასახსნელებ სწავლებებთან ერთად.

პრაქტიკული უნარის შენარჩუნება არის ყველა ექიმისთვის პრობლემა, 1 წელში პრაქტიკული უნარი იკარგება, 92%-ამდე შემთხვევაში, მათთვის ვინც არ ანახლებს ცოდნას. მაშასადამე, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო გეგმა აწესებდეს და ზრდის კულტურას, პრაქტიკული სწავლებები ჩატარდეს ყოველ 2-3 თვეში, ხშირი სცენარებით, როგორიცაა უგონო მოთამაშის მართვა, აღჭურვილობის ცნობა ან ორთოპედიული მოედნის გამოხსნა. არასაკმარისია წელიწადში ერთ ცოდნის განახლებაზე დაყრდნობა.

ვარჯიშისა და თამაშის დღის ადგილი

მოთამაშეები თავისი დროის 80%-მდე ხარჯავენ ვარჯიშზე. სავარჯიშო ადგილს, ხშირად არის ცოტა დამხმარე, იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი დახმარების გაწევა გახდება საჭირო. მაშასადამე, გეგმები და მოქმედი სტანდარტების პროცედურები უნდა დაეყრდნოს შიდა და გარე ღონისძიებების ადგილებს, ისევე როგორც სავარჯიშო გარემოს.

ამრეკლავი პრაქტიკა და სწავლება კლინიკური მმართველობით

 

საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო გეგმირება

ნებისმიერი გადაუდაბელი დახმარების ინციდენტი, რომელიც ვლინდება არის ფანტასტიკური სასწავლო გამოცდილება ყველა პერსონალისთვის და კლინიკური მმართველობის სისტემის არსებობა, რომელიც ხელს ანალიზს, ამრეკლავ პრაქტიკას, უადიტისა და ფარგლების ცვლილებად საგანგებო მდგომარეობის სამოქმედი გეგმაში, რაც არის მნიშვნელოვანი მომავლისთვის. ამ გეგმა, შეიძლება, ასევე სჭირდებოდეს კორექტირება, მას შემდეგ, რაც გვეცოდინება მეტი კონკრეტულ სპორტში ტრავმის ტიპზე.

ფიგურა 1 - რეფლექტური პრაქტიკა საგანგებო მდგომარეოების სამოქმედო გეგმის განვითარება

სტანდარტული მოქმედების პროცედურების განვითარებასა და საგანგებო რეაქციულ გეგმარებას აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • ამცირებს სტრესს სამედიცინო პერსონალისთვის
  • შეცდომების მინიმალიზაცია
  • აღჭურვილობის უმოქმედობის მინიმალიზაცია შემოწმების გზით
  • გუნდური მუშაობის გამოსწორება
  • მოთამაშის დახმარების გამოსწორება
  • ყველა სცენარისთვის, დახმარების მინიმალური სტანდარტების მხარდაჭერა
  • ღონისძიების რეფლექციის, სწავლების, მნიშვნელობის ანალიზი და აუდიტი

განხილვები საგანგებო მდომარეობის სამოქმედო გეგმის შექმნისას

გეგმა შესაძლოა მოფიქრებული იყოს შეჯიბრებამდე, შეჯიბრების დროსა და შეჯიბრების დასრულებისთვის, ორივესითვის ვარჯიშისა და სახლისა და გასვლითი თამაშების ღონისძიებებისთვის.

აღჭურვილობა/მგზავრობა/კადრებით უზრუნველყოფა/დაზღვევა

სამედიცინო აღჭურვილობის მინიმალური სტანდარტების დანერგვა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება სავარჯიშო ადგილას, მოედანზე და მოთამაშეებთან ერთად გამგზავრებისას, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს სტანდარტებია პასუხისმგებელი აღჭურვილობის შენარჩუნების შემოწმებაზე. ეს სტანდარტებზე ძლიერი გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ხელმძღვანელი ორგონის დირექტივებს ან უბრალდო სამედიცინო საფუძვლებს. ზოგიერთ აღჭურვილობა შესაძლოა იყოს დიდი ზომის, მაგალითად გრძელი ხერხემლის საკაცე, ან სარისკო შენახვისთვის და მგზავრობისთვის, მაგალითად ჟანგბადის ბალონები, ამრიგად, გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, მათ სარგებლიანობაზე ყველა გარემოში და თუ მგზავრობთ, ადგილბროვი მომწოდებლებზე ინფრომაციის ცოდნა.

სამედიცინი აღჭურვილობის მინიმალური სტანდარტების მაგალითი, შეგიძლიათ იხილოთ დანართი 1-ში.

ლოკალური სამედიცინო დახმარება

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ტრავმრები არ არის ხშირი კონტაქტურ/შეჯახების სპორტში, როგორიც რაგბია, ადგილობრივი ხელმისაწვდომი საავადმყოფოებზე და მოედანზე სამედიცინო დახმარებაზე/გამომყვან გუნდზე ინფორმაციის ქონა, შეიძლება იყოს ფასდაუდებელი. გაგება იმისა, რომ ადგილობრივ გამყოფილებებს არ ყავთ ნეიროქირურგის სერვისის ან სკანირების 24 სიაათნი საშუალობამ, შეიძლება გავლენა გადაწყვეტილებაზე, თუ სად გაუშვებთ ტრავმირებულ მოთამაშეს.

ინფორმაციის დახარისხების მაგალითები, რომელიც შეიძლება იყოს სასარგებლო, რათა დაინერგოს საგანგებო მდგომარეობის სამოქმედი გეგმის ნაწილი, მოცემულია ქვემოთ.

თამაშის დღის სიტუაციები - სახლის და გასვლითი თამაშების ადგილი

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირება არის უზრუნველყოფილი, გამგზავრებამდე პროტოკოლი უნდა მოიცავდეს ყველა სამედიცინო პერსონალი, სახლის და გასვლითი თამაშების ადგილისთვის, გათვიცნობიერებული უნდა ჰქონდეს შემდეგი:

  • სამედიცინო ოთახის ადგილსამყოგელი
  • სამედიცინო ოთახამდე მოედნის გასასვლელი გზები (არანაირი კიბე საკაცეებისთვის)
  • სასწრაფო დახმარეიბს მანქამდე გასასვლელი გზები სამედიცინო ოთახიდან
  • დაახლოებითი დრ  ადგილობრივ საავადმყოფომდე და საკონტაქტო დეტალები

სამედიცინო შესაძლებლობები

  • ადგილსამყოფელი
  • მისადგომობა
  • დაშავებულების განთავსების რიცხვი
  • აღჭურვილობის დასწრება
  • დამხმარე სამედიცინო პერსონალი - სპეციალობა? / გამოცდილება?
  • განათება / წყალი / ნარჩენების გატანა
  • გამოსახულების მიღება

აღჭურვილობა

  • არის თუ არა ადგილზე?
  • შესაფერისია?
  • თქვენთვის ნაცნობია?
  • ჟანგბადის ბალონები სავსეა?
  • ავტომატური გარე დეფიბრილატორის ელემენტები მუშაობს / პადები „ვადიანია“?
  • ასპირატორული ამომწოვები და ა.შ. მუშაობს?
  • ჟანგბადი ხელმისაწვდომია? როცა მგზავრობთ საზღვარგარეთ, მოიძიეთ ჟანგბადი, ორივე, სავარჯიშო და სათამაშო სიტუაციებისთვის?

თამაში დღის დახმარება

  • ვინს არის ხელმისაწვდომი, მაგალითად პარამედიკები, სამედიცინო დამხარების სპეციალისტები?
  • შეხვდით მათ და გინიხილეთ როლები?
  • აქვთ მათ დახმარების ნიშნები?
  • სად გადაიტვანენ ისინი ტრავმირებულს - სამედიცინო ოთახში ან სასწრადო დახმარების მანქანიში?

ადგილმდებარეობა

  • სად არის უახლოესი საავადმყოფო?
  • რამდენია გადაყვანის დრო?
  • აქვთ შესაბამისი სპეციალობები ადგილზე, მაგალითად ნეიროქირურგია/ორთოპედია/საგანგებო სამედიცინო დახმარება?

სიტუაციების სწავლება

სწავლების სიტუაციები ფართოდ იშლება და დიდად დაშორებულია სამედიცინო საჭიროებებს, ვიდრე თამაშს დღის სიტუაცია. არსებობს გამოწვევა სამედიცინო დახმარების გამწევების სიმცერის და ადამიანური რესურსის გამო გადაუდებელ სიტუაციებში, ისევე, როგორც კომუნიკაციებსა და ობიექტიების გამოყენებიში, ფორმალური ადგილიდან შორს.

სივრცეები, რომლებიც თქვენ შესაძლოა განიხილოთ, როცა ქმნით საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო გეგმას არის:

ადგილი

  • ადგილის ზომა.
  • სამედიცინო ადგილიდან სხვა დაშორებულ ადგილებამდე მანძილი?
  • დაშორებული ადგილიდან კომუნიკაცია?
  • გადაუდებელი დახმარების სანივთე ჩანთა - ადვილად ხელმისაწვდომი ყველასთვის.
  • აღნიშნულია გადაუდებელი დახმარების სანივთე ჩანთა?
  • გადამზადებული დამხარეების რაოდენობა?
  • დიდი აღჭურვილობის გადაადგილება, როგორიცაა ხერხემლის საკაცე, მოედნის დაშორებულ კუთხეებში.
  • ინციდენტის შემთხვევაში, არა სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ცნობიერების ამაღლება
  • კრიტერიუმები თუ, როდისაა საჭირო სასწრაფო მანქანის დახმარების
  • როლების მრავალმხრივობა მართვისთვის და თუ, საჭირო გახდა მოთამაშის გადაყვანა.

აღჭურვილობა

  • შენახვა - ელემენტის სამუშაო ტემეპრატურა (0-30 გრადუსი ცელსიუსით), ამიტომ იყავით ფრთხილად ექსტრემალურ ამინდებში - შეინახეთ რეგულარ ტემპერატურაში.
  • შემოწმება - რჩებაა, რომ ყოველკვირეულად შემოწმდეს ყველა აღჭურვილობა სავარჯიშო ადგილებისთვის. შემდგომი შემოწმება შეჯიბრების ღონისძების დაწყებამდე სავარჯიშო ადგილებზე.
  • შეამოწმეთ ნორმალური მუშაობა, ვადის გასვლა და ადეკვატური მომარაგება.
  • ხელმისაწვდომობა - დარწმუნდეთ, რომ დახურული სივრცის გახსნისთვის საჭირო კოდები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც შეიძლება დასჭირდეს ის.

სამედიცინო ინფორმაცია

მოთამაშის თანხმობის გათვალისწინებით, დარწმუნდით, რომ სამედიცინო გუნდის ყველა წევრი გათვითცნობიერებულია მოთაშეებთან და პერსონალთან, ვისაც აქვს მნიშნვენლოვანი სამედიცინო მდგომარეობა, მაგალითად ასთმა, დიაბეტი ან ალერგია, როგორიცაა ფუტკის ნესტარი. საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო გეგმას მოიცავს ამ მდგომარეობების მართვის გეგმას, მაგალითად დარწმუნდით, რომ ყველა პერსონალს აქვს ადრენალინთან წვდომა ან ზუსტადაა აღწერილი საავადმყოფოში გადაყვანის კრიტერიუმი.

შეჯამება

  • საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პროტოკოლი არის სასარგებლო, ორივესთვის, ექიმებისთვისა და მოთამაშეებისთვის. ის უნდა შეიქმნას ხშირი სცენარებისთვის, როგორიცაა ტრავმა, თავის ტრავმა და სამედიცინო მდგომარეობა.
  • მასში მკაცრად უნდა იყოს გაწერილი ჩანთისა და „დაზვერვის“ დაკავშირებული მომზადება, ისევე როგორც, როლები და პასუხისმგებლობები.
  • ფართო სამედიცინო გუნდის ყველა წევრს კარგად უნდა ესმოდეს ასეთი პროტოკოლები და აფასებდეს რეფლექსიისა და ანალიზის მნიშვნელობას, პროფესიული განვითარების გაგრძელებისთვის.
  • პროტოკოლები ასევე უნდა იყოს გამოყენებული მინიმუმ 2-3 ჯერ სეზონის განმავლობაში, სამედიცინო გუნდის წევრების სწავლების ფარგლებში.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • საგანგებო მდგომარეობების სამოქმედი წერილობით გეგმის ქონა, რომელიც აღწერს როლებს შეცდომების მინიმალიზაციისთვის.
  • აღჭურვილობის რეგულაური მუშა მდგომარეობაში შენახვა და შემოწმება არის უმნიშვნელოვანესი
  • რისკების შეფასება და გეგმა უნდა მოიცავდეს ვარჯიშისა და სათამაში ადგილებს.
  • რეფლექსიური პრაქტიკა და სწავლება კლინიკური მმართველობით არის მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის სამოქმედი გეგმის განვითარებისთვის.
  • შექმენით სამედიციო აღჭურვლობისთვის მინიმალური სტანდარტები, რომლებიც იქნება ხელმისაწვდომი სავარჯიშო ადგილას, მოედანზე და მოთამაშეებთან ერთად გასვლითი ადგილებზე გამგზავრების.
  • დარწმუნდით, რომ იცით  ადგილობრივი საავადმყოფოების შესაძლებლობები და სამედიცინო დახმარების / მოედანზე გამომყვანი გუნდის შესახებ ინფორმაცია გაქვთ.
  • დარწმუნდით, რომ სამედიცინო გუნდის ყველა წევრი გათვნითცნობიერებულია მოთამაშეებისა და პერსონალის შესახებ, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი სამედიცინი მდგომაროება.
  • პროტოკოლები უნდა იყოს გამოყენებული მინიმუმ 2-3 ჯერ სეზონის განმავლობაში, სამედიცინო გუნდის წევრების სწავლების ფარგლებში.

დანართი 1

სამედიცინო აღჭურვილობის მინიმალური სტანდარტების მაგალითი:

M1

ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს ჩამოთვლილი აღჭურვილობა ადგილზე და მუშა მდგომარეობაში, ყველა სათამაშო დღეს და სავარჯიშო სესიაზე.

აღჭურვილობის ჩამონათვალია:

  • გრძელი (ხერხემლის) საკაცე ან გრძელი გასაშლელი (EXL Scoop) საკაცე და საკაცის გადამზადებული მტარებლები - გრძელი (ხერხემლის) საკაცე ან გასაშლელი (EXL Scoop) საკაცე თავის იმობილიზაციით ან შესაბამისი საკაცის გადამზადებული მტრაბლები (ვინც გადამზადებულია კლუბის სამედიცინო სტაფის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური და უსაფრთხო, კლუბის სამედიცინო პერსონალის მიერ მითითებული ბრძანებების მიხედვით, გადაყვანილი იყოს მოთამაშე საკაცეზე და გამოყვანილი იყოს სათამაშო მოედნიდან.
  • კისრის მყარი დამჭერი(ები) - დამჭერების ასორტიმენტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა მოერგოს კლუბში ყველა მოთამაშეს (გამოსაყვანი დამჭერი) ან 2 რეგულირებადი დამჭერი. რბილი კისრის დამჭერი არ არის შესაფერისი.
  • არტაშანები (ზედა და ქვედა კიდურების იმობილიზაციისთვის)
  • სასუნთქი გზები (ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა უნდა იყოს ადგილზე
    • პირ-ხახის სასუნთქი გზა (სისტემატიზირებული ზომები)
    • ყელც-ცხვირის სასუნთქი გზა (სისტემატიზირებული ზომები)
    • I-Gel სუპრაგლოტიკური სასუნთქი გზა (სისტემატიზირებული ზომები)
    • ჯიბის ნიღავი, ერთმხრიანი სარქველით
    • ჩანთა-სარქველი ნიღაბი
  • ჟანგბადი - რომ მოიცავდეს ჟანგბადის ნაკადის ცვალებადობას, ჩანთა-სარქველი ნიღაბს, არა-ხელახალ-ჩასუნთქვადი ნიღაბს და დანიშნული ადამიანითი ვინც ატარებს მას.
  • Entonox პაციენტის მიერი თვითგამოყენებადი სისტემით, დანიშნული ადამაიანით ვინც ატარებს მას.
  • პორტატული ასპირატორი (შეიძლება იყოს ხელითმართული ან მკვებავით)
  • სანათიანი კალამი
  • IV მიცემის კომპლექტი
    • 1ლ კრისტალოიდი (არა 5% დექსტროზა)
    • IV კანულა (14G-22G)
  • ავტომატური გარე დეფიბრილატორი - საფრქვევი აეროზოლი და მილები
  • ყავარჯნები

ყველა აღჭურვილობის აღრიცხვა უნდა შესრულდეს და ხელი მოეწეროს ყოველკვირეულად კლინიკური ხელმძღვანელობის მიერ და გადაეცეს შემოწებისთვის დამოუკიდებელი აუდიტის დროს.

M2

ყველა კლუბს ქვემოთ ჩამოთვლილი გადაუდებელი სამედიცინო ჩანთა უნდა ჰქონდეს მოედანზე ხელმისაწვდომი ყველა თამაშის დღეს, რომ მოიცვას „A” ლიგისა და აკადემიის თამაშები და ყველა უფროსი “A” და კლუბის აკადემის სავარჯიშო სესია.

  • ადრენალინი 500მკგრ 1:1000 წინასწარ სავსე 1 შპრიცი ან Epi-pen
  • Atropine 1მგ ან 3მგ წინასწარნ სავსე შპრიცი 1
  • Salbutamol ინჰალატორი 1
  • Salbutamol 5მგ აეროზოლი 4
  • Atrovent 500მკგრ აეროზოლი 2

ყველა წამალი ყოველთვის უნდა იყოს ვადიანი

ყველა წამლის აღრიცხვა უნდა შესრულდეს და ხელი მოეწეროს ყოველკვირეულად კლინიკური ხელმძღვანელობის მიერ და გადაეცეს შემოწებისთვის დამოუკიდებელი აუდიტის დროს.


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf