ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თავი 1 - მთავარი პრინციპები

შესავალი

Primum non nocere არის სამედიცინო გამონათქვამი და ნიშნავს “არ ავნო”. ხშირად, როდესაც ტრავმასთან გვაქვს საქმე საკითხი “რა გავაკეთოთ” კი არ არის, არამედ “რა არ გავაკეთოთ”. მარტივი ღონისძიებები, როგორებიცაა თავისა და კისრის დაცვა, ღია საჰაერო გზების უზრუნველყოფა ან დაზიანებული კიდურის დაფიქსირება, ხშირად არის ყველაფერი ის რაც საჭიროა ტრავმის მართვის დაუყოვნებელ ეტაპზე.

ბევრი რამ უმჯობესდება მცირეოდენ დროში, და როგორც წესი, მხოლოდ სიტუაციის კონტროლი და პანიკის პრევენცია არის საკმარისი მანამ, სანამ მოთამაშის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება ან უფრო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მოვა ადგილზე.

 

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა სპორტსმენის უბრალო მხარდაჭერა და ლოდინი არასწორია, მაგალითად გულის გაჩერების ვერ შეფასებისას. სწორედ ამ ტიპის შემთხვევები იქნება განხილული კურსის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოცემული იქნება რჩევები რაგბისთვის ჩვეული დარტყმებისა და დაბეჟილობის შესახებაც, ეს კურსი გათვლილია უნარ-ჩვევების სწავლებასთვის იმ იშვიათი შემთხვევებისთვის, როცა გიწევთ პოტენციურად სერიოზულად ტრავმირებული ან ავადმყოფი პიროვნების მართვა სარაგბო სიტუაციებში.

სპორტში პირველადი დახმარების მთავარი პრინციპებია:

  1. არ ავნო.
  2. გააკონტროლეთ.
  3. თავი აარიდეთ არასაჭირო მოძრაობას.
  4. მარტივი უნარ-ჩვევები გადაარჩენს სიცოცხლეს.
  5. უზრუნველყავით უფრო გამოცდილი სამედიცინო დახმარების გამოძახება.
  6. მიხვდით თუ როდის გესაჭიროებათ მეტის გაკეთება.

 

 

შემთხვევის ადგილის უსაფრთხოება

ყველაზე დიდი კატასტროფა პირველადი დახმარების აღმოჩენის სცენარში არის ის რომ ერთი დაშავებული გადაიქცეს ორად შემთხვევის ადგილზე განვითარებული სხვა საფრთხის ან დახმარების აღმომჩენის არა საკმარისი გათვითცნობიერებულობის გამო. დაშავებულისთვის დახმარების აღმოჩენამდე უმნიშვნელოვანესია შეფასდეს თუ რამდენად უსაფრთხოა შემთხვევის ადგილზე შესვლა. მაგალითად, სატრანსპორტო საფრთხის გაცნობიერება დაშავებულის გზაზე ან გზასთან ახლოს მდებარეობისას, ანდა წყლისა ან ელექტრობის საფრთხე.

თუ მატჩი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არის რისკი, რომ თვითონ დახმარების აღმომჩენი დაზიანდეს. სხვა მოთამაშეებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ რისკს პანიკის ან დახმარების აღმოჩენის არასწორი მცდელობის თვალსაზრისით. საჭიროა სიტუაციის კონტროლის სადავეების ხელში აღება, ყველას უნდა გააგებინო, სიტყვიერად და მოქმედებით, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი პირი, და უზრუნველყო პანიკის პრევენცია. მოთამაშეების მხრიდან კეთილმოსურნე  ჩარევამაც კი, როგორიცაა მაგალითად, გონებადაკარგული ადამიანის გადაბრუნება, შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს დაშავებული.

განარიდეთ ტრავმირებულისაგან სხვა მოთამაშეები რაც შეიძლება სწრაფად

რაგბის საფრთხეები

მსაჯმა შესაძლოა ვერ შენიშნოს ინციდენტი და შესაძლოა თამაშს გაგრძელების საშუალება მისცეს. შესაძლოა შენიშნოს კიდეც, მაგრამ თამაში არ გაწყვიტოს მანამ სანამ იგი თავისით არ შეჩერდება.

 

ეს დახმარების აღმომჩენს აყენებს სხვა მოთამაშეებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლის/დაჯახების რისკის წინაშე. ამიტომ, თუ შედიხართ სათამაშო მოედანზე, უნდა შეაფასოთ რისკი და სარგებელი როგორც ტრავმირებულის, ასევე საკუთარი თავის მიმართ, თუ რის გაკეთებას აპირებთ და იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ მიგაჩნიათ თამაშის დაუყოვნებლივ გაჩერება, ნათლად უნდა გქონდეთ გააზრებული თუ როგორ შეატყობინებთ ამას მსაჯებს.

 

 

გარემო საფრთხეები

წყალი

წყლის სამაშველო საქმიანობა არ მიეკუთვნება ამ კურსს. თუმცა მთავარი პრინციპი გონებაზე მყოფი დაშავებულისათვის, რომელსაც წყლთან სირთულეები აქვს, არის ის რომ ყველანაირად ავიცილოთ თავიდან მისი წყალში შესვლა. დაშავებულს უნდა გადავუგდოთ სამაშველო რგოლი, რაგბის ბურთი ან სხვა მოტივტივე ნივთი, რათა მან შეძლოს წყალზე ტივტივი და ნაპირზე გამოცურვა. შესაძლოა მას მივაწვდინოთ თოკი, გრძელი ჯოხი ან ხის ტოტი.

 

ელექტრობა

დაშავებული, რომელსაც დენმა დაარტყა შენობაში ან გარეთ არსებული დენის წყაროსთან კონტაქტის დროს, უნდა შემოწმდეს რათა დავრწმუნდეთ, რომ დენის წყაროსთან მისი კონტაქტი გაწყვეტილია. თუ კვლავ არსებობს კონტაქტი დენის წყაროსთან, მაგალითად კაბელთან, მაშინ ეს ფრთხილად უნდა მოვაშოროთ დაშავებულს რაიმე დენგაუმტარი ნივთის მეშვეობით, მაგალითად ხის ჯოხით ან ცოცხის ტარით.

 

გადაუდებელი მოქმედების დაგეგმვა

მართალია პირველადი დახმარების აღმომჩენის როლი ხშირად რეაქტიული ხასიათისაა, მაგრამ უეჭველად სპორტულ მოედანზე დაავადების ან ტრავმისათვის მზაობა სიტუაციას ამშვიდებს და ხდის მას უფრო კონტროლირებადს ყველა ჩართული პირისათვის.

 

ე.წ. “რა იქნებოდა თუ”-სთვის მზადება ცნობილია, როგორც გადაუდებელი საგანგებო ღონისძიებების დაგეგმვა. ეს მოიცავს მარტივ ინფორმაციას, როგორიცაა პირველადი დახმარების ნაკრების შემოწმება, როგორც დეფიბრილატორის, პირველადი დახმარების აღმოჩენის უნარების მქონე ადამიანის ან ოფიციალური სამედიცინო პირის დასწრების შემოწმება. ასევე მნიშვნელოვანია ტელეფონის ნომრებისა და დახმარების სიგნალების ცოდნა, განსაკუთრებით უცნობ ადგილებში. ასევე, საჭიროა გადაუდებელი დახმარების გასააქტიურებელი საკომუნიკაციო ხაზების არსებობა.

 

სათამაშო მოედნიდან გამოყვანა

არასდროს იგრძნოთ თავი ზეწოლის ქვეშ, რათა იჩქაროთ დაშავებული მოთამაშის გადაადგილება. თუ საჭიროდ მიგაჩნიათ თამაშის შეჩერება ან სხვა მოედანზე გადატანა, მანამ სანამ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ელოდებით, შეატყობინეთ მსაჯს.

დაშავებული მორაგბე

რაგბის ტრავმათა უმეტესობა კიდურებზე ვითარდება და წარმოადგენს ჩვეულებრივ დარტყმებს, დაბეჟილობებს, დაჭიმულობებსა და ღრძობებს. რაგბი შეჯახებითი სპორტია, რაც შეიცავს მკლავითა და მხრით შებოჭვას. ამას გარდაუვალად მივყავართ მოთამაშის ნოკაუტის (გონების დაკარგვის) გარკვეულ რისკამდე. მოედანზე მოთამაშე შესაძლოა იყოს უგონოდ თავზე მიყენებული დარტყმის გამო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, მაგალითად გასახდელში, შეიძლება დაკარგოს გონება სხვა სამედიცინო სიტუაციის გამო, მაგალითად დიაბეტიან მოთამაშეში სისხლის გლუკოზის სახიფათოდ დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) ან თუნდაც გულის გაჩერების გამო.

 

თუ დაზიანების თვითმხილველი ხართ, მაშინ მიზეზი შესაძლოა ცხადი იყოს. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს პოტენციურად სერიოზული ტრავმები და ამიტომ უზრუნველყავით დახმარების სასწრაფოდ მოთხოვნა.

გონება დაკარგული, თავის ტრავმიანი მოთამაშეები

თავის ტრავმის უგონო მდგომარეობისას ვერ გავიგებთ სხვა სიმპტომების არსებობას, მაგალითად აღინიშნება თუ არა მტკივნეული კისერი ან მგრძნობელობის დაკარგვა. ასე რომ, ყველა ტრავმირებულ მორაგბეთან მისვლისას უნდა ვიმოქმედოთ იმის გავითვალისწინოთ, რომ მას შესაძლოა აღენიშნებოდეს თავის ან კისრის პოტენციურად საშიში დაზიანებები. ეს ხდება “მანუალური ხაზოვანი სტაბილიზაციის” (manual in line stabilisation - MILS) მიდგომის მეშვეობით, რაც უბრალოდ იცავს და აფიქსირებს თავსა და კისერს შემთხვევითი გამოძრავებისაგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ გაამოძრაოს მოთამაშე არა საჭიროებისამებრ, ან არ ეცადოს მის გვერდზე გადაბრუნებას.

 

როცა ვინმე უგონოდაა, კუნთები დუნდება და ჰიპოტონური ხდება. ენა, რომელიც ასევე კუნთია, შესაძლოა უკან გადავარდეს და დაახშოს სასუნთქი გზები (ე.წ. ენის გადაყლაპვა). ამგვარად, ყველა დაზიანებული მოთამაშის გასინჯვისას უნდა შეფასდეს სასუნთქი გზები და უნდა უზრუნველვყოთ მათი გამავლობა, რათა თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ფილტვებში თავისუფლად ჩავიდეს და ამოვიდეს ჰაერი.

 

მორაგბეთა უმეტესობა უგონო მდგომარეობაში იმყოფებიან რამდენიმე წამიდან ერთ წუთამდე. შესაძლებელია, მაგრამ ძალიან იშვიათია რომ მოთამაშე ამ მდგომარეობაში უფრო ხანგრძლივად დარჩეს.

 

ფარული დაზიანებები

 

თუ დაშავებული მოთამაშის მდგომარეობა გაუარესდება, უზრუნველყავით რომ იგი აუცილებლად მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყოს.  

 

გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს ფართო დაზიანება რაგბიში ძალიან იშვიათია. თუმცა, მსგავსი ტრავმების არსებობის შემთხვევაში ისინი ძირითადად ფარულია და გამომჟღავნდება მოგვიანებით სისხლის დაკარგვის (შინაგანი სისხლდენის) ან შოკის სახით.

 

უნდა დავრწმუნდეთ, რომ თამაშიდან ტრავმით გამოსული სპორტსმენი ადექვატური მეთვალყურეობის ქვეშაა და არ არის მარტო დატოვებული, რათა უეცრად არ გაუარესდეს  მათი მდგომარეობა. თუ რამე გეეჭვება დაშავებულის მდგომარეობაში, არ იყოყმანო დახმარების მოთხოვნაზე ან მის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

 

ყურადღების გამფანტავი ტრავმები

ყურადღების გამფანტავი ტრავმა არის ვიზუალურად შემზარავი დაზიანება, რამაც შესაძლოა გადაიტანოს ჩვენი ყურადღება მოთამაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ასპექტების შემოწმებიდან, როგორიცაა თავის ტვინის ან კისრის ტრავმა, დახშული სასუნთქი გზების შეფასება ან სუნთქავს თუ არა ნორმალურად.

 

ტიპიური ყურადღების გამფანტავი დაზიანებები სპორტში არის კიდურის ღია ანდა დეფორმირებული მოტეხილობები ან ჭრილობები პროფუზული (ძლიერი) სისხლდენით. არ უნდა გაგეფანტოთ ყურადღება. იფიქრეთ ტრავმირებულზე ერთ მთლიანობაში და არა მხოლოდ მის “ცუდად” მოტეხილ ფეხზე.

სისხლმა შესაძლოა დაგვავიწყოს სხვა უფრო სერიოზული დაზიანების არსებობა, როგორიცაა ტვინის ტრავმა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf