ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, კანდიდატებმა უნდა შეძლონ რაგბიში გადაუდებელი დახმარების პრინციპების გამოყენება ტრავმირებულ, შოკურ მდგომარეობში მყოფი მოთამაშისთვის.

  1. შოკის პრინციპების და განმარტებების გაგება, რაც ასევე მოიცავს არა-ჰემორაგიას და ჰემორაგიულ გამომწვევ მიზეზებს
  2. შოკურ მდგომარებაში მყოფი მოთამაშის ამოცნობის უნარების და ცოდნის განვითარება
  3. ტრავმირებული მოთამაშის დაზიანებული ორგანოებისა და ადგილების გაგება, რამაც შეიძლება ჰემორაგიული შოკი გამოიწვიოს
  4. შოკურ მდგომარეობაში მოთამაშის მართვისთვის, უნარებისა და ცოდნის განვითარება
  5. შოკური მოთამაშის ხელახლა შემოწმების მნიშვნელობას გაგება, ნებისმიერი ჩარევის შემდეგ

შესავალი

სერიოზულად დაზიანებული ან დაავადებული მოთამაშის მკურნალობა მოითხოვს, უსაფრთხო გარემოში სწრაფ შეფასებასა და ადეკვატურ ზრუნვას სიცოცხლის ან კიდურის გადარჩენისთვის. 

მოთამაშის ცირკულაციის სტატუსის შეფასება, ფორმირდება პირველად დათვალიერებაში და ხორციელდება მას შემდეგ, როცა ტრავმირებულ/დაავადებულ მოთამაშესთან მისვლა უსაფრთხოა; მოწმდება აქვთ თუ არა სასუნთქი გზები ღია და სუნთქავენ თუ არა. ამ შემთხვევაში მიმდინარეობის გამონაკლისია, თუ ტრავმირებულ მოთამაშეს აქვს კატასტროფული გარე სისხლდენა. ამ შემთხვევაში სასუნთქი გზების შეფასების დაწყებამდე, სისხლდენის წყაროზე უნდა მოხდეს კომპრესია, მაგ: საფენით ჭრილობაზე.

ამ თავის საწყის ეტაპზემ მოხდება შოკის განმარტება, შოკის გამომწვევი მნიშვნელოვანი მიზეზების გამოკვეთა, ორივე ჰემორაგიული და არა-ჰემორაგიული განხილვა და სტრატეგიული შეფასების განვითარება, რაც ასევე მოიცავს პოტენციური გამომწვევი მიზეზების ამოცნობას, სანამ დაიწყება საწყისი მკურნალობა.

შოკი

შოკის განმარტება არის, ორგანოსა და ქსოვილის შეუსაბამო პერფუზია. ეს მარტივად ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი შესაბამისი სითხე ცირკულაციის სისტემაში, რათა მოხდეს ჟანგბადისა და ნუტრიციების გადატანა ქსოვილებში და მოტებოლიზმის ნარჩენი პროდუქტების მოშორება. მნიშვნლოვანი ასპექტია, განვსაზღვროთ გამომწვევი მიზეზები და ვუმკურნალოთ მიზეზს.

არა-ჰემორაგიული : უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენ მაშინვე ვფიქრობთ ჰემორაგიულ შოკზე, როგორც მთავარ გამომწვევ მიზეზზე, მაგრამ მნიშვნელოვანია განვიხილოთ არა-ჰემორაგიული მიზეზებიც. ამას მოიცავს:

  • კარდიოგენური : როცა გულის უკმარისობაა ან გული ჩერდება, რომ წარმოქმნას ადეკვატური წარმოება. მაგ: გულის შეტევა.
  • პნევმოტორაქსის დაძაბვა : როცა ფილტვის ღრუში წარმოქმნილი წნევა იწვევს, გულის არტერიაზე ზემო და ქვემო დაწოლას, რაც ზღუდავს ვენური სისხლის დაბრუნებას გულში. ამის შედეგია, არასაკმარისი გულის წარმოება და თუ, არ გამოსწორდა ეს გამოიწვევს PEA (Pulseless Electrical Activity/უპოლსო ელექტრულ აქტივობას) გულის შეტევას.
  • ნეუროლოგიური : ეს ხდება, მაშინ როცა ზიანდება მაღალი ტორაკალური და ხერხემლის ტვინი, პერიფერიებში სიმპათიკური მარაგის დაკარგვით, რისი შედეგიცაა ვაზოდილატაცია. ეს იწვევს, ცირკულაციის მოცულობის გადანაწილებას პერიფერიებზე და გულში ვენური დაბრუნების მნიშვნელოვან შემცირებას.
  • სეპტიკური : ინფექციაზე გადამეტებული ანთებითი პასუხი, რისი შედეგიცაა პერიფერიული ვაზოდილატაცია და ცენტრალური ცირკულაციის შემცირება.
  • ანაფილაქტური : ალერგენზე გადამეტებული ანთებით პასუხი, რაც იწვევს პერიფერიული ვაზოდილატაცია და კაპილარული მემბრანებიდან ხდება გაჟონვა, რისი შედეგიცაა რბილი ქსოვილების შეშუპება და ცენტრალური ცირკულაციის მნიშვნელოვანი შემცირება.

ჰემორაგიული შოკი არის, ცირკულაციის მოცულობის დაკარგვა და თუ, არ მოხდა მისი მართვა, ის გამოიწვევს ორგანოს გაჩერებას. შოკის ამოცნობისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ცადოთ და ამოიცნოთ წყარო და თუ, შესაძლებელია შეაჩოროთ ან შეამციროთ მაინც სისხლის დაკარგვა.

შოკის ამოცნობა

შოკური მდგომარების მოთამაშის ამოცნობისთვის, სისტემური მიდგომაა საჭირო. ეს იწყება ტრავმირებული მოთამაშის ზოგადი დაკვირვება, კერძოდ მათი ფერის შემოწმება : კარგად პერფუზირებული არიან ისინი ან ფერმკრთალები არიან ვაზოკონსტრიქციის გამო, რადგან სხეული ცდილობს სისხლის დარჩენილი სისხლი მიაწოდოს გულს. სტანდარტული მიდგომა SABCDE უნდა იყოს გამოყენებული სუნთქვის სიხშირეზე, პულსის სიხშირეზე, სისხლის წნევასა და გონზე ტოფნის დონეზე ყურადღების გამახვილებით.

ნორმალური ცირკულაციის მოცულობა არის სხეულის წონის 7% - 70მლ ერთ კილოგრამზე. პაციენტი, რომელიც განიცდის ჰემორაგიას, გამოავლენს ფიზიოლოგიურ შოკურ რეაქციებს, სისხლის დაკარგვის განსხვავებულ დონეზე. ეს შეიძლება შეჯამდეს ქვემოთ ცხრილში:

მოთამაშის ცირკულაციის შეფასებისას უმნიშვნელოვანესია, მხედველობაში მიიღოთ მოთამაშის ფიზიკური მდგომარეობა, რადგან დასვენებული გულის ცემის სიხშირე, უნდა იყოს დაახლოებით 50 დარტყმა წუთში. ამრიგად, ჩველებრივ პარამეტრებს, რომლებიც გამოიყენება ზოგადი მოსახლეობისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, დასვენებული მოთამაშის გულის ცემის სიხშირე 50 დარტყმა წუთში არის ტაქიკარდია, თუ გულის დარტყმის სიხშირე 85 დარტყმაა წუთში. თანაბრად, მოთანაშეს სავარაუდოდ უნდა ჰქონდეს კარდიალური რეზერვი და ამრიგად, შოკის ნიშნებს აჩვენებს მხოლოდ გვიან სტადიაზე, მნიშვნელოვანი სისხლის დაკარგვითა ან გადანაწილებით.

შოკის მართვა

ზემოთ აღწერილი სისტემატური მიდგომისას, ამოცნობილი პრობლემები უნდა იმკურნალოს რიგის მიხედვით, ანუ სასუნთქ გზების პრობლემა სუნთქვის პრობლემამდე, სუნთქვის ცირკულაციის პრობლემამდე. გამონაკლისია კატასტროფული ჰემორაგია, როგორც აღწერილია შესავალში.

მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია ჰემორაგიის ამოცნობა, ფიზილოგიურო პარამეტრების ცვლილებიდან. თუ, სისხლდენა გარეგანია, მაშინ სუფთა საფენით უნდა შესრულდეს პირდაპირი კომპრესია და თუ, შესაძლებელია სისხლდენის ადგილის აწევა. თუ, უფრო მძიმე და უკონტროლო ჰემორაგიაა, მაშინ არაპირდაპირი კომპრესია უნდა იყოს გამოყენებული.

შიდა ჰემორაგიისას შემდეგი 5 ადგილი უნდა შემოწმდეს, რათა ამოვიცნოთ სისხლდენის ადგილი/ორგანო. ამას მოიცავს გულ-მკერდი, მუცლის ღრუ, რეტროპერიტონეუმი, მენჯი და დიდი ძვლები.

გულ-მკერდის შემოწმება განხილულია, სუნთქვისა და გულ-მკერდის ტრავმის თავს.

მუცლის ღურის და მენჯის შეფასება

მუცლის ღური შეფასება საჭიროებს, მუცლის ღრუის ორგოანების განხილვისა, რაც ასევე მოიცავს კუჭ-ნაწლავს. მუცლის ღრუ უნდა შეფასებდეს მთავარი ორგანოების განხილვასთან ერთად, რომლებიც სპორტული შეჯახების შემდეგ ნაპოვნია დაზიანებულად. სისტემურად კითხეთ მოთამაშეს ტკივილის ადგილსამყოფელი დათვალიერების დროს, პალპაცია არის მიზანშეწონილი.

ღვიძლის დაზიანება : ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა მეოთხედში. მოთამაშეს, შეიძლება ასევე აღნიშნოს, რომ ტკივილს აღიქვამენ მარჯვენა მხრის ნაწილში. ღვიძლის ტრავმა ხშირად გამოწვეულია ნეკნის მოტეხილობით, მაგრამ შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს პირდაპირი ბლაგვი ტრავმით. შეიძლება იყოს შოკის კლინიკური ფაქტი და შესაძლო დაცულობა სისხლისგან, რომელიც აღიზიანებს პერიტონეუმს.

ელენთის დაზიანება : ტკივილი ლოკალიზებული მუცლის ღრუს მარცხენა ზედა მეოთხედში. მოთამაშეს, შეიძლება ასევე აღნიშნოს, რომ ტკივილს აღიქვამენ მარცხენა მხრის ნაწილში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლით დიაფრაგმის გაღიზიანებით ან დიაფრაგმის გაწყვეტით. ელენთის ტრავმა ხშირად გამოწვეულია ნეკნის მოტეხილობით, მაგრამ შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს პირდაპირი ბლაგვი ტრავმით. შეიძლება იყოს შოკის კლინიკური ფაქტი და შესაძლო დაცულობა სისხლისგან, რომელიც აღიზიანებს პერიტონეუმს. მიუხედავად იმისა, რომ ელენთა შეფუთულია სქელი გარსით, ტრავმის შემდეგ ეს იწვევს მის გვიანდელ გაწყვეტას, ზოგჯერ 4-6 საათის შემდეგ. პრაქტიკოსი უნდა იყოს ინფომირებული ამის შესახებ და დააკვირდეს მოთამაშეს ამ პერიოდის განმაბლობაში მაინც და მოითხოვოს მოწინავე სამედიცინო დახმარება, თუ არსებობს რაიმე მიუთითებს ელენტის გაწყვეტაზე.

რენალური დაზიანება : მკურნალობა უნდა შესრულდეს, როცა მოწმდება მუცლის ღრუ და ასევე მოწმდება რეტროპერიტონეუმი თირკმელი პალპაციით. მნიშვნელოვანი რენალური ტრავმების შემთხვევაში, მუცლის ღრუ შეიძლება შემჩნეული იყოს რბილად და სუსტად. რენალური კუთხის ტკივილის პალპაცია ტრავმის შემდეგ, ამართლებს გამოკვლევას რენალური ტრავმის. აშკარა, ჰემატურიის არსებობა იქნება დამატებითი ნიშანი შემოწმებისთვის.

მენჯის ტრავმა : შედარებით არახშირია მენჯის მოტეხილობა, მაგრამ ესეთი შემთხვევები ცნობილია. ასეთი ტრავმისას, მოთამაშეს აღენიშნება ტკივილი მოტეხილობის ადგილას ან საზარდულში. შეიძლება დამოკლდეს ერთი ფეხი მეორესთან შედარებით და აღინიშნებოდეს ჭრიალი.

შესაძლოა იყოს სისხლდენა შარდსადენიდან ან სწორი ნაწლავიდან. თუ, მოთამაშე შოკშია და აღენიშნება ტკივილი მენჯის ნაწილში, უნდა ივარაუდებოდეს, რომ არსებობს მენჯის ტრავმა და მენჯის პალპაცია არ უნდა შესრულდეს. თუ, ეს არ არის აშკარა, შემოწმება უნდა შესრულდეს კომპრესიით, მხოლოდ წინა-ზედა თეძოს პირდაპირი დაჭერით და გარე დაწოლა აყენებს მენჯის მოცულობის გახსნას რისკის ქვეშ. თუ, ეჭვია მენჯის ტრავმის ჰემორაგიასთან ერთად, მაშინ მენჯი შეიკრას კომერციული ხელსაწყოთი, მაგალითად Sam sling ან T-pod. თუ, ესენი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ ზეწარი ან საბანი შეიძლება იყოს გამოყენებული, რათა შემოეხვიეს და დაიბას მენჯის ირგვლივ. ნებისმიერი ზემოთ მოყვანილის გამოყენებისას, უმნიშვნელოვანესია, რომ მენჯზე გამოყენებული წნევა იყოს ბორცვთაშუა ხაზზე და არა ზემოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მენჯის მოცულობა არის შემცირებული და არა გახსნილი. მოთამაშს ფეხების ერთად დაბმაც, შეიძლება იყოს სასარგებლო. ქვედა ნევროვასკულარული შემოწმებაც, უნდა მოხდეს დამაგრაბამდე და შემდეგაც.

 

დიდი ძვლის მოტეხელობა

დიდი ძვლის მოტეხილობას აქვს პოტენციალი, დიდი მოცულობის სისხლის მშნივნელოვანი ჰემორაგიის. მაგალითად, ბარძაყის ძვალში ჩადის დაახლოებით 1.5 ლიტრი. გასწორება და დამაგრება ასეთი მოტეხილობების არის, შეჩერების მთავარი კონტროლი, შემდგომი ჰემორაგიისგან.

მნიშვნელოვანია, ტრავმირებული მოთამაშეს, ვინც დაკარგა სხივური პულსი, შეუმოწმდეს ცენტრალური პულსი. მაგალითად საძილე პულსი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს არ გადაიზრდება გულის შეტევაში. თუ, ესეთი შემთხვევა მოხდება, გულ-ფილტვის რეანიმაცია უნდა შესრულდეს დაოყოვნებლივ.

ყველა ტრავმირებული ან დაავადებული მოთამაშისთვის, რეგულარული შემოწმება ფუნდამენტალურია. ეს უნდა მოხდეს, ყველაზე ნაკლებ 5 წუთში ან ყოველი ჩარევისას ან ნიშნის გაურესებისას.

შეჯამება

მოთამაშის სერიოზული ტრავმის ან დაავადების შეფასება და მკურნალობა, მოითხოვს ტრავმის ან დაავადების სწრაფ შეფასებასა და დაწყებას შესაბამისი სიცოცხლის ან კიდურის გადარჩენაზე ზრუნვას დაცულ გარემოში. მოთამაშის ცირკულაცის სტატუს შეფასება პირველადი დათვალიერების ნაწილი. უმნიშვნელოვანესია, სისტემატური მიდგომისას ამოიცნოთ შოკის საწყისი ნიშნები და თუ ჰემორაგიაა, სცადეთ სისლხდენის შეჩერება ან შენელება, იმ დროს, როცა მოთამაშის გადაყვანა ხდება შესაბამის გადაუდებელი დამხარების დეპარტამენტში, უფრო სიღრმისეული მკურნალობისთვის.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • შოკის განსაღვრა და მიზეზები, რომელიც მოიცავს არა-ჰემორაგიულ და ჰემორაგიულ მიზეზებს.
  • შოკურ მდგომარეობაში მყოფი მოთამაშის ამოცნობა
  • ჰემორაგიული შოკის პოტენციური მიზეზები
  • შოკურ მდგომარეობაში მყოფი მოთამაშის მართვა
  • შოკურ მდგომარეობაში მყოფი მოთამაშის ხელახალი შეფასება, ყოველი ჩარევის შემდეგ

თავის ტრავმა და ტვინის შერყევა

შესავალი

თავის ტრავმა მართვა სპორტული კონტექსტში, შეიძლება გაიყოს 2 ფართო კატეგორიად და ესენი იქნება განხილული განცალკევებით.

  1. მცირე, საშუალო და მძირე თავის (ტვინის ტრავმა) ტრავმა, რომელიც მოითხოვს სათამაშო მოედნიდან დაუყოვნებლივ გამოხსნას.
  2. ტვინის შერყევის ტრავმა. ეს არ არის ადვილად განსაღვრადი გლაზგოს კომას შკალის გამოყენებით (გკშ), რადგან განმარტებით, ტვინის შერყევის მქონე მოთამაშე მოსალოდნელია, რომ დაუბრუნდება გლაზგო კომა შკალა 15-ს თვითნებურად და სწრაფად ტრავმის მიღების მომენტის შემდეგ, მაგრამ ფართოდ მიიჩნევა როგორც სუსტი თავის ტრავმა და უფრო სუსტი მცირე ჯგუფში. მოედნის მართვის პრობლემები ძირითადად არის, ღირს თუ არა მოთამაშეზე ტვინის შერყევის ეჭვის შეტანა და მისი გამოყვანა სათამაშო მოედნიდან, მომდევნო დეტალური შეფასების და შემდგომი გადამოწმება.

კლასიფიკაცია

თავის ტრავმა შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც მცირე, საშუალო და მძიმრე, როგორც ჩამოთვლილია:

სუსტი - გკშ 13-დან 15-მდე

საშუალო - გკშ 9-დან 12-მდე

მძიმე - გკშ 3-დან 8-მდე

ზემოთ მოყვანილი სისტემა ეყრდნობა გლაზგოს კომას შკალის გამოყენებას. თუმცა სპორტულ კონტექსტში ამ კლასიფიკაციას ლიმიტირებული შესაბამისობა, თუ მონაწილის გკშ არ არის 15, მისი სათამაშო მოედნიდან დაუყოვნებლივი გამოყვანა და უახლოეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა არის სავალდებულო, თუ არ აღინიშნება გაუმჯობოსება.

კლინიკური პრიორიტეტები

ტრავმის მიღების მომენტში, ტვინზე გადაცემული ენერგია იწვევს ტვინის ქსოვილების დანგრევას, რაც მოიცავს აქსონურ სიკვდილს; ეს ცნობილია, როგორც ტვინის პირველად ტრავმა და არ შეიძლება მისი შეცვლა მედიცინური მკურნალობით.

სამედიცინო მკურნალობა არის მიზნობრივი, რათა მოხდეს მეორადი ტვინის ტრავმის პრევენცია, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, დაკავშირებულია ტვინში ჟანგბადისა და გლუკოზით გამდიდრებული სისხლის მიწოდების უკმარისობასთან და ნარჩენი პროდუქტების გამოყოფასთან (მაგ: CO2)

თავის ტრავმის მქონე პაციენტის საწყისი მართვა არის მიზნობრივი დარწმუნდეთ, რომ პაციენტის სასუნთქი გზები აქვს ღია, ადეკვატურად მიეწოდება ჟანგბადი და შენარჩუნებულია საკმარისი სისხლის წნევა, ტვინის პერფუზიისთვის.

ასევე აღიარებულია, რომ იმ პაციენტებს, ვისაც უვითარდება სისხლ-ჩაქცევითი დაზიანება (სისხლის დაგროვება ტვინთან ან ტვინის გარშემო), ამ მასის დროული ამოღება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კვლევები ავლენს, რომ იმ პაციენტებს, ვისაც უვითარდება სისხლ-ჩაქცევა და ვისაც, უტარდება ნეიროქირურგიული ოპერაცია ტრავმის მიღების მომენტიდან 4 საათის გასვლამდე, აღენიშნებათ შედეგების გაუმჯობესება, ვიდრე იმათ, ვისაც ოპერაცია უტარდება 4 საათის გასვლის შემდეგ.

ამრიგად, თავის ტრავმა არის სამედიცინოდ გადაუდებელი, რომელაც სჭირდება მოედნიდან სწრაფი გამოყვანის ძალისხმევაზე ფოკუსირება, ხერხემლის კისრის ნაწილის ფაქიზი იმობილიზაცია, ჟანგბადის მიწოდება და ადეკვატური სისხლის წნევის მხარდაჭერა.

საწყისი შეფასება

საწყისი შეფასება რჩება და არის SABCDE. ყველა პაციენტს, ვისაც აქვს თავის ტრავმა და გკშ 15-ზე ნაკლები უნდა ჰქონდეთ ხერხემლის კისრის ნაწილის სრული იმობილიზაცია.

სწრაფად გაიარეთ ABC კომპონენტები, როგორც აღწერილია პირველად დათვალიერების ინსტრუქციაში, D ან ნევროლოგიუტი შეფასება, უნდა მოხდეს AVPU-ს გამოყენებით.

  • A - ყურადღების დონე
  • V - ხმაზე რეაგირების დონე
  • P - ტკივილის გამღიზიანებელზე რეაგირების დონე
  • U - ურეაქცოობის დონე

შენიშვნა: როცა აფასებთ A-ს ყურადღებას, მონაწილეს უნდა შეეძლია ორიენტირება დროში, სივრცესა და ადამიანებში. თუ, ამას ვერ ავლენს, შეაფასეთ V რათა შეამოწმოთ ხმაზე რეაგირება. თვალის გუგების შეფასება, ჩვეულებრივ არ გამოიყენება მოედანზე.

საწყისი მართვა

არ არსებობს სპეციფიკური თერაპია, რომელიც შეიძლება შეადგენდეს თავის ტრამვის მართვას, სანამ მოთამაშე მოედანზე იმყოფება, გარდა ადრიანი ჟანდგაბის მიწოდება, მოედნიდან მოთამაშის გაყვანის მცდელობაზე კონცეტრირებასთან ერთად, უახლოეს გადაუდებელ დამხარების დეპარტამენტში, რაც შეიძლება სწარაფად.

უნდა მოხდეს ჩამთვლილი პრინციპების ერთგულად გამოყენება

ყველა მონაწილეს, ვისაც აქვს თავის ტრავმა, აქვს AVPU-დან V ან ნაკლები, უნდა იყვნენ გამოყვანილნი მოედნიდან სწრაფად, ხერხემლის იმობილიზაციასთან ერთად, როცა ეს არის უსაფრთხო და გადაყვანილი უნდა იყვნენ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, რაც შეიძლება სწრაფად, თუ არ აღენიშნება ნიშნების აღდგენა.

ფაქიზი ყურადღება უნდა იყოს გამოყენებული ABC-ისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ჟანგბადით გამდიდრებული უჯრედების ადეკვატური რაოდენობა მიეწოდება ტვინს. ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდება უნდა მოხდეს ყველა შემთხვევაში. საგულდაგულო  ხერხემლის კისრის ნაწილის იმობილიზაცია, უნდა შესრულდეს ყველა შემთხვევაში.

თუ, შეუძლებელია მონაწილის დაუყოვნებლივი გადაყვანა უახლოეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, მაშინ მოთამაშე გადაყვანილი უნდა იყოს თბილ, კარგად განათბულ სამედიცინო ოთახში მომდევნო შეფასებისთვის და დაელოდოთ გადაყვანას, სადაც შესაძლებელია.

შეფასება სამედიცინო ოთახში

სამედიცინო ოთახში გადატვანის შემდეგ, მოთამაშე ხელახლა უნდა იყოს შეფასებული და შედეგიდან გამომდინარე მართული.

სამედიცინო ოთაშხში განსაკუთრებით ქმედითუნარიანობასთან(D) დაკავშირებული შეფასება, სრულდება გკშ გამოყენებით, რათა მიიღოთ გკშ-ის ქულები (იხილეთ ქვემოთ).

დამატებით, თვალის გუგების ზომის და რეაქციის შეფასება უნდა მოხდეს გვერდებიდან მიტანილი კაშკაშა სინათლით. უნდა ჩაინიშნოთ გუგების ზომა და რეაქცია. ეს ინფორმაცია უნდა გადაეცეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის პერსონალს.

გკშ არის დამტკიცებული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა პაციენტის გონებაზე ყოფნის დონის შეფასებასა და მონაცემების ჩანიშვნას, მაღალი ინტრაოპერაციული და დროებითი სანდოობით, როცა გამოყენებულია სათანადოდ. მას აქვს სამი კომპონენტი: ვერბალური პასუხი, თვალის გახელა და მოტორული პასუხი.

საუკეთესო თვალის გახელა

4 - თვალის გახელა თვითნებურად

3 - თვალს ახელს ლაპარაკზე

2 - თვალს ახელს ტკივილის გამომწვევაზე

1 - თვალს არ ახელს

საუკეთესო ხმოვანი პასუხი

5 - ყურადღება (ორიენტირდება დროში, სივრცესა და ადამიანებში)

4 - დაბნეულია (პაციენტი პასუხობს შესაბამისად, მაგრამ არსებობს გარკვეული დიზორიენტაცია)

3 - შეუსაბამო სიტყვები

2 - გაუგებარი ხმები

1 - არ არის ვერბალური პასუხი

საუკეთესო მოტორული პასუხი

6 - ემორჩილება ბრძანებებს

5 - მიუთითებს ტკივილის გამომწვევებზე (გამოყენებული უნდა იყოს გამოყენებული ზედა ლავიწის ზეწოლა და ხელი უნდა მოთავსდეს ლავიწის ზემოთ)

4 - ტკივილის გამომწვევებზე თავის შეკავება

3 - ტკივილის გამომწვევებზე არანორმალური ფლექსია

2 - ტკივილის გამომწვევზე გაშლა

1 - ტკივილის გამომწვევებზე არანირი მოტორული რეაქცია

პრაქტიკული პუნქტები

საუკეთესი პასუხო ყოველთვის ჩანიშნული უნდა იყოს. ამრიგად, თუ შეუსაბამოებები არის მხარეებს შორის, ჩაინიშნეთ საუკეთესო მხარე.

ჯამში 15 ქულაზე ნაკლები, ყოველთვის უნდა იყოს ჩანიშნული, 3 კომპონენტის ქულებთან ერთად - თვალის, ვერბალური და მოტორული. ეს ქულები ყოველთვის უნდა გადაეცეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.

გკშ-ში ჯამში ერთი ქულის სხვაობა არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. ერთ ქულაზე მეტი სხვაობა არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, რაც მიუთითებს ან გაუარესებაზე ან გაუმჯობოსებაზე.

NB-ის კარგად შესრულები კვლევაში კარგად არის ნაჩვენები, რომ ჯანდაცვის სპეციალისტები, ვინც იყენებს გკშ-ს ყოველდღიური მუშაობის დროს არიან უუნარონი ამის ფრთხილად გამოყენებაში, დამხმარე ჩანიშნების გარეშე (without aide memoir). კანდიდატები, ამრიგად არიან ინფორმირებულნი დარწმუნდნენ, რომ არიან გაცნობილი გკშ-სთან და სამედიცინო ოთახში, მათ ხელი მიუწვდებათ დამხარე ჩასანიშნებთან (aide memoir).

შეჯამება

მნიშვნელოვანი თავის ტრავმა სპორტულ კონტექსტში, მიუთითებს სამედიცინო გადაუდებელ დახმარებაზე.

ძალისხმება ფოკუსირებული უნდა იყოს შემდეგ მნიშვნელოვანი პუნქტების საფეხურებზე:

  1. საგულდაგულო  ხერხემლის კისრის ნაწილის იმობილიზაცია
  2. ადრინდელი ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდება
  3. ყურადღების გამახვილება სასუნთქ გზებზე, სუნთქვასა და ცირკულაციაზე
  4. სასწრაფო მოედნიდან გამოყვანა და უახლოეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, თუ არ არის გაუმჯობესება

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf