ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

პირველადი დათვალიერება

ტრავმირებულ ან კრიტიკულად დაავადებულ მოთამაშეების შეფასება და მკურნალობა უნდა   მოხდეს, პრიორიტეტულად მათ  ტრავმაზე, სასიცოცხლო ნიშნებსა და ტრავმის მიღების მექანიზმიდზე დაყრდნობით. მოთამაშის სასიცოცხლო ნიშნების შეფასება უნდა მოხდეს სწრაფად და ეფექტურად, რომელიც შედგება პირველადი სწრაფი დათვალიერებისგან, რომელიც მოიცავს იდენტიფიცირებული პრობლემის რეანიმაციას და სწრაფ ხელახალ დათვალიერებას.

პროცესი შედგება ABCDE-ს გადაუდებელი დახმარებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განსაზვრით, რომელიც მიყვება შემდეგ მიმდევრობას:

  1. კატასტროფული სისხლდენის მართვა
  2. სასუნთქი გზების გახსნილობის შენარჩუნება, C ხერხემლის დაცვასთან ერთად
  3. სუნთქვა, ადეკვატური ჰაერის მოძრაობით
  4. ცირკულაცია, ჰემორიგიის კონტროლით
  5. ქმედუუნარობა: ნეუროლოგიური სტატუსი
  6. გავლენა და გარემოს კონტროლი

პირველადი დათვალიერებისას  სიცოცხლისთვის საშიში გარემოებების განისაზღვროს და მართვა უნდა დაიწყოს ერთსა და იმავე დროს. შეფასების საფეხურები მოცემულია მიმდევრობით, რაც აჩვენებს მათ მნიშვნელობას, მაგალითად სუნთქვის პრობლემები უნდა იმართოს იქამდე, სანამ გადახვალთ ცირკულაციის პრობლემაზე. თუ, ადგილზე იმყოფება რამდენიმე ადამიანი, მაშინ ეს საფეხურები ხშირად სრულდება ერთდროულად.

კატასტროფული ჰემოროგიის კონტროლი

უიშვიათეს შემთხვევებში, როდესაც მოთამაშეს აქვს კატასტროული ჰემორაგია, საფენის დადება განხილული უნდა იყოს, როგორც სისხლდენის შეჩერების მცდელობა, სანამ გადახვალთ მოთამაშის სუნთქვის შეფასებსა და შენარჩუნებაზე.

სასუნთქი გზების შენარჩუნება, C ხერხემლის დაცვასთან ერთად

მოთამის საეჭვო ტრავმისას, თუ, არსებობს რაიმე ალბათობა ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანებისა,  კისერი უნდა გაკონტროლდეს მანუალური სწორხაზოვანი იმობილიზაციით (Manual in-line immobilization), როგორც საწყისი მიდგომა. სასუნთქი გზების შეფასება იწყება, მოთამაშის სუფთა ვერბალური ასუხის გაცემის შესაძლებლობიდან გამომდინარე, როცა გავცემთ ხმოვან ბრძანებებს. ეს გამსაზღვრელია, რომ მათ აქვთ ღია სასუნთქი გზები, სუნთქავენ და საკმარისი სისხლის წნევა აქვთ, ტვინის ადეკვატური მომარაგება. ხმის ხარისხის მოსმენამ, შესაძლოა მოგვცეს სასუნთქი გზების სტატუსის შესახებ ინფორმაცია და მინიშნება ნებისმიერი მოახლოებული სიმპტომებისა.

თუ, არსებობს რაიმე სახის ეჭვი მოთამაშის სასუნთქ გზებზე, შეფასება და მართვა უნდა განხორციელდეს გამოკვეთლი პრინციპების მიხედვით, რომელიც მოცემულია ამ სასუნთქი გზების თავის ტექსტში.

უმნიშვნელოვანესია, სასუნთქი გზების მდგომარეობაზე ადრინდელი შეთანხმება და მართვა, ჰიპოქსიისა და ჰიპერკაპნისის შანსის შემცირების შესაბამისად.

სუნთქვა, ადეკვატური ჰაერის მოძრაობით

შემდეგი პრიორიტეტია მოთამაშის სუნთქვის შეფასება. მნიშვნელოვანია, გაირკვეს რესპირატორული სიხშირე და შემოწმდეს გულმკერდის კედლის თანაბარი გაფართოება. გულმკერდის ზედაპირული პალპაციისას, გამოვლინდა ჭრიალი რაიმე ადგილი ან სირბილე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოთამაშე მიიღებს სიცოცხლისთვის დაოყვნებლივ საშიშ ტრავმას მოედანზე, მაგრამ თუ, რესპირატორული აშლილობა არის აღმოჩენილი, შემდგომი შეფასებაა საჭირო.

სუთქვის უფრო დეტალური შემოწმება, ჩვეულებრივ ხდება სამედიცინო ოთახში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში, სადაც ხდება გულმკერდის, რესპირატორული სიხშირის, გაფართოების, პერკუსიის დათვალიერება და აუსკულტაციის, ტრაქეას გადახრისა და ციანოზის შემოწმება.

სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები უნდა განისაზღვროს და შესაბამისი გადაუდებელი დახმარება უნდა გაეწიოს მოთამაშეს, თუ გადამზადებული ან შესაბამისი დამხმარე გამოძახებულია ან მოთამაშე გადაყვანილია უახლოეს ხელსაყრელ ადგილას, რათა გამოსწორდეს მეორადი დახმარების შესაძლებლობები. ყველა მოთამაშეს, ვისაც აქვს კრიტიკული ტრავმა ან ავადმყოფობა უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ჟანგბადით, არა-ხელახალ-ჩასუნთქვადი (ტრავმა) ნიღბით, მაღალი ჟანგბადის ნაკადით, სანამ  საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ცირკულაცია, ჰემორიგიის კონტროლით

შემდეგი პრიორიტეტია, შემოწმდეს მოთამაშის ცირკულაციის სტატუსი. შეფასება მოიცავს:

  • პულსი - რადიალური პულსის არსებობა
  • პულსი - სიხშირე, სიმძლავრე და ხასიათი
  • მოთამაშის ფერი - ფერმკრთალობის აღნიშვნა
  • მენტალური სტატუსი - გონზე ყოფნის დონე და მღელვარება
  • გარე-სისხლდენის მტკიცებულება
  • შიდა-სისხლდენის მტკიცებულება

რადიალური პულსის არსებობა მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ ორგანოები მარაგბებიან სისხლით. ეს        გამოიყენება, როგორც GUIDE დონე 3-ის გამწევებისთვის, რათა მოხდეს  თუ არაა ინტრავენური სითხის შეყვანა მოთამაშისთვის, რომელმაც მიიღო ბლაგვი გულმკერდის ან მუცლის ტრავმა. ამის შესახებ დამატებიტი ინფორმაციის პოვნა, შეიძლება ცირკულაციის თავში.

გარე-ჰემაროგიის არსებობა, უნდა იმართოს ჭრილობაზე პირდაპირი ზეწოლითა და საფენის დადებით, სისხლდის შესამცირებლად. თუ, მოთამაშეს აქვს შოკის კლინიკური მტკიცებულება, მნიშვნელოვანია ყველა მთავარი დაფარული სისხლდემა იყოს შეფასებული, კერძოდ მკერდის, მუცლის, რეტროპერიტონეალური, მენჯისა და ლულოვანი ძვლების.

ქმედუუნარობა : ნეუროლოგიური სტატუსი

მოთამაშის ნევროლოგიური სტატუსის მოედნის საბაზისო დაკვირვება, მოიცავს სისტემა AVPU-ს გამოყენებას:

  • A - ყურადღება
  • V - ხმაზე რეაგირება
  • P - რეაგირებს ტკივილის გამღიზიანებელზე
  • U - ურეაქციო

თუ, არსებობს ეჭვი ზურგვის ტვინის ან თავის ტრავმის შესახებ, მოთამაშის პერიფერიული ნეუროლოგიური შემოწმება უნდა განხორციელდეს. ეს ასევე მოითხოვება, თუ განძრახული გაქვთ მოთამაშის C ხერხემლის მდგომარეობის გამოსწორება.

სამედიცინო ოთახში მოხვედრისას, უფრო დეტალური ნეუროლოგიური შემოწმება უნდა ჩატარდეს გლასგოს კომას შკალის (Glasgow Coma Scale/GCS) მეშვეობით. ეს უნდა განმეორდეს ხშირად და იყოს ჩაწერილი, ყველა ზემოთ ხსენებილი პირველად დათვალერებასთან ერთად, რათან განისაზღვროს მოთამაშის მდგომარეობის გამოსწორება ან გაუარესება.

დამატებით, უნდა მოხდეს მოთამაშის თვალების სწრაფი შემოწმება, არის თუ არა თვალის გუგები თანაბარი, დიდი ან პატარა და რეაგირებენ თუ არა ისინი სინათლეზე.

გავლენა და გარემოს კონტროლი

საწყისი შემოწმება მოედანზე, უნდა განხორციელდეს ლიმიტირებული საფრთხით და მოთამაშე უნდა იყოს დაცული გარემოსგან. როცა, პირველადი დათვალიერება განხორციელებულია, ნებისმიერი განსაზღვრული სიცოცხლისთვის საშიში პირდაპირი პრობლემა გადაჭრილია, განმეორებითი დათვალიერება მიუთითებს მდგომარეობის სტაბილურობას, მოთამაშე გადაყვანილი უნდა იყოს სამედიცინო ოთახში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში და გამოყენებული უნდა იყოს აუცილებლობით მოთხოვნილი პერსონალი და აღჭურვილობა.

როცა, მოთამაშე უფრო უსაფრთხო გარემოშია, საჭიროა ის ხელშეწყობილად ავლენდეს შემოწმების და შეფასების დროს, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა. ნუ გადადებთ მოთამაშის გადაყვნას საბოლოო შემოწმებისთვის. მკურნალობა უნდა განხორციელდეს უახლოესი შესაძლელობისთანავე, რათა პატივი სცეთ მათ ღირსებას და დაიცვათ ისინი ელემენტებისგან.

რეანიმაცია

სიცოცხლისთვის საშიში ტრავმის/დაავადების მართვა, როგორც ისინი განსაზღვრულები არიან, არის უმნიშვნელოვანესი მოთამაშის მდგომარების გაუმჯობესებისთვის. სასუნთქი გზების პრობლემის მკურნალობა  უნდა იყოს დაოყოვნებლივი  და გამოსწორებული, სანამ დაიწყებთ სუნთქვის შეფასებას. იგივენაირად, სუნთქვის პრობლემების მკურნალობა უნდა მოხდეს იქამდე, სანამ დაიწყებთ ცირკულაციის შეფასებას.

ყველა მოთამაშეს, ვისაც აწუხებს მნიშვნელოვანი დაავადება ან ტრავმა, უნდა მიეწოდებოდეს ჟანბადი, ადმინისტირირებული 10-15ლ/წთ, კარგად მორგებული არასასუნთქი ნიღბის მეშვეობით, შესაბამის სავსე რეზერვუარის ჩანთით.

ხელახალი დათვალიერება

სასიცოცხლო ნიშნებისა და ნეუროლოგიური სტატუსის მუდმივი მონიტორინგი უმნიშვნელოვანესია. მოთამაშეებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი დაავადება ან ტრავმა, გამუდმებით უნდა ხელახალი დათვალიერება, რათა დარწმუნდეთ რომ ახალი ნიშნები არ ჩანს და აღინიშნება გაუარესება. რადგან, სიცოცხლისთვის საშიში საწყისი მდგომარეობები მართულია, სხვა თანასწორი სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები და ნაკლებ ძლიერი პრობლემები შეიძლება გახდეს ცხადი.

მოთამაშის ხელახალი დათვალიერება უნდა განხორციელდეს, ნებისმიერის შემდეგ:

  • ჩარევა
  • გაუარესება
  • დაეჭვების მიზეზი
  • დაურწმუნებლობა

მეორადი დათვალიერება

მოთამაშე, ვისაც აქვს დროსთან დაკავშირებული კრიტიკული დაავადება ან ტრავმა, თუ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი ტრანსპორტი ჰოსპიტალში გადაყვანისთვის, ის არ უნდა დაყოვნდეს, რათა მოხდეს დადგენილი საავადმყოფოში გადაყვანამდე მეორადი დახმარების შეფასება.

მეორადი დათვალიერების პროცედურა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ როცა:

  • პირველადი დათვალიერება, შესაბამისი რეანიმაციით შესრულებულია
  • ABCDE არის ხელახლა შეფასებული
  • სასიცლო ნიშნები ნორმალიზებულია

სრული მეორადი დათვალიერება მოიცავს, ინციდენტის სრული ისტორიის, მოთამაშის წარსული სამედიცინო ისტორიის მოპოვებასა და სისტემატურ თავიდან ფეხის თითამდე შემოწმებას, რომელიც შექმნილია მოთამაშის ყველა ტრავმის გარკვევისთვის. ჩქარი, საავადმყოფოში გადაყვანამდე, თავიდან ფეხის თითამდე შემოწმება მოიცავს, მტკივნეული ადგილების, დეფორმაციის, ჰემოტომის პალპაციასა და მტკივებულებას სისხლის დაკარგვის, სისხლძარღვოვანი და ნეუროლოგიურ აშლილობის შესახებ.

მეორადი დათვალიერების ისტორია, საშუალებას იძლევა ტრავმის მიღების მექანიზმის, ნიშნებისა და სიპტომების დოკუმენტირებისთვის, მოთამაშის წარსული და ამჟამინდელი ისტორიის შესახებ დეტალების ცოდნას, ამჟამინდელი მედიკამენტების მიღებისა და ალერგიის შესახებ და ბოლოს როდის ჭამა ან დალია მოთამაშემ. ამის დამახსოვრებისთის სასარგებლოა:

  • S - ნიშნები და სიმპომები
  • A - ალერგია
  • M - მედიკამენტები
  • P - წარსული სამედიცინო ისტორია
  • L - ბოლო საჭმელი და სასმელი
  • E - ტრავმის/დაავადების მოვლენა და გარემო

ამ ინფორმაციის ჩანიშვნას გაუადვილებს სამედიცინო გუნდს, წინასწარი მომზადებული დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს მოთამაშის პერსონალურ დეტალებს, საკონტაქტო დეტალებს, რომელიც მოიცავს ახლო ნათესავს და AMP (ალერგია, მედიკამენტები, წარსული სამედიცინო ისტორია) ნაწილებს SAMPLE-დან, რომელიც უკვე შევსებულია, რაც შესაძლეობას იძლევა მხოლოდ დარჩენილი ნაწილების შესავსებად.

საბოლოო მკურნალობა

პირველადი და მეორადი დათვალიერების შესრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ მოთამაშის კლინიკური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, ამრიგად, ხელეხალი დათვალიერება მნიშვნელოვანია.

თანაბრად მნიშვნელოვანია საციცოხლო ნიშნების შეფასებია და დოკუმენტირებული, რაც შესაძლებლობას იძლევა მიმდინარეობები განსაზღვროთ. ეს ინფორმაცია, ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად (რაც, მოიცავს SAMPLE ისტორიას), მოთამაშეს უნდა ჰქონდე თან საავადმყოფიში გადაყვანისას.

ადილობრივი გადაუდებელიდ დახმარების დეპარტამენტის დაკვირვების ცხრილების დოკუმენტის ასლი, შეიძლება დაგეხმაროთ მოთამაშის მკურნალობის თანმიმდევრულობაში. დამათებით, შესაბამისი წერითი სამუშაოს გაგზავნის ღირებულება ისაა, რომ მიმღები გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის წინასწარ მოემზადება მოთამაშის მისაღებად, რაც შესაძლებლობას მისცემთ მოამზადოდ შესაბამისი პერსონალი და აღჭურვილობა.

 

კრიტიკული ტრავმის მქონე მოთამაშის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს, შესაბამისი კვალიფიციური სასწრაფი დახმარების გუნდის მიერ, რომლებსაც აქვთ დაოყოვნებლივი წვდომა შესაბამის აღჭურვილობასთან იმ შემთხვევისთვის, თუ მოთამაშის მდგომარეობა გაუარესდება. თუ, მოედანზე მყოფ სამედიცინო გუნდს შეუძლია სასწრაფო დახმარების ჯგუფის უნარების დამატება, შესაძლებელია მოთამაშის გადაყვანისას, მათი თანხლებით გამგზავრება და გზაში დახმარება აუცილებელი გახდეს.

დასამახსოვრებელ ATMIST-ს ფართოდ გამოყენებულია სასწრაფო დახმარების და საავადმყოფოში გადაყვამდე სამედიცინო გუნდის მიერ, რათა გადასცენ ტრავმირებული მოთამაშის კონტროლი. ეს იქნება შესაბამისი გამოყენება ტრავმირებული მოთამაშეებისთვის ორივე შემთხვევაში, როცა წინასწარი გაფრთხილება ხდება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში და როცა პირდაპირი შეხვედრით გადასცემ პაციენტს.

A- მოთამაშის ასაკი (ხშირად მოიცავს მოთამაშის სქესს)

T- ტრავმის მიღების დრო და მოსალოდნელი მისვლის დრო

M- ტრავმის მიღების მექანიზმი

I-  არსებული და საეჭვო ტრავმა

S- ნიშნები, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ პარამეტრებს

T- გაწეული და საჭირო მკურნალობა

შეჯამება

მოთამაშის სერიოზული ტრავმის ან დაავადების შეფასება და მკურნალობა, მოითხოვს ტრავმის ან დაავადების სწრაფ შეფასებასა და დაწყებას შესაბამისი სიცოცხლის ან კიდურის გადარჩენაზე ზრუნვას დაცულ გარემოში.

სისტემატური მიდგომების გამოყენება მოთხოვნილია, რათა დარწმუნდეთ, რომ ტრავმის ან დაავადების შედეგები არის განსაზღვრული და დამუშავებული სწორი მიმდინარეობით.

ეს შეფასება მოიცავს:

  • SAFE მისვლა
  • პირველად შეფასება
  • რეანიმაცია მოთხოვნის შესაბამისად
  • განმეორებითი შეფასება
  • მეორადი დათვალიერება
  • საბოლოო ზრუნვა

საწყისი მიდგომა არის უმნიშვნელოვანესი შესაბამისი შეფასებისთვისა და დაოყვნებლივი დახმარების გაწევისთვის, კრიტიკული ტრავმების ან დაავადების მქონე მოთამაშეებისთვის.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • სამედიცინო გუნდის უსაფრთხო მისვლა და შეფასება ტრავმირებულ/დაავადებულ მოთამაშესთან
  • პირველადი დათვალიერების პრინციპები ტრავმირებული/დაავადებული მოთამაშის შეფასებისას, ABCDE მიდგომის გამოყენება
  • სიცოცხლისთვის საშიში, როგორც განსაზღვრულია, ტრავმის/დაავადების სწრაფი მართვის მნიშვნელობა
  • სამედიცინო ისტორიისა და ტრავმის მიღების მექანიზმის ხელშეწყობა ტრავმის/დაავადები ამოცნობაში.
  • ტრავმირებული/დაავადებული მოთამაშის ხელახალი დათვალიერების მნიშვნელობა
  • მეორადი დათვალიერების როლის ცოდნა, როდის გამოიყენება ის და ზოგადად პროცესი
  • მოთამაშის გადაყვანისთვის სწორად მომზადება საბოლოო მკურნალობისთვის, შესაბამისი დოკუმენტაციითა და მიმღებ საავადმყოფოსთან კომუნიკაციით.

ბიბლიოგრაფია

ვებ-გვერდები


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf