ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თავი 3 -  თავის ტრავმები რაგბიში

ამ თავის მიზნები

  1. ტვინის შერყევის როგორც მნიშვნელოვანი ტრავმის გამოკვეთა.
  2. თავის მძიმე ტრავმების ნიშნების ამოცნობა.
  3. თავისა და ზურგის ტვინის ტრავმებს შორის კავშირის გათვალისწინება.
  4. თავის ტვინის დაზიანების მართვის პრიორიტეტად ღია სასუნთქი გზების უზრუნველყოფისა და კისრის დაცვის გათვალისწინება.

 

შესავალი

მსოფლიო რაგბის ცალკე მოდული აქვს ტვინის შერყევის მართვის შესახებ, სადაც ბევრად უფრო დაწვრილებითაა გადმოცემული ტვინის შერყევის მართვა.


ტვინის შერყევა ყველაზე ხშირად რაგბიში გვხვდება, მაგრამ თავის  სერიოზული დაზიანებები უკიდურესად იშვიათია. თუმცა, საწყის ეტაპებზე არის მცირე სხვაობა იმაში, თუ როგორ ზემოქმედებს მოთამაშეზე ტვინის შერყევა ან მისი სტრუქტურული დაზიანება. 


მსოფლიო რაგბის მოთამაშეთა კეთილდღეობის ვებ-გვერდის ტვინის შერყევის მოდულები იხილეთ შემდეგ ბმულზე.

 

თავის დაზიანებათა ანატომია

ტვინი ჟელესებრი კონსისტენციის ორგანოა, რომელიც შეტივტივებულია თავ-ზურგტვინის (ცერებრო-სპინალურ) სითხეში და შემოსაზღვრულია მრავალშრიანი მემბრანული ჩანთით. ყოველივე ეს კი რიგიდულ ძვლოვან თავის ქალაშია ჩასმული.

 

როდესაც თავი ღებულობს ძლიერ დარტყმას ხდება ტვინის ჟელესებრი ირხევა; ტვინის შერყევის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შემდეგ დაუბრუნდეს თავის მდგომარეობას (ტვინის სტრუქტურული დაზიანების გარეშე) ან უფრო იშვიათად, მაგრამ ბევრად უფრო სერიოზული გამოსავლით, შესაძლოა განვითარდეს მცირე დაბეჟილობა, ან დაირღვეს მთლიანობა კიდეებზე თუ შიგნით ტვინის ქსოვილში, რაც სისხლდენას გამოიწვევს. ტვინის გარშემო მემბრანები ცნობილია, როგორც თავის ტვინის მენინგეალური გარსები, რაც უზრუნველყოფს ტვინის ზედაპირისა და მისი ხვეულების სისხლძარღვებით მომარაგებას.

თავის ანატომია

ტვინის შერყევა

შებოჭეთ ტვინის შერყევა

  • თქვენი თავი არ დაკარგოთ, ნიშნები ისწავლეთ სანაცვლოდ!
  • ტვინის შერყევა “უაზროა” - დაბნეული შეიძლება ტვინშერყეული იყოს!
  • გეეჭვებათ? გამოიყვანეთ!
  • არ გარისკოთ თქვენი ტვინი თამაშის მოგებისთვის!

ტვინის შერყევა უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან დაზიანებად და სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას. ეს არის ფუნქციონალური დაზიანება, რაც აისახება ტვინის მუშაობაზე და ინფორმაციის გადამუშავების ხარისხზე. მართალია ტვინის შერყევის მიზეზი ძირითადად თავის დარტყმაა, მაგრამ იგი ასევე შესაძლოა განვითარდეს სხეულზე მიღებული დარტყმის შედეგადაც, როდესაც ამ დარტყმის ძალა გადაეცემა თავის ტვინამდე აღწევს. იგი ყოველთვის გონების დაკარგვასთან არ ასოცირდება.

 

ტვინის შერყევას ბევრი სხვადასხვა სიმპტომი და ნიშანი ახასიათებს, რაც დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის გაიდლაინებში.

ჩვეული სიმპტომები მოიცავს კონცენტრაციის დაქვეითებას, მეხსიერების დარკარგვასა და პრობლემებს წონასწორობის შენარჩუნებისას. ისეთი ინსტრუმენტები როგორიცაა ჯიბის ტვინის შერყევის ამოსაცნობი ინსტრუმენტი (Pocket Concussion Recognition Tool™) სასარგებლო დამხმარე საშუალებაა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზის დასასმელად.

თუ სპორტსმენი ტვინის შერყევის ეჭვქვეშაა, მან უნდა შეწყვიტოს თამაში და არ უნდა მივცეთ მოედანზე დაბრუნების საშუალება. ტვინის შერყევიიანი მოთამაშე ვერ შეძლებს თამაშის პროცესში ადექვატურად ჩართვას, ვერც გუნდს დაეხმარება, თანაც საკუთარ თავს უფრო სერიოზული ტრავმის რისკის ქვეშ ჩააყენებს. ტვინის შერყევის ეჭვით თამაშიდან გამოყვანილი ნებისმიერი მოთამაშე რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ. მას არ უნდა მიეცეს სატრანსპორტო საშუალების მართვის ნებართვა. იგი თამაშს უნდა დაუბრუნდნენ ეტაპობრივად, ისე როგორც აღწერილია მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის გაიდლაინებში.

 

 

რა უნდა მოვიმოქმედოთ მოთამაშის ტვინის შერყევაზე ეჭვის შეტანისას?

  1. გამოიყვანეთ მოედნიდან.
  2. არ დავტოვოთ მარტო.
  3. არ მისცეთ ტრანსპორტის მართვის უფლება.
  4. იმავე დღეს ჩაუტარეთ სამედიცინო შემოწმება.
  5. თამაშში დაბრუნება უნდა მოხდეს ეტაპობრივი პროტოკოლის მიხედვით (იხ. მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის გაიდლაინი).

თავებით შეჯახება ხშირად ტვინის შერყევის მიზეზია

 

თავის სტრუქტურული დაზიანებები

თავზე მიყენებული ისეთი დარტყმები, რომელთაც შეუძლიათ თავის ტვინის ქსოვილის და სისხლძარღვების დაზიანება, ან თავის ქალის მოტეხილობის გამოწვევა, საწყის ეტაპზე რთულად განსასხვავებელია ტვინის შერყევისგან, თუმცა მომდევნო საათებში შესაძლოა ბევრად უფრო სერიოზული შედეგები ჰქონდეს, ინვალიდობისა და ლეტალური გამოსავლის ჩათვლით. ამ ნებისმიერი სტრუქტურის დაზიანებას მოსდევს სისხლდენა და შეშუპება. რადგანაც ტვინი ძალიან რბილია და მყარ “ყუთშია” ჩასმული, ნებისმიერი სისხლდენა თუ შეშუპება თვის ქალაში იწვევს ტვინის ქსოვილის შიგნიდან მიჭყლეტვას  მის კედლებზე. ეს ერთერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა ჩავთვალოთ სერიოზულად თავის ნებისმიერი ტრავმა და რატომ არ უნდა დავტოვოთ თამაშიდან გამოყვანილი დაშავებული მოთამაშე მეთვალყურეობის გარეშე.

 

ნებისმიერი ძალა, რაც განაპირობებს უეცარ შემოტრიალებას ან როტაციულ დაზიანებას, შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის ნაზი ქსოვილის ან სისხლძარღვების გახევა. საფეთქელი (საფეთქლის ძვალი), რაც ყურის წინ და ზემოთ მდებარეობს, თავის ქალის ყველაზე თხელი ნაწილია, მის ქვეშ კი განთავსებულია დიდი სისხლძარღვები. ამგვარად, ამ მიდამოში პირდაპირმა დარტყმამ, შედარებით მცირე ძალით განხორციელებულმაც კი, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ქალის მოტეხილობა, არტერიის დაზიანება და სისხლდენა.

 

თავის სერიოზული დაზიანების აღწერა

1. ისევე როგორც ტვინის შერყევის შემთხვევაში:
შესაძლოა დაკარგოს ან არ დაკარგოს ცნობიერება. გაბრუება, “ბურუსში” ყოფნა, ამნეზია, დაქვეითებული კონცენტრაცია, ღებინების შეგრძნება ანდა სიფერმკრთალე.
2. ცნობიერების ხანგრძლივი დაკარგვა:
თუმცა ნოკაუტში მყოფ მორაგბეთა უმეტესობას ცნობიერება უბრუნდება 30-40 წამში.
3. კრუნჩხვები:

კრუნჩხვები არის მთელი სხეულის გენერალიზებული კანკალი დაკარგული ცნობიერების ფონზე. ეს ტვინის ტრავმის ნიშნებია.

4. “დაილაპარაკა და მოკვდა”:

თავის მცირე ტრავმის გადატანის შემდეგ, თუნდაც მცირე ხნით ცნობიერების დაკარგვის მერე მოთამაშე შესაძლოა დაუბრუნდეს თითქმის ნორმალურ მდგომარეობას. რამდენიმე წუთის შემდეგ, შესაძლოა განუვითარდეთ უცაბედი კოლაფსი და ცნობიერების ხელახალი დაკარგვა. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ამ პერიოდში იწყება სისხლის აკუმულირება რაც საბოლოოდ იწვევს ტვინის კომპრესიას.

5. პანდას თვალები და ჰემატომები ყურს უკან:

თავის ქალის მოტეხილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ყურის უკან ჰემატომების ჩამოყალიბება ან თავის ტვინიდან ჩამოჟონილმა სისხლმა გამოიწიოს თვალების ჩაშავება. თუმცა ეს მოგვიანებითი სიმპტომებია და საწყის ეტაპზე მათი შემჩნევა ნაკლებად სავარაუდოა. 

 

თავისა და კისრის დაზიანება

ცნობიერება-დაკარგული მოთამაშე რა თქმა უნდა ვერ გვიპასუხებს აღენიშნება თუ არა მტკივნეული ან მგრძნობიარე კისერი. ვიცით, რომ თავის მნიშვნელოვან დაზიანებებს ზოგჯერ თან სდევს კისრის (ხერხემლის კისრის ნაწილის) მოტეხილობა. ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც თავის ტრავმის შემდეგ არის ცნობიერება დაკარგული ან უჩივის კისრის არეში ტკივილს, უნდა ჩავთვალოთ რომ აქვს კისრის სერიოზული ტრავმა. შემდგომმა არასაჭირო კისრის მოძრაობამ შესაძლოა ხერხემლის ძვლოვანი დაზიანება გაართულოს ზურგის ტვინის მაპარალიზებელ დაზიანებამდე. ამგვარად, თავისა და კისრის დაცვა მანუალური ხაზოვანი სტაბილიზაციის (MILS) ნეშვეობით და მოთამაშის დარწმუნება იმაში, რომ თავი არ ამოძრაოს, ერთ-ერთ მთავარ უნარ-ჩვევას წარმოადგენს.

 

დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, და მხოლოდ კისრის დაცვით მანუალური ხაზოვანი სტაბილიზაციის (MILS) მეშვეობით და DR ABC-ის შეფასების შემდეგ, მოთამაშეს შესაძლოა დაუბრუნდეს ცნობიერება და გაგვაგებინოს რომ მას არა აქვს კისრის პრობლემა, რაც საშუალებას გვაძლევს შევაჩეროთ MILS. თუ რაიმე ეჭვი არსებობს, მაშინ აუცილებელია გავაგრძელოთ MILS. ყველა ცნობიერება-დაკარგული მოთამაშე უნდა გამოვიყვანოთ თამაშიდან, არ უნდა დავტოვოთ მარტო და არ დავრთოთ მოტორიზებული ტრანსპორტის მართვის ნებართვა და უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება რაც შეიძლება სწრაფად.


თუ აღინიშნება რაიმე შემაშფოთებელი სიმპტომი, როგორიცაა კისრის ტკივილი, სისუსტე, სუნთქვის გართულება ან შეცვლილი მგრძნობელობა კიდურებში, ანდა მოთამაშე შესამჩნევად დაბნეულია ან უგონოდაა, მაშინ უნდა გავაგრძელოთ MILS და დავაკვირდეთ ABC-ს (სასუნთქ გზებს, სუნთქვასა და ცირკულაციას) მანამ სანამ უფრო გამოცდილი დახმარება მოვიდოდეს.

 

გულყრა და კრუნჩხვები

გულყრა არის ცნობიერების დაკარგვა თანდართული სხეულის ყველა კუნთის ძლიერი გაუკონტროლებელი შეკუმშვებით. ხშირად თან ერთვის ენის უნებლიე მოკვნეტა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლა, დაშავებული შესაძლოა “მძინარე” მდგომარეობაში დარჩეს მომდევნო ერთი საათის განმავლობაში. გულყრის დროს, დაშავებული ვერ სუნთქავს და შესაძლოა აღენიშნოს ციანოზი (ლურჯი ფერი). ეს შემაშფოთებელი სანახავია, მაგრამ დაშავებულს უბრუნდება ჯანსაღი ფერი როგორც კი გულყრა დასრულდება. გულყრა შეიძლება გნვითარდეს ეპილეფსიურ პაციენტებში, მაგრამ ზოგჯერ თან სდევს სპორტულ თავის ტრავმასაც.

 

გულყრა და თავის დაზიანება შესაძლოა თავის ტრავმირების დროსვე გამოვლინდეს ან მოგვიანებით მატჩის დასრულებისას. ადრეული გულყრები, რომელიც თავის დარტყმისთანავე ვითარდება როგორც წესი ხანმოკლეა და ერთ წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება. გულყრის შემთხვევაში დაშავებულს შესაძლოა აღენიშნებოდეს ნებისმიერი ტიპის თავის ტრავმა, დაწყებული ტვინის შერყევიდან დამთავრებული თავის ფართო დაზიანებით.

 

გვიანი გულყრა (რომელიც ვითარდება მას შემდეგ რაც მოთამაშე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა) უფრო შემაშფოთებელი ნიშანია და მიგვითითებს იმაზე, რომ შესაძლოა თავის ტრავმა დამძიმდა. მაგალითად, გულყრა შესაძლოა იყოს თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებისა და სისხლდენის შედეგი, როცა სისხლი მექანიკურად აღიზიანებს ტვინის ზედაპირს და იწვევს გულყრასა და კრუნჩხვებს.

გულყრის მართვა

  1. აიღეთ კონტროლი საკუთარ თავზე.
  2. დარწმუნდით რომ სასწრაფო გზაშია.
  3. მოაშორეთ ყველა საშიში ნივთი დაშავებულის გარშემო.
  4. შეაფასეთ DR ABC. უზრუნველყავით სასუნთქი გზების გამავლობა სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდეს.

 

აგრესიული ტიპის თავის ტრავმები

ზოგიერთი სპორტული თავის ტრავმის დროს დაშავებული შესაძლოა ძალიან დაბნეული და აჟიტირებული იყოს. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია უგონო მდგომარეობიდან გამოსვლის დეზორიენტაციასთან და ჟანგბადის ნაკლებობასთან, თუ მისი საჰაერო გზები დახშობილი იყო მისი არასახარბიელო მდებარეობის გამო მაშინ როცა უგონო დგომარეობაში იყო. დაშავებული შესაძლოა თავად წარმოადგენდეს რისკს მაშველისა თუ გუნდის სხვა წევრებისთვის მანამ სანამ მისი ეს აღელვება ჩაწყნარდებოდეს, რაც ხშირაც 30 წამიდან 1 წუთამდე გრძელდება.

 

თუ დაშავებული მოთამაშე აგრესიული ხდება, უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ თავ-კისრის დაფიქსირება (MILS) და მას დაველაპარაკოთ უსაფრთხო მანძილიდან. გავაკონტროლოთ სხვა გარშემო მყოფი ადამიანები რათა მათ არ სცადონ დაშავებული მოთამაშის გაკავება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. არ უნდა ეცადოთ MILS გაკეთებას ან შენაჩუნებას აგრესიული დაშავებულის შემთხვევაში, რადგან ეს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას მიიტანს კისრის არეზე. როცა მოთამაშე დამშვიდდება შესაძლოა ხელახლა დავაფიქსიროთ თავი-კისერი MILS-ით და შევაფასოთ DR ABC.

 

 

სპორტული თავის ტრავმების მართვა

  1. მოედანზე ყოფნისას, მიუდექით MILS-ით (სასურველია წინა მხრიდან) და იფიქრეთ: “კისრი?”.
  2. DR ABC შეფასება - სასასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა აბსოლუტური პრიორიტეტია.
  3. დაკარგული ცნობიერებაა? - გააგრძელეთ MILS და და დაიყვირეთ დახმარების მოსახმობად.
  4. აგრესიულია? – გაუშვით ხელი და დაამშვიდეთ საუბრით.
  5. ცნობიერება შენარჩუნებულია? - შეაფასეთ კისრის დაზიანების სიმპტომები - “კისერი გტკივა?’’
  6. თავის ტვინის შერყევიანი ნებისმიერი მოთამაშე გაიყვანეთ მოედნიდან და მოიძიეთ სამედიცინო შემოწმება.
  7. არსდროს დატოვოთ თავის ტრავმიანი მოთამაშე ზედამხედველობის გარეშე და არ მისცეთ მას ტრანსპორტის მართვის ნება.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf