ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თავი 10 - ჯანმრთელობის პრობლემები

ამ თავის მიზნები

  1. სპორტში ჯანმრთელობის ხშირ პრობლემებზე ცოდნის გაღმავება.
  2. მაშველის როლის ხაზგასმა სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევების დროს.

შესავალი

სპორტის სამყაროშიც შეიძლება ხშირი იყოს ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგ ათლეტს შესაძლოა აღენიშნებოდეს, ისეთი დაავადებები, როგორიცაა ასთმა, დიაბეტი, ეპილეფსია. ხელმძღვანელობიდან სავარაუდოა ვინმეს აღენიშნოს ჰიპერტენზია ან სტენოკარდია.

დიაბეტი

დიაბეტი არაგანკურნებადი დაავადებაა, როდესაც ორგანიზმს არ შეუძლია სისხლიდან გლუკოზის ათვისება და მისი კუნთებში შეყვანა ჰორმონ ინსულინის ნაკლებობის გამო (ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი). სისხლში გლუკოზის მაღალი დონე დააზიანებს სისხლძარღვებს, თვალებს და თირკმელებს წლების განმავლობაში. დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება ინსულინის ინექციებით რათა სისხლში გლუკოზის დონე შენარჩუნდეს ნორმის ფარგლებში.

 

დიაბეტიანი პაციენტი შესაძლოა ცუდად გახდეს ან კომაში ჩავარდეს სისხლში გლუკოზის დონის ძლიერი მატების ან კლების (“ჰიპოგლიცემიის”) დროს. ჰიპოგლიცემიურმა კომამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება ან სიკვდილიც კი. ცნობიერების დაკარგვამდე, დიაბეტიან პაციენტს აღენიშნება აგზნება, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა და დიზორიენტაცია.

 

თუ უგონო სპორტსმენს შევესწრებით, DR ABC ჩატარების შემდეგ უნდა მოვძებნოთ სამედიცინო სამაჯური, რომელზეც შესაძლოა აღნიშნული იყოს რომ დაშავებული დიაბეტიანი პაციენტია. გლუკოზის დაბალი დონე უფრო საშიშია ვიდრე მაღალი. ასე რომ, თუ დიაბეტიანი დაშავებული უგონო მდგომარეობაშია ანდა დეზორიენტირებული და დაბნეულია, უნდა მისცეთ შაქარი. თუ ცნობიერება შენარჩუნებულია, ეს შესაძლოა იყოს ტკბილი სასმელი. უგონო მდგომარეობისას კი შესაძლოა გამოვიყენოთ თაფლი ან ნახშირწყლის გელი, რომელიც ლოყის შიდა ზედაპირზე უნდა შევაზილოთ.

 

აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

 

ასაკოვან, განსაკუთრებით ჭარბწონიან ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეთ რეზისტენტობა საკუთარი ინსულინის მიმართ, ამიტომ მათ ენიშნებათ აბებით, რომლებიც გლუკოზის სისხლიდან ათვისებას უწყობენ ხელს (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი). ძალიან იშვიათია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის რაიმე საგანგებო სიტუაციაში აღმოჩენა ამ დაავადების მიზეზით, მათ არ აღენიშნებათ ჰიპოგლიცემიური შეტევები, თუ ინსულინის ინექციებით არ მკურნალობენ.

 

ასთმა

ასთმა ისეთი მდგომარეობაა, როცა სასუნთქი გზები ვიწროვდება და აფერხებს სუნთქვას. ჰაერის გადასვლა შევიწროვებულ სასუნთქ გზებში იწვევს სტვენისებრ ხმას. ასთმის უამრავი მაპროვოცირებელი ფაქტორი არსებობს, მაგალითად, ყვავილების მტვერი, სიცივე, ცხოველთა ბეწვი, ვარჯიში ან ვირუსული ინფექცია.

 

ასთმიანი პაციენტები ხმარობენ აეროზოლებს სასუნთქი გზების გამავლობის აღსადგენად. უმეტესობას მსუბუქი ასთმა აქვთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა იგი იმდენად სერიოზულია რომ სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის. შეუძლოდ მყოფ ასთმიან ადამიანს აღენიშნება სუნთქვის გართულება და უჭირთ წინადადებით ლაპარაკი. თუ ძალზედ ცუდად არიან, შესაძლოა ტუჩების გარშემო მოლურჯო შეფერილობა აღენიშნოთ (ციანოზი) ჟანგბადის უკმარისობის გამო.

 
შეუძლოდმყოფ ასთმიან პაციენტს სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება. დაუყოვნებლივ უზრუნველყავით გადაუდებელი დახმარება. მათ სუნთქვა უფრო გაუმარტივდებათ მჯდომარე მდგომარეობაში. თუ დაშავებულს აქვს აეროზოლი, დაეხმარეთ მის გამოყენებაში სანამ სასწრაფო დახმარება მოვა. ვინაიდან სუნთქვა გართულებული აქვთ, შესაძლოა პლასტმასის ბოთლი ან პოლისტირენის ერთჯერადი ჭიქა გამოვიყენოთ ნიღბის როლში: ცალ მხარეს გავუკეთოთ ხვრელი, რომ დავუმაგროთ აეროზოლი და მეორე ფართო მხარე დავადოთ სახეზე, ამ გზით უფრო ეფექტურად მიიღებს მედიკამენტის სათანადო დოზას. ამგვარად დამზადებული ჭიქა-ნიღაბი მოათავსეთ ცხვირსა და პირზე და 6-8-ჯერ ზედიზედ განახორციელეთ მისი აქტივაცია. სთხოვეთ პაციენტს ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს რაც შეიძლება ღრმად 30 წამის განმავლობაში.

 

პლასტმასის ბოთლში ან პოლისტირენის ერთჯერად ჭიქაში ხვრელის გაკეთება შესაძლოა დაეხმაროს პაციენტს ასთმის შეტევისას, რომ უფრო ადვილად ჩაისუნთქოს.

 

თუ დაშავებული სუნთქვას აჩერებს, დაიწყეთ CPR უფრო კვალიდიციური დახმარების მოსვლამდე.

 

ეპილეფსია

 

ეპილეფსია არის დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება კრუნჩხვები და გულყრები. ეპილეპტური შეტევისას თავის ტვინში რანდომული ელექტრული აქტივობა იწვევს სხეულში კუნთების უკონტროლო შეკუმშვას და დაშავებული კარგავს ცნობიერებას. დაშავებული ძლიერ ძაგძაგებს 20-30 წამიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ზოგჯერ გულყრა გრძელდება ბევრად უფრო დიდ ხანს.

 

ამ დროს ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ, გარდა იმისა რომ გამოვიძახოთ დახმარება და საშიში ნივთები მოვაშოროთ არეალიდან, რათა გულყრისას დაშავებულმა შემთხვევით რაიმე არ დაიზიანოს. გულყრის ჩათავების შემდეგ დაშავებულს შესაძლოა რამდენიმე საათი ჩაეძინოს. უნდა მოათავსოთ აღდგენით პოზიციაში და პლედის გადაფარებით სითბო შეუნარჩუნეთ, სანამ დახმარება მოვიდოდეს.

 

თუ დაშავებულს არ აღენიშნება ეპილეფსიური დაავადება, კონტაქტური სპორტის თამაშისას განვითარებული გულყრა თავის ტრავმასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

 

გადაუდებელი დახმარების დაგეგმვა

რისკის შეფასება და მომზადება/დაგეგმვა გადაუდებელი მდგომარეობებისთვის (როგორებიცაა ავადმყოფობა ან ტრავმა), შემთხვევას ბევრად ნაკლებად სტრესულს ხდის ყველა ჩართული მხარისათვის და ამასთან დახმარების ხარისხიც მატულობს.


რაგბის კლუბებში პირველადი დახმარების ტრენინგის, სესიებზე დასწრების, კომუნიკაციის ხაზების, დახმარების გამოძახების აქტივაციისა და გადაუდებელი დახმარების აპარატურის (როგორიცაა AED) ხელმისაწვდომობის წინასწარი მომზადება და კონტროლი ამგვარი დაგეგმარების კარგი მაგალითია. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf