ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

ცენტრიდან | 22-დან დარტყმა

 

'ცენტრიდან დარტყმით' იწყება თამაშის | მატჩის და 'დამატებითი დროის' ორივე ნახევარი | ტაიმი, და ახლდება თამაში 'ბურთის გატანის' შემდეგ. '22-დან დარტყმით' თამაშს 'დამცველი გუნდი' აახლებს.
1. ცენტრიდან | 22-დან დარტყმა არეკნით სრულდება. * სასჯელი: მეტოქე აირჩევს დარტყმის გამეორებას | შერკინებას.

2. ცენტრიდან დარტყმა სრულდება &ქუოტ;შუა ხაზის&ქუოტ; ცენტრიდან ან მასზე უკნიდან. * სასჯელი: მეტოქე აირჩევს დარტყმის გამეორებას | შერკინებას.
3. მეორე ტაიმს იწყებს ის გუნდი, რომლის მეტოქემაც დაიწყო პირველი.
4. ბურთის გატანის შემდეგ თამაშს განაახლებს &ქუოტ;ბურთის გამშვები&ქუოტ; გუნდი.
5. ბურთის დარტყმისას
ა. დამრტყმელის გუნდელები ბურთზე უკან უნდა იდგნენ. * სასჯელი: შერკინება.
ბ. მეტოქე გუნდი '10-მეტრა ხაზზე' ან მის უკან უნდა განლაგდეს. * სასჯელი: დარტყმის გამეორება.
6. ბურთმა 10-მეტრა ხაზს უნდა უწიოს. * სასჯელი: მეტოქე აირჩევს დარტყმის გამეორებას | შერკინებას.
7. თუ ბურთმა 10-მეტრა ხაზს უწია, მაგრამ ქარმა უკანვე წაიღო | მეტოქემ მანამ ითამაშა, სანამ ბურთი
10-მეტრა ხაზამდე მიაღწევდა -- თამაში გრძელდება.
8. თუ ბურთი აუტში | კიდეზე პირდაპირ გა[და]ვიდა -- მეტოქეს შეუძლია აირჩიოს:
ა. დარტყმის გამეორება.

ბ. შერკინება.
გ. დერეფანი.
დ. უცებ შემოგდება.
9. თუ [ცენტრიდან დარტყმული] ბურთი მოთამაშეთა
შეუხებლივ შევიდა 'მეტოქის ლელოში', იქ კი მეტოქემ
უმალ დაამიწა | ბურთი თავად 'გახდა უქმი' [ლელოს
კიდეზე | უკანა ხაზზე გადასვლით] -- მეტოქე აირჩევს
დარტყმის გამეორებას | შერკინებას.
10. თუ ბურთი დამრტყმელი გუნდისვე ლელოში შევიდა,
იქ კი დამცველმა უქმად აქცია | ბურთი თავად 'გახდა
უქმი' [ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე გადასვლით] --
მეტოქეს ერგება [5-მეტრა] შერკინება.

11. ცენტრიდან | 22-დან დარტყმის გარდა -- თუ შემტევმა ბურთი გაგზავნა | შეიტანა 'მეტოქის ლელოში', იქ კი დამცველმა 'უქმად აქცია' | ბურთი თავად 'გახდა უქმი' [ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე გადასვლით] და წესებიც არ დარღვეულა -- თამაში 22-დან დარტყმით განახლდება. 12. 22-დან დარტყმა
ა. სრულდება 22-მეტრა ხაზის | მის უკან მდებარე ნებისმიერი ადგილიდან. * სასჯელი: შერკინება.
ბ. უნდა შესრულდეს მალე [გაუჯანჯლებლივ]. * სასჯელი: თავისუფალი.
გ. ბურთმა 22-მეტრა ხაზი უნდა გადაკვეთოს. * სასჯელი: მეტოქე აირჩევს დარტყმის გამეორებას | შერკინებას.
დ. ბურთი აუტში | კიდეზე პირდაპირ არ უნდა გა[და]ვიდეს -- მეტოქეს შეუძლია აირჩიოს:
I. დარტყმის გამეორება.
II. შერკინება.
III. დერეფანი.
IV. უცებ შემოგდება.
13. ბურთის დარტყმამდე მეტოქე არ უნდა გადასცდეს 22- მეტრა ხაზს. * სასჯელი: თავისუფალი.
14. 22-ში მყოფმა მეტოქემ დარტყმა არ უნდა შეაფერხოს.
* სასჯელი: ჯარიმა.
15. თუ ბურთმა 22-მეტრა ხაზი გადაკვეთა, მაგრამ ქარმა უკანვე წაიღო -- თამაში გრძელდება.
16. თუ ბურთს 22-მეტრა ხაზი არ გადაუკვეთია -- შეიძლებახეირის ამოქმედება.


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf