ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, კანდიდატებმა უნდა გაიგონ გულ-მკერდის ტრავმის მქონე მოთამაშესთან თავდაპირველი მისვლა. თქვენ იქნებით ინფორმირებული, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გულ-მკერდის ტრავმების არსებობის ამოცნობისა და დაოყოვნებლივი მართვის შესახებ.

  1. გაგება გულ-მკერდის ტრავმის მქონე მოთამაშის საწყისი შეფასებისა და მართვის
  2. სიცოცხლისთვის დაუყოვნებლივ საშიში მდგომარეობები ამოცნობის და მართვის განხილვა
  3. სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობების ამოცნობის და მართვის განხილვა

შესავალი

საბედნიეროდ, გულ-მკერდის დიდი ტრავმები სპორტში ხშირი არ არის, მაგრამ სერიოზული ტრავმები მაინც გხვდება და მნიშვნელოვანია მოედნის დამხმარეებს შეეძლოთ გულ-მკერდის სერიოზული ტრავმების დიაგნოზირება და მართვა.

სუნთქვის პრობლემების ამოცნობა

ტრავმირებულ მოთამაშესთან მისვლა ხდება ისევე, როგორც აღწერილია მთელი კურსის განმავლობაშიდა უსაფრთხოება და ABCDE მიდგომა უნდა იყოს შესრულებული. მოთამაშეს, რომელსაც ნათლად აქვს გულ-მკერდის ტრავმა, მნიშვნელოვანია მიეწოდოს დამატებითი ჟანგბადი, რაც შეიძლება სწრაფად.

სუნთქვის დათვალიერების განსაკუთრებული ყურადღებისთვის, ჩვენ ვემხრობით იმას, რომ  მარტივი ტექნიკები გამოიყენება მოედანზე და უფრო დეტალური დათვალიერება ხორციელდება სამედიცინო ოთახში. თუ, მოედანზე საწყისი შემოწმებამ გააჩინა ეჭვი, შეიძლება უფრო შესაფერსისი ადეკვატური იყოს მოედანზევე დეტალური დათვალიერების ჩატარება.

მარტივი „მოედნის“ დათვალიერება შედგება:

მოთამაშის ფერი და გონზე ყოფნის დონე

ლაპარაკი : შეუძლია მოთამაშეს თქვენთან ლაპარაკი? თუ, ასეა შეუძლიათ სრული წინადადების წარმოთქმა?

სუნთქვის სიხშირე : სავარაუდოდ ეს იქნება გაზრდილი, თუ მოთამაშემ ახლახანს შეწყვიტა თამაში, მაგრამ უმნიშვნელოვანესია საბაზისო მონაცამების აღება, რადგან შემდგომი დაკვირვებები უფრო ხილვადია, მდგომარეობა უმჯობესდება თუ უარესდება.

გაფართოება : ხელები უნდა მოათავსოთ გულ-მკერდის კედლის წინა მხარეს. ეს მოგცემთ საშუალებას, რომ გულ-მკერდის გაფართოება შეაფასოთ სწრაფად, ასევე მგრძობიარე ადგილების ამოცნობისთვის.

სამედიცინო ოთახში უფრო სიღრმისეული შემოწმებას შესრულდება პრაქტიკოსის ეჭვებისა და მოთამაშს მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ ეს სავარაუდოდ მოიცავს:

ლაპარაკს, სუნთქვის სიხშირეს, გაფართოებას, როგორც ზემოთაა ნაჩვენები.

პერკუსიის ხმა

სუნთქვის ხმა და ჰაერის ჩასვლა (მაღალი და ფართო)

ტრაქეალური პოზიცია

სიცოცხლისთვის საშიში გულ-მკერდის ტრავმები

არსებობს 6 სიცოცხლისთვის დაოყვნებლივად საშიში გულ-მკერდის ტრავმა, რომლებსაც განვიხილავთ.

ესენია:

  • სასუნთქი გზების დახშობა
  • პნევმოტორაქსის დაძაბვა
  • ღია პნევმოტორაქსი
  • მასიური ჰემოთორაქს
  • ჩალეწილი გულ-მკერდი
  • გულის კონტუზია

სასუნთქი გზების დახშობა

უმეტესწილად ტრავმა, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების დახშობას, არის ხორხის დაზიანება. მოთამაშეს შეიძლება აღენიშნებოდეს ხმის ხრიწინი და კანქვეშა ემფიზემა, ისევე როგორც სასუნთქი გზების დახშობის ნიშნები. ამის მკურნალობა მითითებულია სასუნთქი გზების თავში.

პნევმოტორაქსის დაძაბვა

გულ-მკერდის კედლის ტრავმისას პლევრას გახვრეტამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის შესვლა პლევრას სივრცეში. თუ, ცალმხრივი სარქველის მექანიზმი წარმოიქმნა, ჰაერს შეუძლია შევიდეს პლევრას სივრცეში, მაგრამ ვერ გამოვა იმავე დოზით. ამრიგად, ყოველ ჩასუნთქვისას, პნევმოტორაქსი გაიზრდება ზომაში და წარმოქმნის წნევას. ეს პნევმოტორაქსი დაიწყებს „დაძაბვას“, დროის მოკლე მონაკვეთში. ამას ექნება გავლენა მეორე ფილტვის გაჩერებაზე  და უფრო მნიშვნელოვნად, ეს გამოიწვევს შუასაყარის გადაადგილებას საპირისპირო-ჰორიზონტალურ. ამას აქვს ეფექტი კავა ვენის გადაგრეხვასა და ვენის დაბრუნების რადიკალურ შემცირებაზე. თუ, ეს არ გამოსწორდება სასწრაფოდ, მდგომარეობა გაუარესდება და გამოიწვევს გულის შეტევას. ამრიგად, დაოყვნებლივი დიაგნოზირება და მკურნალობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

პნევმოტორაქსის დაძაბვის გამოსახულებითი ნახატი

პნევმოტორაქსის დაძაბვის ამოცნობა

  • მოინიშნეთ სუნთქვის დისტრესები
  • დაბერილი კისრის ვენები
  • გვერდითა-მხრივი ჰაერის შესვლის შემცირება
  • გვერდითა-მხრივი პერკუსიის ხმის მეტისმეტი ჟღერადობა
  • გვერდითა-მხრივი გულ-მკერდის გაფართოების შემცირება
  • ტაქიკარდია
  • ციანოზი (გვიანი ნიშანი)
  • ტრაქეა იხრება დაზიანებული მხარისგან (ძალიან გვიანი ნიშანი)

ხშირად არსებობს ეჭვი, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ სუსტი პნევმოტორაქსი და პნევმოტორაქსის დაძაბვა. არ არსებობს ფიზიოლოგიური პარამეტრები, რომელსაც შეიძლება გამოყენებული იყოს, მაგრამ რეალობაში პაციენტს, რომელსაც აქვს პნევმოტორაქსის დაძაბვა არის აშკარა, მნიშვნელოვანი დისტრესებით და ხილული გაუარესებით.

პნევმოტორაქსის დაძაბვის მართვა     

  • გამოიყენეთ ჟანგბადის მაღალი ნაკადი არა-ხელახალ-ჩასუნთქვადი ნიღბით
  • თორაკოცენტიზის ნემსით ჩხვლეტა დაოყოვნებლივი დეკომპრესიისთვის
  • სხვა ABCDE რეანიმაცია საჭიროა
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, რაც შეიძლება სწრაფად

ღია პნევმოტორაქსი

ეს ტრავმა შედეგია, ძლიერი დაზიანების, რომელიც ანგრევს გულ-მკერდის კედელს, რაც იწვევს პნევმოტორაქს და კომუნიკაციას შიდა და გარე გულ-მკერდის ღრუს. ეს, ასევე ცნობილია, როგორც გულ-მკერდის „შიშინის/შეწოვის“ დაზიანება. თუ, გულ-მკერდის ხვრელი დიდი ვიდრე ტრაქეას დიამეტრის 2/3-ზე, ჰაერი შესუნთქულია გულ-მკერდის ღრუში დაზიანების გავლით და არა ტრაქეას. ეს ნიშნავს, რომ აირის გაცვლა ავლეოლებში არ მოხდება.

ზოგ შემთხვევაში, გულ-მკერდის კედლის კომუნიკაცია დარჩება ღიად და პნევმოტორაქსი დარჩება „მარტივად“. თუმცა, შემთხვევებში, რბილი ქსოვილები შეიძლება გარდაიქმნას სარქველად, რაც გამოიწვევს პნევმოტორაქსის დაძაბვას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პაციენტების მონიტორინგი მოხდეს დაკვრივებით, რათა, თუ საჭროა პნევმოტორაქსის დაძაბვის მკურნალობა მოხდეს სწრაფად.

ღია პნევმოტორაქსის გამოსახულებითი ნახატი

ღია პნევმოტორაქსის ამოცნობა

გულ-მკერდის კედლის დეფექტი, თუ დახედავთ, ჩვეულებრივ მარტივად შესამჩნევია. პნევმოტორაქსისა და ჰემოტორაქსის შემოწმებისას უნდა მიყვებით სტანდარტულ მიდგომას.

ღია პნევმოტორაქსის მართვა

  • ABCDE მიდგომა
  • ჟანგბადის მაღალი ნაკადი არა-ხელახალ-ჩასუნთქვადი ნიღბით
  • დაფარეთ დეფექტი
  • კომერციული ხელსაწყო, როგორიცაა Russel Chest Seal არის ხელმისაწვდომი, რათა მოთავსდეს დაზიანებაზე, ამ ლუქებს აქვთ სარქველი (სარქველები), რაც საშუალებას აძლევს ჰაერს ამოვიდეს გულ-მკერდის ღრუდან, მაგრამ შეაჩერებს ჰაერის მოძრაობას შიგნით. ისინი მსუბუქები და მარტივი დასამაგრებლები არიან.
  • სასწრაფოდ გადაყვანა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში

მასიური ჰემოტორაქსი

მასიური ჰემოტორაქსი განმარტებით არის, 1500მლ ჰემოტორაქსი (ცირკულაციის მოცულობის 30%). ზუსტად შეუძლებელია ჰემოტორაქსის მოცულობის განსაზღვრა მოედანზე, მაგრამ გამოსადეგია დაახლოებით განსაზღვროთ, რომ მასიური ჰემოტორაქსი ჰემოტორაქსია, რომელიც იწვევს დაზიანებას. ეს მდგოამრეობა იწვევს დაზიანებას, რომელიც ერევა აირების ცვლილებაში, ისევე, როგორც სავარაუდოდ იწვევს ჰიპოვოლემიას.

მასიური ჰემოტორაქსის ამოცნობა

  • გახშირებული სუნთქვა
  • ტაქიკარდია
  • გვერდითა-მხრივი ჰაერის შესვლის შემცირება
  • გვერდითა-მხრივი პერკუსიის ხმა გაქვავებული/ყრუა
  • შესაძლო ჰიპოთენზია

მასიური ჰემოტორაქსის მკურნალობა

ამ მდგომარეობის მართვა მოიცავს ჟანგბადის მაღალი ნაკადის გამოყენებას არა-ხელახალ-ჩასუნთქვადი ნიღბით და სასწრაფოდ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანას.

ჩალეწილი გულ-მკერდი

ჩალეწილი ნაწილი ჩნდება მაშინ, როცა ორი ან მეტი ნეკნია გატეხილი, ორ ან მეტ ადგილას, რაც ქმნის გულ-მკერდის კედლის „თავისუფალ დენის“ სეგმენტს. ამას თავის მხრივ აქვს სერიოზული შედეგები ჰაერის მოძრაობის მექანიზმზე, მაგრამ შეიძლება, უფრო მეტი შეშფოთება გამოიწვიოს სიძლიერის დონემ, რასაც ეს ტრავმა ავლენს. ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც აღენიშნება ჩალეწილი ადგილი, მათ გადაეცათ მნიშვნელოვანი ენერგია და ეს გამოიწვევს ფილტვის კონტუზიას. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება არ იყოს მაშინვე ხილვადი, ამას სჭირდება ფასეული და შესაბამისი ორგანიზებული მართვა.

ჩალეწილი გულ-მკერდის გამოსახულებითი ნახატი

ჩალეწილი გულ-მკერდის ამოცნობა

ჩალეწილი გულ-მკერდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამახასითებელი ასპექტია, დაკავშრებული ტკივილის ექსტრემალური ხარისხი. ეს გაზრდის ჩალეწილი გულ-მკერდის ალბათობას. შეიძლება იყოა ხელშესახები ძვლებისა და ხრტილების ჭრაჭუნის ხმა და სავარაუდოდ იქნება გახშირებული სუნთქვა და ზედაპირული სუნთქვა.

ყველაზე ხშირი სწავლების აღმოჩენაა, რომ ჩალეწილი ნაწილის პარადოქსული მოძრაობა. სხვა სიტყვებით, ჩასუნთქვის დროს გულ-მკერდის კედელი მოძრაობს მაღლა და გარეთ, მაგრამ თავისუფალი მოშვებისას ჩალეწილი ნაწილი პარადოქსულად იწევა შიგნით, როგორც ნეგატიური მკერდშიდა წნევის შედეგი. თუმცა, რეალობაში გულ-მკერდის კედლის კუნთოვანი სისტემა დასაწყისში ამაგრებს ჩალეწილ სეგმენტს და პარადოქსული მოძრაობა თავიდან არ არის ხილვადი.

ჩალეწილი გულ-მკერდის მართვა

  • ABCDE
  • ჟანგბადი
  • შესაბამისი ანალგეზი

გულის კონტუზია

გულ-მკერდის კედლის პირდაპირი ტრავმის შემდეგ, არსებობს შესაძლებლობა გულის კუნთის (მიოკარდი) კონტუზიის. ამის შედეგი შესაძლოა იყოს, ფუნქციონირების დასუსტება სეგმენტის აკინეზიური ფორმაციით ან ელექტრული გამტარიანობის გაუარესება მიუკარდიის გზით, რაც გამოიწვევს არარეგულარულ რიტმს.

გულის კონტუზიის ამოცნობა

გულის კონტუზიის კლინიკური ეჭვი არის, როცა მოთამაშე აქვს მკერდის შუაში/მარცხენა მხარის ტკივილი, როცა მიიღებს მნიშვნელოვანი დარტყმას ამ ადგილას. თუ, ტკივილი იზრდება, როცა მოთამაშე ღრმად სუნთქავს და/ან არის მკერდის ძვლის ან მარცხენა ნეკნის კიდის ტკაცუნის ხმა ჩასუნთქვის დროს, მაშინ მოთამაშეს სჭირდება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შეფასება. თუ, მოთაშეს უვითარდება არარეგულარული პულსი, გულ-მკერდის კედელზე მიღებული ასეთი ძალის შემდეგ, მაშინ ის სასწრაფოდ უნდა იყოს გადაუდებელ დახმარების დეპარტამენტში გადაყვანილი.

გულის კონტუზიის მართვა

  • ABCDE
  • ჟანგბადი
  • ანალგეზი, თუ კვალიფიცირია (Entonox არა)
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტემენტში გადაყვანა, რაც შეიძლება სწრაფად

სიცოცხლის პოტენციურად საშიში ტრავმები

ეს ტრავმები მაინც მოითხოვს სერიოზულ განხილვას, იმ მოთამაშისთვი ვისაც აქვს სერიოზული გულ-მკერდის ტრავმა.

 

 

სუსტი პნევმოტორაქსი

  • ჰაერის გაჟონვა პლევრალურ ღრუში, მაგრამ აქ არ არის ერთმხრივი ღრუ და ამრიგად, ეს არ არის „დაძაბვა“
  • ჰაერის შესვლის შემცირება და პერკუტირების მეტისტემი ჟღერაბოდა, დაზიანებულ მხარეს
  • პნევმოტორაქსის დაძაბვის განსხვავება პაციენტის კლინიკური მდგომარებიდან გამომდიანარე. მათ, ვისაც აქვს სუტი პნევმოტორაქსი, შეიძლება ჰქონდეთ ტკივილი და მოკლე სუნთქვა, მაგრამ არ აღენიშნოთ ღრმა დისტრესი და ამ ყველაფრის გაუარესება პნევმოტორაქსის დაძაბვასთან ერთად
  • ABCDE
  • ჟანგბადი
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, რაც შეიძლება მალე

სუსტი პნევმოტორაქსის გამოსახულებითი ნახატი

ჰემოტორაქსი

  • სისხლი გულ-მკერდის ღრუში
  • ჩვეულებრივ  დაკავშირებულია გულ-მკერდის კედლის ტრავმასთან
  • ჰაერის შესვლის შემცირება და პერკუსიის ხმა გაქვავებული/ყრუა დაზიანებულ მხარეს
  • ისე ძლიერ დაზიანებული არ არის, არც რესპირატორული ან ჰემოდინამიკურული, როგორც მასიური ჰემოტორაქსი
  • ABCDE
  • ჟანგბადი
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, რაც შეიძლება მალე

ჰემოტორაქსის გამოსახულებითი ნახატი

ფილტვის კონტუზია

  • ფილტვის ტრავმის რთული პროცესი, რომელიც მარტივ ტერმინად შეიძლება განისაზღვროს ფილტვის ქსოვილის დაბეჟილობის მსგავსად
  • მაშინვე ხილვადი არ არის და მნიშვნელოვანია ტრავმის მექანიზმზე დაყრდნობით, ძლიერი ეჭვის არსებობა
  • ABCDE
  • ჟანგბადი
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, რაც შეიძლება მალე

ტრაქეალური ტრავმა

  • ეს ტრავმა მარტივი შესამჩნევია საწყისი შეფესებისას, განსაკუთრებით თუ არ არის სასუნთქი გზების პრობლემა
  • ამან შეიძლება გამოამღავნოს კანქვეშა ემფიზემა ყელის წინა გაყოლებაზე, ჰემოპტიზი, ლარინგეალური სირბილე, ხმის ხრიწინი ან სუსტი ტკივილი ყელის წინა ნაწილში
  • ABCDE
  • ჟანგბადი
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, რაც შეიძლება მალე

აორტის გაწყვეტის ტრავმა

  • ტრავმის სწრაფი აჩქარების ან გაუარესების შედეგი
  • გაწყვეტა ჩვეულებრივ ჩნდება არტერიული იოგითან, რადგან აორტა საკმაოდ უძრავია აქ, სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, სადაც აორტა შედარებით მოძრავაია
  • ABCDE
  • ჟანგბადი
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, რაც შეიძლება მალე

აორტის გაწყვეტის გამოსახულებითი ნახატი

დიაფრაგმული გაწყვეტის ტრავმა

  • უფრო ხშირად დიაგნოზირებულია მარცხენა მხარეს, რადგან ღვიძლი უზრუნველყოფს გარკვეულ დაცვას მარჯვენა მხარეს
  • შეიძლება გაიგოთ კუჭის ხმები გულ-მკერდში
  • ABCDE
  • ჟანგბადი
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, რაც შეიძლება მალე

მედიასტალური გადაკვეთის დაზიანებები

  • ეს შეიძლება სწრაფად გახდეს ფატალური და შეიძლება გამოიწვიოს გულ-მკერდის სერიოზული ტრავმის პლეტორა. ეს შეიძლება განისაზღვროს, როგორც უკვე ნაჩვენებია ამ თავში.
  • ABCDE
  • ჟანგბადი
  • განსაზღვრულ ტრავმებისთვის სპეციფიკური მკურნალობა
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, რაც შეიძლება მალე

შეჯამება

მოთხოვნილია სისტემატური მიდგომის გამოყენება, რათა მოხდეს განსაზღვრა  დაოყოვნებლივი და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გულ-მკერდის ტრავმა. სასუნთქი აპარატის შეფასება არის მნიშვნელოვანი ასპექტი : სათამაშო მოედანზე; სუნთქვის სიხშირე, გაფართოება და გულ-მკერდის კედლის მგრძნობიარობა. სამედიცინო ოთახში უფრო სიღრმისეული შემოწმება მოიცავს სუნთქვის სიხშირეს, გაფართოებას, პერკუტირებასა და აუსკულტაციას, თუ შესაძლებელია ჟანგბადის მიწოდებასთან ერთად დაკვირვება პულსოქსიმეტრის დახმარებით.

ასეთი მიდგომა, პრაქტიკოსს შესაძლებლობა მისცემს განსაზღვროს მდგომარეობა, როგორც განხილულია ამ თავში და ან უმკურნალოს შესაბამისად ან სწრაფად ხელი შეუწყოს, უსაფრთხო გადაყვანა საბოლოო მკურნალობის ჩასატარებლად. გადაყვანა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში სპეციალსიტებთან სამკურნალოდ, უნდა მოხდეს უახლეს შესაბლობისთანავე, როცა გადაყვანა იქნება უსაფრთხო, შესაბამისი აღჭურვილობით და გადამზადებული პერსონალით.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • სიცოცხლისთვის დაოყოვნებლივ საშიში გულ-მკერდის ტრავმების განსაზღვრა
  • სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გულ-მკერდის ტრავმების განსაზღვრა
  • სუნთქვის შეფასებაზე ყურადღების გამახვილება
  • ადრინდელი ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდება
  • სპეციფიკური მკურნალობ
  • ანალგეზია
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გადაყვანა, რაც შეიძლება სწრაფად

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf