ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

თავი 2 - ტრავმებისადმი სტანდარტული მიდგომა სათამაშო მოედანზე

შესავალი

თავის მიზანი

  1. დაშავებული მორაგბის შეფასების სისტემის გაცნობა

 

DR ABC

D (Danger) - safrTxe

უნდა დავრწმუნდეთ, რომ დაშავებულთან მიახლოვება უსაფრთხოა და გავთვალოთ ნებისმიერი საფრთხე, სხვა მოთამაშეებით დაწყებული, გარემო საშიშროებებით დამთავრებული, მაგალითად ელვა და ა.შ.

R (Response) - pasuxi

უნდა შევამოწმოთ დაშავებული მოთამაშის რეაქტიულობა/მგრძნობელობა მასთან გამოლაპარაკების საშუალებით. თუ იგი არ გვპასუხობს, ეცადეთ მისი შეფხიზლება მკლავზე მსუბუქი შეხებით ან ხელის მოჭერით. თუ გვპასუხობენ, ვხვდებით, რომ სასუნთქი გზები ღიაა და ფილტვები ღებულობს ჟანგბადს ჰაერიდან, გული კი საკმარის სისხლს აწვდის ორგანიზმს. თუ ტრავმირებული სპორტსმენი არ გვპასუხობს, დაიყვირე რაც შეიძლება ხმამაღლა დახმარების დასაძახებლად . თუ არავინ მოდის დასახმარებლად და გვაქვს მობილური ტელეფონი, დაურეკეთ ვინმეს რომ მოგეხმარონ.

A (Airway) – sasunTqi gzebi
B (Breathing) - sunTqva
C (Circulation) - cirkulacia (სისხლის მიმოქცევა)

სიცოცხლე განპირობებულია სხეულში ჟანგბადის მიწოდებაზე. შესაბამისად, იმისათვის რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ, ორგანიზმს უნდა მიეწოდებოდეს ჟანგბადი ღია სასუნთქი გზებიდან. ჟანგბადი ღრმად უნდა ჩავიდეს ფილტვებში და გადავიდეს სისხლში ეფექტური სუნთქვის მეშვეობით და შემდგომ მიეწოდოს მთელს ორგანიზმს ცირკულაციის მეშვეობით. თუ არ არის A (Airway - ღია სასუნთქი გზები), ვერ გვექნება B (Breathing - სუნთქვა) და ვერასდროს მივაღწევთ C-მდე (Circulation - ცირკულაცია). ღია სასუნთქი გზების უზრუნველყოფა არის აბსოლუტური პრიორიტეტი ნებისმიერი ტრავმირებულის შემთხვევაში. მის გარეშე დაშავებული მოთამაშე სავარაუდოდ დაიღუპება.

 

მანუალური ხაზოვანი სტაბილიზება (Manual in-line stabilisation - MILS)

"Manual in-line stabilisation” (MILS) მანუალური ხაზოვანი სტაბილიზაცია არის რეკომენდირებული მიდგომა ტრავმირებული რაგბისტის თავისა და კისრის დაზიანების შემთხვევაში.

ეს მარტივად გულისხმობს მაშველი პირის მიერ საკუთარი ხელებისა და წინამხრების მეშვეობით დაშავებული მოთამაშის თავისა და კისრის დაფიქსირებას და DR ABC-ის უფრო დეტალურად შეფასებას.

 

DR ABC-ისა და MILS-ის სხვადასხვა ეტაპები და პრაქტიკული ასპექტები განმარტებულია მომდევნო თავებში სხვადასხვა ტრავმებთან მიმართებაში.  

MILS-ის ჩატარება

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf