ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

პირველადი სამედიცინო დახმარება რაგბიში

 

მსოფლიო რაგბის საგანმანათლებლო წყარო

ტრავმა თან სდევს ნებისმიერ კონტაქტურ სპორტს. თუმცა, რაგბიში იშვიათია სერიოზული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები. დაზიანებათა უმეტესობის გამოსავალი შესაძლოა გაუმჯობესდეს შემსწრეების მიერ ძალიან მარტივი პირველადი დახმარების ელემენტების სწორად ჩატარების შედეგად მანამ, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდეს.

 

ასეთი შემსწრეები შესაძლოა იყვნენ მშობლები, კლუბის ხელმძღვანელობა, მწვრთნელები, მსაჯები ან თუნდაც სხვა მოთამაშეები. ეს ონლაინ პროგრამა მიზნად ისახავს შეასწავლოს მსურველებს საბაზისო უნარ-ჩვევები რათა საჭიროებისამებრ გაუმკლავდნენ მსგავს შემთხვევებს.

წინასიტყვაობა

ტრავმა თან სდევს ნებისმიერ კონტაქტურ სპორტს. თუმცა რაგბიში იშვიათია სერიოზული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები. დაზიანებათა უმეტესობის გამოსავალი შესაძლოა გაუმჯობესდეს შემსწრეების მიერ ძალიან მარტივი პირველადი დახმარების ელემენტების სწორად ჩატარების შედეგად მანამ, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდეს.  

მსგავსი შემთხვევებისას (“რა იქნებოდა თუ…”-ების) სწორი დაგეგმვა სიტუაციას ნაკლებად სტრესულს ხდის ყველა ჩართული მხარისთვის, და ეხმარება განხორცელდეს უსაფრთხო და ეფექტური დახმარება საწყისი დაზიანებიდან საბოლოო მკურნალობამდე, რაც შესაძლოა ჩატარდეს სამედიცინო ოთახში შემთხვევის ადგილას ან, მაგალითად საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში.

 

გამოცდილ ან შედარებით “გამძლე” მოთამაშეები შესაძლოა უფრო გაუმკლავდნენ და მეტად აიტანონ თამაშის შეწყვეტის განმაპირობებელი დაზიანებები. გამაძლიერებელი ფიზიკური ვარჯიშები და ტრავმების პრევენციის ინიციატივები, როგორებიცაა მსოფლიო რაგბის ძალისა და გამძლეობის პროგრამა, ანუ ფიზ-მომზადება (Strength and Conditioning programme) და რაგბისთვის მზაობის (Rugby Ready) წყაროები, შეუძლია დაეხმაროს მოთამაშეებს რომ თავი დაიცვან ტრავმებისგან.

თუმცა ტრავმებსა და დაზიანებებს მაინც ექნებათ ადგილი, და რაგბის მოთამაშეთა სამყაროს უმეტეს ნაწილში ძნელად ხელმისაწვდომია მოედანზე კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. შესაბამისად პირველადი დახმარების აღმოჩენის პასუხისმგებლობა შესაძლოა დაეკისროს შემსწრეებს მანამ, სანამ უფრო გამოცდილი სამედიცინო დახმარება მოვიდოდეს. ასეთი შემსწრეები შესაძლოა იყვნენ მშობლები, კლუბის ხელმძღვანელობა, მწვრთნელები, მსაჯები ან თუნდაც სხვა მოთამაშეები.

ხუთი ნაბიჯი მოთამაშეთა კეთილდღეობისათვის

მსოფლიო რაგბიმ შეიმუშავა სამსაფეხურიანი სამედიცინო განათლების პროგრამა, რომელიც ეხება რაგბის ტრავმების გადაუდებელ მენეჯმენტს სპორტის ყველა დონეზე. საფეხურები აგებულია რაგბის პოტენციურად საშიშ დაზიანებებთან დაკავშირებული ხუთი მთავარი მესიჯის გარშემო. 

 

 

 

მსოფლიო რაგბის სამედიცინო განათლება

ეს ონლაინ კურსი შემუშავებულია კლუბის პერსონალისთვის, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის და მშობლებისთვის, როგორც პირველადი დახმარების კურსი რაგბის კავშირისთვის, და წარმოადგენს წინაპირობას მსოფლიო რაგბის პირველადი დახმარების 1-ლი საფეხურის გასავლელად რაგბის კურსში.  

 

საფეხური  1
პირველადი დახმარება რაგბიში

საფეხური  2
გადაუდებელი დახმარება რაგბიში

საფეხური 3 მაღალთანრიგოვანი გადაუდებელი დახმარება რაგბიში

კურსის აღწერა

მოქალაქეთა დატრენინგება სპორტში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად

სპორტში გადაუდებელი დახმარების ტრენინგი მოედნის სამედიცინო პერსონალისთვის

მაღალთანრიგოვანი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი მოედნის სამედიცინო პერსონალისთვის

ვისთვის არის განკუთვნილი?

მწვრთნელები, მასწავლებლები, მშობლები, ოფიციალური პირები, და სხვა დაინტერესებული პირები ვისაც შესაძლოა მოუწიოს ტრავმირებული მორაგბის დახმარება

ფიზიოთერაპევტები ან ფიზმომზადების მწვრთნელები, სპორტული რეაბილიტაციის სპეციალისტები ან ექიმები ვინც უზრუნველყოფენ სპორტულ მოედნზე ფორმალურ სამედიცინო დახმარებას

ფიზიოთერაპევტები ან ფიზმომზადების მწვრთნელები, სპორტული რეაბილიტაციის სპეციალისტები ან ექიმები ვინც უზრუნველყოფენ სპორტულ მოედნზე ფორმალურ სამედიცინო დახმარებას გადაუდებელი დახმარების მართვის სტრუქტურის ან მიღწევების სპორტის ფარგლებში

დასწრება და აკრედიტაცია?

50% ონლაინ, 50% დასწრებითი

20% ონლაინ, 80% დასწრებითი ცოდნისა და კომპეტენციებზე დაუძნებული შეფასებით

20% ონლაინ, 80% დასწრებითი ცოდნისა და კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასებით

მინიმალური ხანგრძლივობა:

8 საათი

10 საათი

20 საათი

წინაპირობა / მოთხოვნები:

  • ასაკი 14 წელზე მეტი
  • მსოფლიო რაგბის მზაობის ონლაინ პროგრამის გავლა
  • მსოფლიო რაგბის “პირველადი დახმარება რაგბიში” ონლაინ პროგრამის გავლა

რეგისტრირებული ექიმი,  ფიზიოთერაპევტი, ფიზმომზადების მწვრთნელი, სპორტული რეაბილიტაციის ან თერაპიის სპეციალისტი

რეგისტრირებული ექიმი და ასპირანტი ფიზიოთერაპევტი, ფიზმომზადების მწვრთნელი, სპორტული რეაბილიტაციის ან თერაპიის სპეციალისტი

 

 

მადლობა

დავალების შესრულებისადმი პასუხისმგებლობა, ავტორისა და საკონსულტაციო გუნდის ძალისხმევა ამ საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში წვლილის შეტანაში დიდადაა დაფასებული.

  • ავტორები - ჯონათან ჰანსონი (სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი), ჯეიმს რობსონი (სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი)
  • რედაქტორი - მარკ ჰარინგტონი (მსოფლიო რაგბი)
  • საკონსულტაციო გუნდი - ენდი სმიტი (ინგლისის რაგბის კავშირი), ბრაიან კარლინი (ირლანდიის რაგბის კავშირი, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი), ომარ ჰასანეინი (ირლანდიის მორაგბეთა ასოციაცია), მარტინ რაფტერი (მსოფლიო რაგბი), დავიდ ოუენსი (ჰონგ კონგის რაგბის კავშირი) და უორენ მაკდონალდი (ავსტრალიის რაგბის კავშირი)

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf