ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, კანდიდატებს უნდა შეეძლოთ ჭრილობის შესაბამის მართვის დემონსტრირება საავადმყოფომდელ გარემოში, რაგბის გადაუდებელი დახმარებაში.

მიზნები

  • ჭრილობის მოვლის მისწრაფებების გაგება
  • ჭრილობის შეფასების პრინციპების გაგება
  • ჭრილობის მართვის საფეხურების ამოცნობა
  • ნაკარების ამოღებისა დროისა და ტექნიკების გათვალისწინება

შესავალი

სპორტული ჭრილობების სწორი მართვა მნიშვნელოვანია, თუ ინფექციის ნორმა და სხვა გართულებები შენარჩუნებულია მინიმუმანდე. მოთამაშის თამაშში დაბრუნების საჭიროება ადრეული შესაძლებლობისას, მაგალითად 15 წუთიანი ფანჯარა სისხლის შეცვლისას რაგბის კავშირში, ამატებს ზეწოლას და შესაძლია შეზღუდოს, ამ ფანჯარაში მიღწეული შედეგი. ამრიგად, დროებითი ღონისძიებები შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგალითად ქსოვილის წებო, რომელიც შეიძლება მოიხსნას თამაშის შემდეგ, რაც საშუალებას იძლევა უფრო ჭრილობის ძირფესვიანი გასუფთავებისა და გამოკვლევის, სანამ საბოლოოდ დაიხურება ის.

ჭრილობის მოვლის მისწრაფებები

ჭრილობის დახურვის მისწრაფებებია:

  • ინფექციის რისკის მინიმალიზაცია
  • ფუნქციის აღდგენა
  • ქსოვილის მთლიანობის აღდგენა ძლიერი და ოპტიმალური კოსმეტიკური გარეგნობით

ჭრილობის შეფასება

ქვემოთ ჩამოთვლილნი უნდა განიხილებოდეს, როცა ხორციელდება ჭრილობის შეფასება:

  1. ჭრილობის კლასიფიკაცია:
    • ნახეთქი
    • დაჟეჟილი ჭრილობა
    • ნაჩხვლეტი ჭრილობა
    • ნაკბენი
    • კანის აძრობითი დაზიანება
    • ნახეხი
  2. ჭრილობის ტიპები:
    • სიგრძივი (სწორი)
    • ვარსკვლავისებრი (არასწორი)
  3. სიღრმე:
    • ჭრილობა, რომელიც მთლიანად არ არის შეღწეული კანში არის ზედაპირული
    • გამოიკვლიეთ ყველა სიღრმის ჭრილობა ანესთეზიის გამოყენებით, თუ არსებობს ეჭვი, იმისა შესახებ ხომ არ არის ქვემოთ განლაგებული სტრუქტურა დაზიანებული.
  4. ჭრილობის ადგილმდებაროება
    • ინფექციის ხარისხი: ფეხები&ტერფები>მკლავი&ხელი>თავი&კისერი
    • კოსმეტიკური შედეგები
    • სახსარზე არსებული ჭრილობები
  5. ქვემოთ განლაგებული სტრუქტურის დაზიანება:
    • შეფასების საკვანძო ასპექტია ტრავმის მიღების მექანიზმი
    • ყოველთვის შეფასეთ დისტალური ნევრო-ძარღვოვანი სტატუსი
    • შეაფასეთ პოტენციური ქვემო მყესის დაზიანება
  6. არის ეს ჭრილობა დაბინძურებული?
    • ყველა სპორტული ტრავმა პოტენციურად ბინძურია
    • 4 საათზე მეტი ხნის დაზიანება
    • ადგილმდებაროება
    • დაბინძურება უსიცოცხლო ქსოვილით, უცხო მატერიით, ნერწყვით ან ტალახი
    • ბლაგვი (გასრესა) მექანიზმი
    • მაღალი სიჩქარის იარაღით მიყენებული დაზიანება

ჭრილობის მართვა

  1. გაოიყენეთ უნივერსალური უსაფრთხოების ზომები:
    • ხელთათმანები და წინსაფარი
    • სათვალე/სახის დამცავი
    • მჩხვლეტავი ნივთებისგან დაცულობა
  2. საწყისი მართვა
    • მიაღწიეთ ჰემორაგიის კონტროლს, სტერილური-სუფთა სახვევის/მარლის საფენის პირდაპირი დაწოლით
    • თუ სისხლი გამოედინება პირველი საფენითდან, ზემოდან მოათავსეთ მეორე საფენი. თუ, სისხლი ისევ გამოედინება არ მოათავსოთ შემდგომი საფენი ზემოდან : მოხსენით, ამოიცანით სისხლდენის წერტილი და სათანადოდ შეასრულეთ „პირდაპირი“ ზეწოლა მასზე.
    • აწიეთ ჭრილობა ზემოთ, თუ ეს შესაძლებელია
    • თუ, სისხლი ისევ გამოედინება, განიხილეთ პროქსიმალური წერტილის არაპირდაპირი ზეწოლა
    • როცა უკვე კონროლირებულია, შეაფასეთ ჭრილობის დისტალური სისხლძარღვი და ნევროლოგიური შესუსტება
    • თუ, შეუძლებელია ჰემორაგიის კონტროლი, გადაიყვანეთ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, რაც შეიძლება სწრაფად, იდეალურად IV-ის წვდომით, მოთხოვნილი სითხისთვის მართული სისტოლური სისხლის წნევით ან სხივური პულსის დაკარგვით.
  3. ჭრილობის გასუფთავება
    • პოვიდონ-იოდი - 1% (ყურადღებით იყავით ალერგიაზე)
    • ფიზიოლოგიური ხსნარი (დაუმტკივებელი სარგებლიანობა ცეტრიმიდითა და ქლორჰექსიდინით)
    • მაღალი წნევის ირიგაცია შეიძლება მიღწეული იყოს 18გრ ნემსით 20მლ შპრიცზე
    • ირიგაცია უხვი ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარით. “The solution to pullition is dilution” – “დაბინძურებისთვის გამოსავალი არის გაზავება“
    • თუ, უცხო ნივთიერებაა განლაგბული შიგნით, მაშინ ჭრილობის გასუფთავება ხისტი ან კბილის ჯაგრისით
  4. გადახვევა
    • გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როცა აუცილებელია
    • გამოიყენეთ მშრალი არა-წებოვანი საფენი, რომელიც ადეკვატურად დაფარავს ჭრილობას
    • დარწმუნდით, რომ ჭრილობა დაფარულია ოთხივე მხრიდან
    • 48 საათის შემდეგ ან უფრო ადრე ხელახლა ნახეთ საფენი, თუ არსებობს რაიმე ინფექცია
    • საფენის ტიპები : Mepore, Primapore და ა.შ
    • განიხილეთ Jelonet-ის ფენის გამოყენება ან Inadine-ის მარლა, რათა თავიდან აიცილოთ ჭრილობაზე საფენის მიკრობა
  5. შეამოწმეთ ტეტანუსის სტატუსი
    • თუ, აქვს ხუთივე იმუნიზაცია (ბავშვის, ბაღის &.... 14 წლის) და შედარებით  სუფთა ჭრილობა, მაშინ არ არის შემდგომი ტეტანუსი
    • თუ, არ აქვს სრული იმუნიზაციის პროგრამა ან მაღალი რისკი, მაგალითად ბინძური რაგბის მოედანი, მაშინ საჭირაო გამაძლიერებელი
    • ნახეთ ზოგადი ექიმი, პრაქტიკოსი ექთანი ან უბედური და გადაუდებელი შემთხვევების ცენტრი
  6. რჩევა პაციენტს
    • შეინარჩუნეთ ჭრილობა სუფთად და მშრალად პირველი რამდენიმე დღე
    • კიდურის ჭრილობა მოითხოვს დასვენებას და ზევით აწევას, პირველი 24 საათის განმავლობაში
  7. ხელახლა ნახეთ ჭრილობა
    • ყველა საეჭვო ჭრილობა, რომელშიც შეიძლება განვითარდეს ინფექცია, ხელახლა უნდა ინახოს 48 საათის გასვლამდე
    • პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ადრეულად დაბრუნდნენ თუ განუვითარდებათ ინფექციის რაიმე ნიშნები
  8. ნაკერების არჩევანი და მოხსნის დრო

ნაკერის მოხსნის დროის გზამკვლევი არის ნაჩვენები ქვემოთ ცხრილში.

  • ნაჩვენები ნაკერების მოხსნის დრო არის ოპტიმალური, რეკომდირებული ჭრილობის შეხორცებისა და ინფექციის რისკის შემცირებისთვის. დამხმარე აქვიტოვებთან მორგებამ (ვარჯიშები, თამაშები), შესაძლოა ნაკარების უფრო დიდი ხნით გაჩერება, მაგალითად მომდევნო თამაშის შემდეგ დღემდე. ეს მოითხოვს ფრთხილ მონიტორინგსა და ანტიბიოტიკების შესაძლო გამოყენებას, თუ არსებობს ინფექციის ნიშნები.
  • ნაკერების მოხსნა უნდა შესრულდეს სტერილური მაკრატლის წყვილისგან ან შეკვეთით დამზადებული ერთჯერადი ნაკერის გამჭრელით, შეხორცებული ჭრილობის გასუფთავების შემდეგ. ძაფი უნდა გაიჭრას ერთი მხრიდან კანში შესვლის ადგილზე და შემდეგ მეორე მხრიდან იქნეს გამოღებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული, კანის ზემოთ მოთავსებული ძაფის ამოღება ჭრილობის გავლით, რადგან ეს გამოიწვევს პოტენციურ დაინფიცირებას.
  • ძაფების ამოღების შემდეგ, კარგი პრაქტიკაა წებოვანი ვიწრო ფირფიტების გამოყენება, მაგალითად სტერილური ფირფიტები, რაც შეხორცებულ ჭრილობას აძლევს გარკვეულ მხარდაჭერას რამდენიმე დღით ძაფების ამოღების შემდეგ. თუ, ძაფეხის მოხსნის დროს არსებობს შეშფოთება, რომ ჭრილობა გახსნილია, მაშინ შესაძლოა განიხილებოდეს ალტერნატიული ძაფების მოხსნა გარკვებული პერიოდის განმავლობაში (ნაპრალების ამოვსება სტერილური ფირფიტებით), სანამ მოხსნით ყველა ძაფს. თუ, ეს გექნიკა იქნება გამოყენებული, პოტენციური ინფექციის შეფასება უნდა იყოს შესრულებული, ანტიბიოტიკების დანიშვნის განხილვასთან ერთად.

შეჯამება

სპორტული აქტივობების დროს მიღებული ყველა ჭრილობა არის ბინძური ჭრილობა. საჭიროა სიღრმისეული გასუფთავება და გამოკვლევა, რათა მოხდეს რბილი ქსოვილების დაზიანების სრული ზომის შეფასება და მართვა, სანამ მის დაფარვა განხორციელდება. დროებითი ღონისძიებები, მაგალითად დაწებება, შეიძლება იყოს გამოყენებული, რაც მოთამაშეს მისცემს თამაშში სწრაფი დაბრუნების შესაძლებლობას, მაგრამ ის უნდა მოიხსნას შეჯიბრის შემდეგ და ჭრილობა უნდა გასუფთავდეს და მკურნალობა ჩატარდეს შესაფერისად.

ყველა ჭრილობა უნდა შემოწმდეს 48 საათის ფარგლებში, რომ შემოწმდეს ინფექციის ნიშნები და მკურნალობა ჩატარდეს შესაფერისად. ძაფების მოშორების დამოკიდებულია ჭრილობის ადგილმდებარეობაზე და ხშირად, მორგებულია მოთამაშის სპორტულ აქტივობებთან. სიფრთხილეა საჭირო, ინფექციის ნიშნების რეგულარული შემოწმებისას.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • ჭრილობის ფრთხილი, ადეკვატური შეფასება
  • ჭრილობის სიღრმისეული გასუფთავება
  • ჭრილობის გონივრული დახურვა
  • ჭღილობის რეგულარული შემოწმება
  • ანტიბიოტიკების შესაფერისი გამოყენება
  • ნაკერების ფრთხილი მოხსნა

დანართი 1

წებოვანი ფირფიტების გამოყენებ და შედეგი

ჭრილობის წევოს გამოყენება


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf