ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მიმოხილვა

ამ თავის დასრულების შემდეგ, კანდიდატებს უნდა გქონდეთ ცნობიერება ამაღლებული შემოთავაზებული აღჭურვილობისთვის, რათა გასწიან გადაუდებელი დახმარების გაწევისას რაგბის გარემოში.

მიზნები

  1. შემოთავაზებული აღჭურვილობის ჩამონათვალის გადახედვა, რაც განხილული იქნება გადაუდებელი დახმარებისთვის რაგბის გარემოში.
  2. აღჭურვილობის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნების გაგების საჭიროება.
  3. აღჭურვილობის მოხერხებულ კონტეინერებში მოთავსების გაგება, რათა თავიდან აცილებული იყოს დაზიანება და ისინი შენარჩუნდნე მუშა მდგომარეობაში.
  4. კანონდებლობის შესაბამისი შეკვეთის, მიღების, შენახვის, გამოყენებისა და წამლის გადაცემის გაგება.
  5. გუნდთან ერთად საზღვარგარეთ წამლების გადატანის გამოწვევების გაგება, ღონისძიებამდელი მომზადების კუთხით, რაც მოიცავს მოთხონვილი დოკუმენტაციის მოპოვებას.

შესავალი

ეს თავი მოიხილავს, სპორტული გარემოსთვის მოთხოვნილი აღჭურვილობის ამოცნობისა და პერსონალის მოვალოების შესრულებისთვის მოთხოვნილი აღჭურვილობა, შესაძლოა დამყარებული იყოს ტრავმის ეპიდემიოლოგიასა და ავადმყოფობაზე, იმ სპორტში, რომელშიც მუშაობთ.

განხილულია აღჭურვილობის შენარჩუნებისა და შენახვის მნიშვნელობა. დარწმუნდით, რომ ყველა აღჭურვილობა ვადიანია, მუშა მდგომარებაშია, მომსახურების ჟურნალნთან ერთად, რაც აუცილებელია. განსაკუთრებით, აღსანიშნავია, რომ ისინი წესრიგშია, მიღებულია, შენახულია და წამლები განკარგულია, რათა უზუნრველყოთ სპორტული ორგანიზაციებისა და პერსონალური მოქმედება კანონის ჩარჩოში.

აღჭურვილობის ჩამონათვალი

შემოთავაზებული აღჭურვილობის ჩამონათვალი ქვემოთაა მოცემული. ეს არის რისკის შეფასების მეირ გამოვლენილი საუკეთესოდ მიღებული პრაქტიკა და ის უნდა იყოს მიმოხილული და გადმოღებული თქვენი სპეციფიკური სპორტის გარემოსთვის და უნდა ეთავსებოდეს დამსწრე ექიმის უნარებს.

  • გრძელი (ხერხემლის) საკაცე ან გასაშლელი გრძელი საკაცე (EXL Scoop),  თავის იმობილიზაციასთან ერთად და შესაბამისი გადამზადებული გამომყვანი გუნდი (ვინც მომზადებული სამედიცინოს პერსონალის მიერ, რათა ადეკვატურად და უსაფრთხოდ, სამედიცინო პერსონალის მითითების მიხედვით, მოათავსონ მოთამაშე საკაცეზე და გამოიყვანონ ის სათამაშო მოედნიდან).
  • კისრის ნახევრად-დრეკადი საყელო(ები) - ხელმისაწვდომია საყელოების არჩევანი, რათა ის მოერგოს გუნდში ყველა მოთამაშეს (გამოსაყვანი საყელო) და 2 შეთავსებადი საყელო. კისრის რბილი საყელოები არ არის მოხერხებული.
  • არტაშანები (ზემო და ქვემო კიდურების იმობილიზაციისთვის)
  • სტეტოსკოპი და სფიგმომანომეტრი
  • სასუნთქი გზები (ქვემოთ მოცემულიდან, რომელიმე უნდა იყოს არჩეული)
    • პირ-ხახის სასუნთქი გზა (სისტემატიზირებული ზომები)
    • ყელ-ცხვირის სასუნთქი გზა (სისტემატიზირებული ზომები)
    • I-Gel სუპრაგლოტიკური სასუნთქი გზა (სისტემატიზირებული ზომები)
    • ჯიბის ნიღავი, ერთმხრიანი სარქველით
    • ჩანთა-სარქველი ნიღაბი
  • ჟანგბადი - რაც მოიცავს ჟანგბადის ნაკადის ცვალებად ცილინდრს, ჩანთა-სარქველ ნიღაბს, არა-ამუნთქვადი ნიღბებს და ტრანსპორტირებისთვის შექმნილი.
  • პაციენტის მიერ თვითგამოყენებადი Entonox, რომელიც შექმნილია ტრანსპორიტრებისთვის.
  • პორტატული ასპირატორი (შეიძლება იყოს ხელითმართული ან მკვებავით)
  • გასაკერი კომპლექტი და აღჭურვილობა - უნდა იყოს ერთჯერადი კომპლექტი ან სტერილური, ამჟამინდელ ნაციონალურ კანონმდებლობასთან შესაბამისი.
  • სანათიანი კალამი
  • ავტომატური გარე დეფიბრილატორი - საფრქვევი აეროზოლი და მილები
  • ყავარჯნები

იდეალურ შემთხვევაში, აღჭურვილობის წესრიგში ყოფნა და აღწერა უნდა ხორციელდებოდეს ყოველკვირეულად, პასუხისმგებელი კლინიკური პერსონალის მიერ. ასეთი მაგალითი, იხილეთ დანართ 1-ში.

ყველა წამალი ყოველთვის უნდა იყოს ვადიანი. ყველა წამლის აღწერა და მათი ვადის გასვლის თარიღი უნდა იყოს შემოწმებული და ხელმოწერილი ყოველი ღონისძიების წინ და ყველაზე ნაკლებ ყოველკვირეულად, პასუხისმგებელი კლინიკური პერსონალის მიერ. ალტერნატიული მიდგომაა, ყუთებზე უსაფრთხოების ნიშნების მიმაგრება და საკონტროლი სიის გამოყენება, თუ ნიშნები მოძვრება ყუთებს. ამ მეთოდის გამოყენება უმნიშვნელოვანესია, რომ გქონდეთ ვადაგასული წამლების ზუსტი თარიღების ცხრილი, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა წამალი ვადიანია.

აღჭურვილობის შენარჩუნება

ყველა აღჭურვილობა უნდა შენარჩუნდეს, როგორც შეესაბამება მწარმოებლის რეკომენდაციებს და გამოყენებული უნდა იყოს იმ მიზნით, რა მიზნითაც შექმნილია. ეს მოიცავს დარწმუნებას, რომ აღჭურვილობა მოწესრიგებულია, როგორც რეკომენდირებულია. მომსახურების ჟურნალი უნდა იყოს შენახული.

აღჭურვილობის შენახვა

ყველა აღჭურვილობა უნდა შეინახოს, როგორც შეესაბამება მწარმოებლის რეკომენდაციებს. იდეალურ მდგომარეობაში, ეს უნდა იყოს მტკიცე და დაცულ, დახურვად ოთახში და/ან კაბინეტში მოთავსებული. მობილური აღჭურვილობა უნდა იყოს მტკიცე კონტეინერებში, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის დაცულობასა და უსაფრთხოებას.

მედიკამენტების მართვა

წინაპირობა:

წამლის გამოყენება მითითებულია ჯანმრთელობის დეპარტამენტის „ეროვნული მინიმალური სტანდარტების რეგულაციით დამოიკიდებელი ჯანმრთელობის დაცვისთვის“ და არის სახელმწიფოს ხარისხზე ზრუნვის კომიის დაქვემდებარებაში (ფორნალურად ცნობილი, როგორც ჯანმრთელობის დაცვის კომისია). 22 სტანდარტი მიუთითებს, რომ მედიკამენტების გამოყენება დაფუძვნებულია 1968 წლის მედიკამენტების აქტის მოთხოვნებზე,  1971 წლის წამლების არასწორი მოხმარების აქტისა და წამლების არასწორი მიღების რეგულაციებზე. ამრიგად, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი მიზანია უკიდურეს შემთხვევაში მივაღწიოთ მინიმალურ სტანდარტებს. ქვემოთ მოცემულია მოქმედების გეგმის კომპლექტები, რომლებიც კლუბებმა უნდა გამოიყენონ, რათა მიაღწიონ სტანდარტებს და ეთანხმებოდნენ მედიკამენტების აქტს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ჯამნრთელობის ზრუნვის მიწოდების პრაქტიკა, მათი მოთამაშეებისთვის, უსაფრთხო და კვალიფიცირებული მეთოდით.

წამლების შეკვეთის მოქმედების გეგმა:

  • მედიკამენტის შეკვეთა უნდა იყოს წერილობითი და ხელმოწერილი, შესაბამისი ექიმის მიერ.
  • შეკვეთა უნდა გადაიცეს ფაქსით, ფოსტით ან ელ-ფოსტით მიმწოდებელი ფარმაცევტულ კომპანიას.
  • წამლების კონტროლის სპეციალური რეგულაციები გათვალისწინებულია, რომელიც მოითხოვს მხოლოდ ექიმის ხელმოწერას და ის ვალიდური იქნება მხოლოდ, მაშინ თუ შევსებულია ფორმა FP10CDF, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ადგილობრივ პატენტის თანამშრომლობის ხელშეკრულებაში (PTC - Patent Cooperation Treaty). ფარმაცევტი უნდა ფლობდეს ორიგინალურ ხელმოწერილ შეკვეთას, სანამ გასცემს კონტროლირებულ მედიკამენტებს.
  • დაიტოვეთ შეკვეთის ასლი, კლუბის დოკუმენტებისტვის.
  • მედიმანტების შეკვეთა უნდა გაეგზავნოს რეგისტრირებულ ფარმაცევტულ კომპანიებს ან იმ მიმწოდებლებს, ვისაც აქვთ საბითუმო გაყიდვის ლიცენზია, იმ „პასუხისმგებელ პირს“, ვინც ფარმაცევტულ კომპანიებზე უპირატესია.

მიღების სამოქმედო გეგმა:

  • შეამოწმეთ მიღებული მედიკამენტები მომწოდებლის ფურცელს, შეუსაბამეთ ორიგინალ შეკვეთას და შეიყვანეთ მედიკამენტების მონიტორინგის ფორმაში (იხილეთ, დანართი 3).
  • მიღებული კონტროლირებული მედიკამენტები შეყვანილი უნდა იყოს კონტროლირებული წამლების რეგისტრაციაში.
  • დარწმუნდით, რომ მედიკამენტები გამოიყენება რიგის მიხედვით, რომ გარანტირებული იყო პირველ რიგში ძველი მედიკამენტების გამოყენება და შემდეგ ახლის.

შენახვის სამოქმედო გეგმა:

  • წამლები მოთავსებული უნდა იყოს დახურვად კაბინეტში, რომელიც შესაბამისობაში მოდის ბრიტანულ სტანდარტებთან BS 2881:1989.
  • კონტროლირებული წამლები მოთავსებული უნდა იყოს კონტროლირებული წამლების კაბინეტში.
  • კონტროლირებული წამლები შენახული შეიძლება იყოს, მხოლოდ შესაბამისი შსს/სახელწმიფოს ლიცენიით.
  • ზემოთ ხსენებულის, მნიშვნელოვანი ასპექტი საჭიროა იყოს უსაფრთხოების საგანი, რომელიც ზღუდავს სახელობრივ პერსნალურ მისაწვდომობას.
  • მედიკამენტებს, რომებლსაც სჭირდება შესანახი მაცივარი, უნდა მოთავსდნენ სპეციალურ ფარმაცევტულ მაცივარში და ისეთში, რომელიც გამოიყენება სურსათისთვის და ა.შ. ფარმაცევტული მაცივარი აქვს მაქსიმალური/მინიმალური თერმომეტრი და ყოველდღიური ჩანაწერები ტემპერატურის შესახებ.
  • გადაუდებელი დახმარების მედიკამენტები უნდა იყოს აშკარად გამოკვეთილი, რადგან შენახულია და უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი.

გამოყენების სამოქმედო გეგმა:

  • მოთამაშისთვის წამლის გაცემა უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით, კლუბის ექიმის მიერ და წამლის გაცემა ჩანიშნული უნდა იყოს მედიკამენტების მონიტორინგის ფორმაში (ან ყოველკვირეული მედიკამენტის გაცემის ფორმაში ან ღონიზისძიების/თამაშის დღის მედიკამენტების გაცემის ფორმა (იხილეთ, დანართი 4)  და შემდეგ უნდა გადაიწეროს ყოველკვირეული მედიკამენტის გაცემის ფორმაში). მოთხოვნილია, რომ ექიმმა ხელი მოაწეროს შესაბამის ფორმას, რათა გააგრძელოს წერილობითი აღწერა ამ მითითებების, წამლის საწყობიდან მისი გაცემისას.
  • მედიკამენტები გაცემული უნდა იყოს ინდივიდუალურად, როგორც მოთხოვნილია ან თუ, ერთი დოზაზე მეტია გაცემული ის უნდა იყოს ხილულ პაკეტში ან ეტიკეტის მქონე ყუთში, მოთამაშის სახელით, წამლის სახელითა და დოზირების ინსტრუქციით.
  • მედიკამენტის მოხმარებასთან, სარგებლიანობისა და გვერდითი მოვლენებთან  დაკავშირებით რჩევები უნდა მიეცეს მოთამაშეს.
  • მოთამაშეს უნდა ეთქვას, რომ მისთვის გაცემული წამალი არის მხოლოდ მისი მოხმარებისთვის და ის არ უნდა გადასცეს სხვას. გამოუყენებელი მედიკამენტები უნდა გადაიყაროს (იხილეთ ქვემოთ) და არ უნდა დაბრუნდეს საწყობში, ახლიდან გაცემისთვის.

გადაყრის სამოქმედო გეგმა:

  • უნდა გაფორმდეს კონტრაქტი ფარმაცევტული ნარჩენების გადამუშავების კომპანიასთან ან გადასყარელი ან დაზიანებული წამლების შეცვლისთვის.
  • კონტროლირებული წამლები უნდა გადაიყაროს შსს დანიშნული პერსონალის მიერ და კონტროლირებული საშიში სუბსტანციის გადაყრამდე, ის უნდა იყოს შენახული კონტროლირებადი წამლების კარადაში და ნათლად უნდა იყოს მონიშნული, რომ არ გაიცემა პაციენტისთვის.

გვერდითი მოვლენების შეტყობინების სამოქმედო გეგმა:

  • წამლების გვერდითი მოვლენების ფორმა უნდა შეივსოს იმ შემთხვევაში, როცა წამლის მიღების შემდეგ პაციენტი იგრძნობს რაიმე შუეფერებელს.
  • კლუბის ექიმს უნდა ეცნოს დაუყოვნებლივ და სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს პაციენტს შესაბამისად.
  • კლუბის ექიმმა უნდა მოიკვლიოს ინციდენტი მიმწოდებლის ჩართულობით.

შეცდომის შეტყოებინება

  • შეცდომის შეტყობინების წახალისება უნდა მოხდეს, დადანაშაულების გარეშე,
  • წამლების დანიშნვისას და გაცემისას შეცდომები უნდა იყოს ჩანიშნული შეტყობინების ფორმაში. ექიმს უნდა ეცნოს დაუყოვნებლივ და სამედიცინ ოდახმარებას უნდა გაეწიოს პაციენტს შესაბამისად.
  • ექიმმა უნდა მოიკვლიოს ინციდენტი და შეავსოს მოხსენება, აუცილებელი საფეხურების ამოცნობით, რათან მოხდეს სამომავლო შეცდომების გაჩენის პრევენცია.

პერიოდული მარაგი/ვადის გასვლის შემოწმება:

  • უნდა შესრულდეს მარაგის ყოველთვიური შემოწმება, რათა დარწმუნდეთ წამლების მონიტორინგის ფორმა, ბალანსში მოდის სპორტული ღონისძიებისთვის მომარაგებულ მედიკამენტებთან.
  • უნდა შესრულდეს მარაგის ყოველთვიური შემოწმება, რათა დარწმუნდეთ, რომ ვადაგასული მარაგი განსაზღვრულია და ნათლადაა მონიშნული, რათა არ მოხდეს მათ გამოყენება პაციენტის მიერ.
  • ნახეთ გადაყრის სამოქმედო გეგმა, ვადაგასული ან დაზიანებული წამლებისთვის.

საცნობარო რესურსებზე ხელმისაწვდომობა

  • ხელმისაწვდომი უნდა იყოს თანამედროვე მისადაგებული საცნობარი რესურსები, მაგალითად ბრიტანული ნაციონალური ფარმაცევტული ცნობარი (British Nation Formulary), რაც მოკლედ გადმოცემს პროდუქტის მახასიათებლებს ყველა პროფუქტისთვის და ეხმარება მედიკამანტის ინფორმაციის შეფასებისთვის.

აკრძალული ნივთიერებები:

  • ექიმებმა უნდა იცოდნენ ის ნივთიერებები, რომლებიც არ არის ნებადართული სპორტის მმართველო ორგანის მიერ.
  • ექიმები უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი არ აძლევენ აკრძალულ ნივთიერებას მოთამაშეს, გარდა გადაუდაბელი დახმარების გაწევის მიზნით.
  • აკრძალული ნივთერებები, შეიძლება იყოს მხოლოდ დანიშნული მედიკამენტების ფორმით, ურეცეპტო წალმებით დ ან კვების დანამატებით.
  • მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან საბოლოო ჯამში პასუხისმგებლები აკრძალული ნივთიერებების მიღებაზე და მათ, ყოველთვის უნდა შეამოწმონ შემადგენლობა იმის, თუ რას იღებენ და მოიძიონ ცნობები, თუ გაურკვეველია.

აღჭურვილობა და მედიკამენტები საზღვარგარეთ

აღჭურვილობის  არჩევა, რომელიც საზღვარგარეთ მიგაქვთ, კიდევ ერთხელ უნდა იყოს რისკის შეფასებაზე დაფუძვნებული, იმ ნივთების გათვალისწინებით, რომელიც იქნება შემოთავაზებული და ხელმისაწვდომია გადაუდებელი დახმარებისთვის. სტუმრად ჩასულ ქვეყანაში, უმნიშვნელოვანესია, ადრეული შესაძლობისას სამედიცინო რესურსების თაობაზე დაკავშირება. იდეალურ შემთხვევაში, სამედიცინო სერვისსა და აჭღურვილობაზე შეთანხმება უნდა დადასტურდეს წერილოებით. თუ, არსებობს მიწოდებაზე ეჭვი, მაშინ ყველა შემოთავაზებული, რისკის შეფასებაზე დაფუძვნებული, აღჭურვილობა და მედიკამენტები უნდა წაიღოთ თან, „ჩაალაგე საკუთარი პარაშუტი“.

განსაკუთრებული მშივნელობის არის, დარწმუნება, რომ ადეკვატური სამედიცინო დაზღვევა არსებობს, რათა თავიდან აცილებული იყოს სამედიცინო დახმარების ან განსაკუთრებით გადაუდებელი დახმარების სერვისების მიწოდების გაჭიანურება.

როცა, გეგმავთ აღჭურვილობის საზღვარგარეთ წაღებას, უმნიშვნელოვანესია, აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება მშობლიური ქვეყნის სახელმწიფოს ორგანოებიდან, მაგალითად გაერთიანებულ ბრიტანეთში ეს არის შსს, რათა წახვიდეთ და დაბრუნდეთ აღჭურვილობასა და მედიკამენტებთან ერთად. ხშირად, მოთხოვნილია ყველა კონტროლირებული წამლის ჩამოთვლა ჯენერიკის სახელით, კონცეტრაციით, მოხმარების წესისა და რაოდენობის მიხედვით.

დამატებითი კოტრაქტი უნდა დამყარდეს, სტუმრად ჩასული ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებთან, რათა შეაგროვოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სააგენტოებიდან, რომ შეხვიდე ქვეყანაში და დააკმაყოფილოთ ყველა საბაჟო მოთხოვნა. ზოგი მედიკამენტი და სამედიცინო აირი არ არის დაშვებული ზოგ ქვეყანაში.

ზემოთ ხსნებულ პროცესს შეუძლია დასჭირდეს დიდი დრო, ამრიგად, მშიშვნელოვანია, შესაბამის სააგენტოებთან კონტაქტის დამყარება ადრეული შესაძლებლობისას, რათა დაიწყოთ პროცესი და შეაგროვოთ საჭირო დოკუმენტაცია გამგზავრების დროში.

შეჯამება

მნიშვნელოვანია, სპორტული გარემოსთვის და პერსონალის მოვალოების შესრულებისთვის განსაზღვროთ საჭირო აღჭურვილობა. საჭირო აღჭურვილობა, შესაძლოა დაფუძვნებული იყოს იმ სპორტის ეპიდემიოლოგიაზე, რომელშიც მუშაობთ, განსაზღვრულ ტრავასა და ავადმყოფობის ტიპზე, ღონისძიების რისკის შეფასებასთან ერთად.

აღჭურვილობა შენახული უნდა იყოს მწარმოებლის მითითებებთან შესაბამისობაში. ყველა აღჭურვილობის მომსახურების ჟურნალი უნდა იყოს შენარჩუნებული, რაც მოიცავს საინფორმაციო სერვისების თარიღებს და როცა, ნაკლის პოვნას და მიმართვას. დამატებით, ჩამონათვალის შემოწმება უნდა შესრულდეს მინიმუმ ყოველკვირეულად.  სამედიცინო აღჭურვილობის შენახვა, როგორც უთითებს მწარმოებელი, დაცული და უსაფრთხო გარემოში პირველხარისხოვანია, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარებით.

მედიკამენტების შეკვეთა, მიღება, შენახვა და გადაყრა ხორციელდება სპორტული ორგანიზაციებისა და პერსონალის მიერ, კანონთა შესაბამისად.

საზღვარგარეთ სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიმანტების მიწოდება დაკავშირებულია განსაკუთრებულ გამოწვევებთან, ეს მოიცავს იმ სტუმრად ჩასული ქვეყნის რისკ ფაქტორის შეფასების მიხედვით, მოთხოვნილი აღჭურვილობისა და მედიკამენტების განსაზღვრას და ლოკალური სამედიცინო მომწოდებულ კომპანიებთან შეთანხმებას. უმნიშვნელოვანესია, მშობლიური ქვეყნის სააგენტოებისაგან და სტუმრად ჩასული ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებისგან აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება.

სწავლების მნიშვნელოვანი პუნქტები

  • აღჭურვილობის ჩამონათვალი: აუცილებელი აღჭურვილობა დაფუძვნებული უნდა იყოს სპორტული ტრავმისა და ავადმყოფობის ეპიდემიოლოგიაზე, რისკის შეფასებასთან გათვალისწინებით.
  • აღჭურვილობის შენარჩუნება: ყველა აღჭურვილობა გამოყენებული და შენახული უნდა იყოს მწარმოებლის რეკომენდაციებთან თანხვედრაში.
  • აღჭურვილობის შენახვა: ყველა აღჭურვილობა მოთავსებული უნდა იყოს შესაფერის უსაფრთხო სივრცეში და როცა, ხდება გადატანა მოთავსებული უნდა იყოს მყარ, ადეკვატური სტრუქტურაში, რათა დაცულად და უსაფრთხოდ იყოს აღჭურვილობა.
  • მედიკამენტების მართვა: ყველა მედიკამენტი უნდა იყოს შეკვეთილი, მიღებული, შენახული, განაწილებული და გადაყრილი კანონთან და ამჟამინდელ კანონმდებლობასთან თანხვედრაში.
  • აღჭურვილობა და მედიკამენტები საზღვარგარეთ: უმნიშვნელოვანესია ადრეული დაგეგმვა, რათა განსაზღვროთ საჭირო მედიკამენტები და აღჭურვილობა შეკრებისთვის, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ადგილობრივ სამედიცინო სერვებისთან და პირობებთან ურთიერთქმედებისთვის.

დანართი 1

დანართი 2

მედიკამენტების მონიტორინგის ფორმა

წამლის საელი: ........................................................

მწარმოებელი: .................................................................

სიძლიერე: ..........................................................

ფორმა: ...................................................................

დანართი 3

თამაშის დღეს წამლების გაცემის ფორმა

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf