ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

მწვრთნელთა მომზადებისას ტრადიციულად უპირატესობა ენიჭებოდა თამაშის ტექნიკურ ელემენტებს, მაგალითად: თამაშის ტექნიკა, ტექნიკური ილეთები, ტაქტიკა და ა.შ. ანუ იმას თუ „რა“ ვასწავლოთ. თუ კონცეტრირებას მოვახდენთ იმაზე თუ რისი გაკეთება უწევს მწვრთნელს მოედანზე დავინახავთ, რომ ამ ქმედებათა უმრავლესობა ზოგადი და საერთოა სპორტის ნებისმიერი სახეობისათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ მივდივართ კითხვამდე თუ „როგორ“ ვასწავლოთ. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა იმისა თუ „როგორ“ ვასწავლოთ:

  • ვარჯიშები სახალისო უნდა იყოს
  • მონაწილეების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს
  • აუხსენით და ასწავლეთ
  • მოახდინეთ დემონსტრირება
  • დააკვირდით და გააანალიზეთ
  • მიიღეთ ინფორმაცია უკუკავშირის გზით
  • წააქეზეთ ცოდნის მიღება
  • დასვით კითხვები და უსმინეთ
  • დასახეთ მიზნები და იმსჯელეთ მათზე
  • დაგეგმეთ და მოამზადეთ
  • აკონტროლეთ ქცევა
  • შეაფასეთ საკუთარი ვარჯიში

მეორე დონის სასწავლო კურსში „მსოფლიო რაგბიმ“ აქცენტი სამწვრთნელო ოსტატობის  4 ფუნდამენტურ ტექნიკურ საკითხზე გააკეთა:

  1. სწავლება და ახსნა
  2. დემონსტრირება
  3. დაკვირვება და ანალიზი
  4. უკუკავშირი

მათი ძირითადი ელემენტების ჩამონათვალი მომდევნო გვერდზეა მოყვანილი. ეცადეთ გაითვალისწინოთ ისინი თქვენს სამწვრთნელო საქმიანობაში და გამოიყენოთ თქვენი ეფექტურობის შესაფასებლად.

 

 

 

 

სწავლება და ახსნა

  1. წინასწარ მოამზადეთ სათქმელი
  2. ვიდრე ახსნას დაიწყებთ დარწმუნდით, რომ ყველანი გისმენენ
  3. გააკეთეთ მოკლე და ზუსტი გზავნილები
  4. წაახალისეთ კითხვების დასმა და დარწმუნდით, რომ თქვენი ნათქვამი ყველამ გაიგო  

 

დემონსტრირება

  1. დადექით ისე, რომ ყველა გხედავდეთ და ყველას ესმოდეს
  2. ყურადღება გაამახვილეთ 1-2 ძირითად საკითხზე
  3. საჭირო დემონსტრირება გაიმეორეთ რამდენჯერმე
  4. წაახალისეთ კითხვების დასმა და დარწმუნდით, რომ თქვენი ნათქვამი ყველამ გაიგო  

დაკვირვება და ანალიზი

  1. ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ძირითად ფაქტორზე გაამახვილით ყურადღება
  2. მოქმედებას რამდენჯერმე დააკვირდით სხვადასხვა ადგილიდან
  3. შეადარეთ შესრულება კარგ მაგალითს და განსაზღვრეთ რა კეთდება კარგად და რა არა
  4.  აირჩიეთ რას ვაკეთებთ: ვაძლიერებთ პოზიტივს, ვასწორებთ შეცდომებს, არაფერს არ ვაკეთებთ

უკუკავშირი

ინფორმაციის გაცემა:

  1. აღნიშნეთ 2 პოზიტიური მომენტი
  2. აღნიშნეთ ძირითადი ნაკლოვანებები
  3. უთხარით მოთამაშეს რა უნდა გააკეთოს

ინფორმაციის მიღება:

  1. შეეკითხეთ რა იყო კარგი?
  2. შეეკითხეთ რა არ გამოვიდა?
  3. შეეკითხეთ რას გააკეთებს შემდეგ ჯერზე?

თქვენი ხასიათი და მწვრთნელობის სტილი განსაზღვრავენ თუ რომელ მეთოდს მიანიჭებთ უპირატესობას „გაცემას“ თუ „მიღებას“. ზოგ შემთხვევაში არჩევანი შეიძლება გარკვეულმა გარემოებებმა განაპირობონ, მაგ. ძალიან ცივ ან წვიმიან ამინდში „გაცემა“ შეიძლება უფრო მიზანშეწონილი იყოს.


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf