ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

მოლი

 

7. მოთამაშე მოლში
ა. უნდა ჩაებას 'თამაშ-გარეს ხაზის' უკან | უკნიდან.
ბ. ჩაბმისას უნდა შეეკრას მოლში ჩაბმულ 'ბოლო' მოთამაშეს [ვისიცაა 'ბოლო ფეხი']. * სასჯელი: ჯარიმა.
გ. მას 'თავი და ბეჭები' საკუთარ გავაზე დაბლა არ უნდა ჰქონდეს დახრილი. * სასჯელი: თავისუფალი.

8. ბურთიანი შეიძლება წაიქცეს, ოღონდაც ბურთი უმალ უნდა გაათავისუფლოს | სათამაშოდ ხელ-მისაწვდომი გახადოს. * სასჯელი: შერკინება.
9. მოლის განმავლობაში ყველა სხვა მოთამაშე ფეხზე უნდა იდგეს.
10. მოთამაშე მოლს უნდა შეეკრას და არა უბრალოდ მის გვერდით იდგეს.
11. მოთამაშემ
ა. მოლი განზრახ არ უნდა ჩააქციოს | იგი მოლს არ უნდა შეახტეს.

ბ. იგი მოლიდან მეტოქის გამოთრევას არ უნდა ეცადოს. * სასჯელი: ჯარიმა.
გ. თუ მოლი ჯერაც გრძელდება, ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს -- რაც მეტოქეს აფიქრებინებს, რომ მოლი დასრულდა. * სასჯელი: თავისუფალი.
12. მოლი გრძელდება -- გინდაც 'ბურთის მფლობელი გუნდის' მეტოქე მოლს განგებ გამოეცალოს და მასში არავინ დატოვოს.
13. [ამ შემთხვევაში] 'მოლის მიმტოვებელი გუნდის' მოთამაშე მოლში ხელ-ახლა ჩასაბმელად 'ბურთის მფლობელი გუნდის' მოწინავეს უნდა დაეჭიდოს. * სასჯელი: ჯარიმა.
14. თუ მოლმა ლელოსკენ სვლა 5 წამზე მეტი ხნით შეწყვიტა, მაგრამ მასში ბურთი მოძრაობს და მსაჯი ამას ხედავს -- გუნდს უნდა დაუძახოს 'გამოიტანეთ!' ბურთიანმა გუნდმა მითითება 'დროულად' [5 წამში] უნდა შეასრულოს. * სასჯელი: შერკინება.
15. თუ მოლმა ლელოსკენ სვლა შეწყვიტა -- მისი ხელახლა დაძვრა | ამოძრავება 5 წამში შეიძლება. თუ ამის შემდეგ მოლმა სვლა მეორედაც შეწყვიტა, მაგრამ
მასში ბურთი მოძრაობს და მსაჯი ამას ხედავს -- გუნდს უნდა დაუძახოს 'გამოიტანეთ!'

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf