ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 
  სხვადასხვა

 

გუნდი

 

1. თამაშის დროს გუნდს [სათამაშო] არეში შეიძლება ჰყავდეს მაქსიმუმ 15 მოთამაშე.
2. ორგანიზატორს შეუძლია შეამციროს წინა მუხლში მოტანილი მაქსიმუმი.
3. გუნდს შეუძლია მსაჯს მოსთხოვოს მეტოქის მოთამაშეთა დათვლა. თუ გაირკვა, რომ მეტოქეს ზედმეტ(ებ)ი ჰყავს -- მსაჯი მის კაპიტანს მოთამაშეთა რიცხვს სათანადოდ შეამცირებინებს, ოღონდაც ანგარიში ვერ შეიცვლება. * სასჯელი: ჯარიმა.
4. ნაკრებთა | სანაკრებო თამაშზე | მატჩზე გუნდს შეუძლია იყოლიოს მაქსიმუმ 8 შემცვლელი [სათადარიგო].
5. სხვა თამაშებზე შემცვლელთა რაოდენობას -- მაქსიმუმ რვას -- ორგანიზატორი აწესებს.
6. შეცვლა კეთდება | ხორციელდება მხოლოდ 'უქმ ბურთზე' და თანაც -- მსაჯის დასტურით.
7. თუ მოთამაშე თამაშში მსაჯის უკითხავად ჩაება -- შემცვლელად შევიდა ანაც შეცვლილი | სინბინიდან დაბრუნდა -- და მსაჯს მიაჩნია, რომ ეს უპირატესობის მისაღებად გაკეთდა -- მოთამაშე უწესობისთვისაა დასასჯელი. * სასჯელი: ჯარიმა.
8. ქვემოთ მოტანილ ცხრილში წერია პირველ-ხაზელთა მინიმალური რაოდენობანი და ვალდებულებანი. მოთამაშეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო ორგანიზატორს შეუძლია ამათი შეცვლა [გაზრდა | მომატება | გამკაცრება] ზოგ ლიგაში | რაგბის სახეობაში.

9. თუ ორგანიზატორმა 23-კაცა რაზმებით თამაში დაადგინა, მაგრამ გუნდს მხოლოდ ორი სათადარიგო [შემცვლელი] პირველ-ხაზელი ჰყავს -- გუნდი სიაში მაქსიმუმ 22 კაცს ჩაწერს.
10. თამაშამდე გუნდმა იმ მსაჯს, ვისაც ეს საქმე აბარია -- ოქმში უნდა მიუთითოს პირველ-ხაზელები, მათი შესაძლო შემცვლელები და ის პოზიციები, რომელზე დადგომაც ამათ შეუძლიათ. 'ნაღდი | მიწოლიანი შერკინების' პირველ ხაზში მარტო ეს მოთამაშეები უნდა ჩადგნენ და თანაც -- [მხოლოდ] მითითებულ პოზიციებზე.
11. პირველ-ხაზელის შემცვლელს თამაშის დაწყება სხვა პოზიციაზეც შეუძლია.
12. გუნდს ეკისრება პასუხის-მგებლობა იმაზე, რომ ყველა პირველ-ხაზელი და მათი შემცვლელიც გამოცდილი და სათანადოდ გაწვრთნილი იყოს.

13. თუ თუნდაც ერთ გუნდს აღარა ჰყავს სათანადოდ გაწვრთნილი პირველი ხაზი, ანაც მსაჯი ასე თავად გადაწყვეტს -- თამაში 'ცრუ შერკინებით' უნდა გაგრძელდეს.
14. ორგანიზატორს შეუძლია დებულებაში ჩაწეროს, თუ მატჩის 'ცრუ შერკინებით' დაწყება რა შემთხვევაშია ნება-დართული.
15. თუ პირველ-ხაზელი [სათამაშო] არიდან გავიდა -- სულ ერთია, ტრავმის | სინბინის | წითლით გაძევების გამო -- მსაჯმა გუნდთან მაშინვე უნდა გაარკვიოს, 'ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში' დადგომა კიდევ თუ შეეძლება. თუ უთხრეს, ვერაო -- მსაჯი 'ცრუ შერკინებას' შემოიღებს. როცა ეს 'გასული პირველ-ხაზელი' დაბრუნდება | თამაშში სხვა პირველ-ხაზელი ჩაებმება -- 'ნაღდი შერკინება' შეიძლება აღდგეს.
16. როცა რაზმში 23 კაცია | კავშირმა ასე საგანგებოდ დაადგინა -- გუნდი ვერავის შეიყვანს იმ მოთამაშის ნაცვლად, რომლის მოედნიდან გასვლასაც 'ცრუ შერკინების' შემოღება მოჰყვა.
17. სხვა მოთამაშეს მხოლოდ მაშინ შეუძლია [ცრუ შერკინების] პირველ ხაზში ჩადგომა, როცა გუნდს [სათანადოდ გაწვრთნილი] პირველ-ხაზელები აღარ ჰყოფნის.
18. თუ პირველ-ხაზელის სინბინის [დროებითი გაძევების] გამო გუნდი მოედანზე მყოფი მოთამაშებით &ქუოტ;ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში&ქუოტ; ვეღარ დგება -- მორიგი შერკინების დანიშვნის შემდეგ, მის მოწყობამდე -- გაიყვანს | გაწირავს რომელიმე არა-პირველ-ხაზელს და მის ნაცვლად [სათანადოდ გაწვრთნილი] პირველ-ხაზელი შევა. ეს -- გაყვანილი | გაწირული მოთამაშე სინბინის განმავლობაში ვერავის შეცვლის, დაბრუნება კი სინბინის ამოწურვის შემდეგღა შეეძლება თავის ნაცვლად შესული პირველ-ხაზელის მაგივრად


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf