ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

არსი
თუ მეტოქემ წესი დაარღვია, მაგრამ [ბურთიანმა] გუნდმა
ხეირი მაინც ნახა -- მსაჯს შეუძლია თამაში არ შეაჩეროს,
რათა ბურთაობა [უფრო] უწყვეტი გახადოს.
1. ხეირი არსებობს
ა. ტაქტიკური -- თუ [მართალ] გუნდს შეუძლია
[უფრო] თავისუფლად იბურთაოს.
ბ. ტერიტორიული -- თუ თამაშმა დამრღვევი გუნდის
ლელოსკენ გადაინაცვლა.
გ. კომბინირებული -- თუ ორივე წინა პირობა ერთდროულად
შესრულდა.
დ. ხეირი ცხადი და რეალური უნდა იყოს -- მისი მიღების
[მხოლოდ] შანსი არ კმარა [არაფრის მაქნისია].
2. &ქუოტ;ხეირზე თამაში&ქუოტ; სრულდება, თუ
ა. მსაჯს მიაჩნია, რომ [მართალმა] გუნდმა უკვე [საკმაოდ]
იხეირა -- ამ დროს მსაჯი თამაშს აგრძელებს.
ბ. მსაჯს მიაჩნია, რომ [მართალი] გუნდი ვერ იხეირებს
-- ამ დროს მსაჯი თამაშს აჩერებს და ნიშნავს
იმ დარღვევის სარგო სასჯელს, რომლისთვისაც
გუნდს ხეირზე ათამაშებდა.
გ. [მართალმა] გუნდმა თავად დაარღვია წესი, სანამ
[საკმაოდ] იხეირებდა -- ამ დროსაც მსაჯი აჩერებს
თამაშს და ნიშნავს პირველი დარღვევის სარგო
სასჯელს. თუ ერთ-ერთი ან ორივე დარღვევა &ქუოტ;ბინძურად
თამაშია&ქუოტ;, მსაჯი დამრღვევ(ებ)ს სათანადო
სასჯელ(ებ)ს დააკისრებს.
დ. დამრღვევმა გუნდმა წესი კიდევ დაარღვია და [მართალი]
გუნდი მაქედან ვერანაირად ვეღარ იხეირებს
-- ამ დროს მსაჯი თამაშს აჩერებს და ნიშნავს
[მართალი] გუნდისთვის [ტაქტიკურად | ტერიტორიულად]
უფრო სახეირო სასჯელს.
3. ხეირის წესი არ გამოიყენება -- და მსაჯმა უმალ უნდა
დაუსტვინოს, თუ
ა. ბურთი ან &ქუოტ;ბურთიანი მოთამაშე&ქუოტ; მსაჯს შეეხო და
ამით ერთ-ერთმა გუნდმა იხეირა.
ბ. შერკინებაში ბურთი გვირაბის ნებისმიერი ბოლოდან
გამოვარდა.
გ. შერკინება 90 გრადუსზე მეტად დატრიალდა.
დ. შერკინებაში მოთამაშე იმდენად აწიეს, რომ მიწას
ფეხ(ებ)ით აღარ ეხება.
ე. [კიდიდან] უცებ შემოგდება | [ჯარიმის | თავისუფალის]
უცებ გათამაშება არა-სწორად შესრულდა.
ვ. ბურთი უქმი გახდა.
ზ. თამაშის გაგრძელება სახიფათოა.
თ. მსაჯი ეჭვობს, რომ მოთამაშე მძიმედ დაშავდა.
7. ხეირი
31
1. ბურთის სხვადასხვა ხერხით გატანა ასე ფასდება:
ა. ლელო ........................................................................ 5 ქულა
ბ. საჯარიმო ლელო ................................................... 7 ქულა
გ. გარდასახვა ............................................................. 2 ქულა
დ. ჯარიმიდან გატანილი გოლი ............................ 3 ქულა
ე. არეკნით გატანილი გოლი ................................ 3 ქულა
ლელო
2. ლელო გატანილია, თუ
ა. მოთამაშემ პირველმა დაამიწა ბურთი მეტოქის
ლელოში, ან ბურთი ერთ-დროულად შეახო მიწასა
და მეტოქის კარის ძელის | ამისი შალითის ძირს.
ბ. შერკინებამ | რაქმა | მოლმა უწია კარის ხაზს და
შემტევმა პირველმა დაამიწა ბურთი.
გ. შემტევი მეტოქის ლელომდე შებოჭეს, მაგრამ მან
ინერციით -- მიწის გასწვრივ უწყვეტი მოძრაობით
-- მაინც უწია მეტოქის ლელოს და იქ ბურთი
პირველმა დაამიწა.
დ. შემტევი მეტოქის ლელოსთან შებოჭეს, მაგრამ
უმალ გადასწვდა ლელოს და ბურთი დაამიწა.
ე. მოთამაშე კიდეზე | ლელოს კიდეზე იყო, მაგრამ
ისე, რომ ბურთი ხელით არ აუღია -- მაინც დაამიწა
მეტოქის ლელოში.
საჯარიმო ლელო
3. შემტევს ძელებს შორის ეთვლება | ერგება &ქუოტ;საჯარიმო
ლელო&ქუოტ;, თუ ლელოს ნაღდად გაიტანდა | გაიტანდა
&ქუოტ;უკეთეს | უფრო ხელ-საყრელ ადგილზე&ქუოტ;, მეტოქეს ბინძურად
თამაშით რომ არ შეეშალა ხელი -- ამ დროს
მეტოქე სინბინშია გასაშვები | წითლითაა გასაძევებელი.
გოლი: გარდასახვა | ჯარიმა | არეკნი
4. გოლი ითვლება, თუ ფეხით დარტყმული ბურთი -- გუნდელისა
და მიწის შეუხებლად -- კარში გავიდა: ბურთმა
გაიფრინა კარის ხარიხის ზემოთა და ძელებს
შორის.
5. თუ ბურთი ხარიხას გადააფრინდა და ძელებსაც გადასცდა
-- გოლი ითვლება, თუ ბურთი ძელებს შორის
გაიფრენდა, ესენი უფრო მაღალი რომ ყოფილიყო.
6. თუ ბურთი ხარიხას გადააფრინდა, მაგრამ ქარმა
უკან, მოედანში წაიღო -- გოლი [მაინც] ითვლება.
8. ბურთის გატანა
32
გარდასახვა
7. ლელოს გამტან გუნდს შეუძლია გარდასახვის დარტყმა
-- მიწიდან ან არეკნით.
8. დამრტყმელმა
ა. უნდა გამოიყენოს ის ბურთი, რომლითაც თამაშობდნენ
-- თუკი არ დაზიანებულა.
ბ. დარტყმა უნდა შეასრულოს მოედნიდან -- ლელოს
გატანის ადგილზე, კიდის ხაზის პარალელურად
გავლებული [წარმოსახვითი] ხაზიდან.
გ. ბურთი უნდა დადოს | დააყენოს [პირდაპირ | უშუალოდ]
მიწაზე, ქვიშაზე, ნახერხზე ან &ქუოტ;ბურთის სადგამზე&ქუოტ;.
დამრტყმელს ბურთი შეიძლება დაუჭიროს
გუნდელმა -- ნებისმიერი სხვა დახმარება იკრძალება.
დ. დარტყმა უნდა შეასრულოს ლელოს ჩათვლიდან
[სათამაშო დროის] 90 წამში -- გინდაც დადებული
ბურთი წაექცეს | გადაუგორდეს და ხელახლა
დასაყენებელი გაუხდეს. * სასჯელი: გარდასახვა
უქმდება.
9. დამრტყმელის გუნდი -- ძირს დადებული ბურთის დამჭერის
გამოკლებით -- ბურთის უკან უნდა დადგეს და
არ უნდა ჩაიდინოს ისეთი რამ, რასაც შეუძლია გამოიწვიოს
მეტოქის ნაადრევად თავდასხმა. * სასჯელი:
გარდასახვა უქმდება.
10. თუ დამრტყმელს დაყენებული ბურთი მანამ წაექცა,
სანამ მისკენ გაექანებოდა -- მსაჯი ხელახლა დადებას
ადროვებს. ამ დროს მეტოქე თავისი კარის ხაზის უკან
უნდა დარჩეს.
11. თუ დამრტყმელს დაყენებული ბურთი მას შემდეგ წაექცა,
რაც მისკენ გაექანა -- შეუძლია მაინც დაარტყას,
ანაც ბურთი აიღოს და არეკნი სცადოს.
12. თუ დაყენებული ბურთი წაიქცა და გადაგორდა ლელოს
გატანის ადგილზე გავლებული ხაზიდან, მაგრამ
დამრტყმელმა ბურთი კარში მაინც გაიტანა -- გოლი
ითვლება.
13. თუ დაყენებული ბურთი წაიქცა და კიდეზე გადაგორდა
მას შემდეგ, რაც დამრტყმელი მისკენ გაექანა --
გარდასახვა უქმდება.
მეტოქე გარდასახვის დროს
14. მეტოქის ყველა მოთამაშე უნდა ჩავიდეს თავისი კარის
ხაზის უკან და ამ ხაზს არ გადმოაბიჯოს, სანამ დამრტყმელი
ბურთისკენ არ გაექანება. როცა დამრტყმელი
ამას იზამს, მეტოქეებს შეუძლიათ მას მიუხდნენ |
8. ბურთის გატანა
33
თავს დაესხან ან|და ახტნენ დარტყმაზე დასაფარებლად,
მაგრამ ერთმანეთის აწევა | ერთურთზე დაყრდნობა
| შედგომა კი ეკრძალებათ.
15. მეტოქემ გარდასახვის დროს არ უნდა იყვიროს.
* სასჯელი: თუ მეტოქემ წესი დაარღვია, მაგრამ ბურთი
კარში გავიდა -- გოლი ითვლება. თუ ბურთი კარში
არ გასულა, დამრტყმელი გარდასახვას ხელახლა შეასრულებს,
მეტოქეს კი თავ-დასხმა აეკრძალება. ამ
დროს დამრტყმელს [მთელი] სამზადისის გამეორება
და დარტყმის ხერხის | ტიპის შეცვლაც შეუძლია.
16. თუ დამრტყმელს დაყენებული ბურთი მას შემდეგ წაექცა,
რაც მისკენ გაექანა -- გამოქცეულ მეტოქეებს შეუძლიათ
თავ-დასხმა განაგრძონ.
17. თუ მეტოქე ბურთს შეეხო, მაგრამ ბურთი კარში მაინც
გავიდა -- გოლი ითვლება.
ჯარიმიდან გატანილი გოლი
18. ასეთი გოლი გაიტანება მხოლოდ ჯარიმიდან.
19. გუნდმა დროულად უნდა ბრძანოს | გაამხილოს, კარში
ვარტყამთო.
20. თუ გუნდმა მსაჯს უთხრა | ამცნო | ანიშნა, კარში
ვარტყამთო -- ეგრევე უნდა მოიქცეს. თქმის გარდა,
აქ განზრახვის გამხელად ითვლება ქვიშის | ნახერხის
| სადგამის მოედანზე შეტანა, ანდა დამრტყმელის
მიერ მიწაზე ადგილის მონიშვნა.
21. დარტყმა უნდა შესრულდეს განზრახვის გამხელიდან
[სათამაშო დროის] 60 წამში -- გინდაც დადებული ბურთი
გადაგორდეს და ხელახლა დასაყენებელი გახდეს.
* სასჯელი: დარტყმა უქმდება და ინიშნება [მეტოქის]
შერკინება.
22. თუ გუნდმა მსაჯს ამცნო, კარში ვარტყამთო -- მეტოქე
უძრავად, ხელებ-ჩამოშვებული [მიმკლავით] უნდა
იდგეს დამრტყმელის გამოქანებიდან ბურთისთვის
ფეხის დარტყმამდე.
23. თუ დამრტყმელს მსაჯისთვის არ უნიშნებია, კარში
ვარტყამთო, მაგრამ არეკნით დაარტყა და ბურთი
კარში გავიდა -- გოლი ითვლება.
24. დამრტყმელმა ბურთი უნდა დააყენოს მიწაზე, ქვიშაზე,
ნახერხზე ან &ქუოტ;ბურთის სადგამზე&ქუოტ;. დამრტყმელს
ბურთი შეიძლება დაუჭიროს გუნდელმა -- ნებისმიერი
სხვა დახმარება იკრძალება. * სასჯელი: [მეტოქის]
შერკინება.
25. მოთამაშეს ეკრძალება ჯარიმიდან კარში დარტყმული
ბურთის განზრახ შეხება -- გოლის &ქუოტ;თავიდან ასაცილებლად&ქუოტ;.
8. ბურთის გატანა
34
26. მეტოქემ ჯარიმის კარში დარტყმისას არ უნდა იყვიროს.
27. თუ ჯარიმის კარში დარტყმისას მეტოქემ წესი დაარღვია,
მაგრამ ბურთი კარში გავიდა -- გოლი ითვლება
და მეტოქეს ახალი სასჯელი აღარ ეკისრება. თუ ბურთი
კარში არ გასულა, [მართალ] გუნდს ერგება ახალი
ჯარიმა -- თანაც, 10 მეტრით წინ.
* სასჯელი: ჯარიმა.
არეკნით გატანილი გოლი
28. ასეთი გოლი გაიტანება &ქუოტ;ღია თამაშიდან&ქუოტ;, არეკნით
დარტყმის შედეგად.
29. თუ გუნდს თავისუფალი ერგო, ანაც მან თავისუფალი
[თავად] აირჩია შერკინების | დერეფნის ნაცვლად --
გოლის არეკნით გატანა შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ,
რაც ბურთი ისევ უქმი გახდა | მეტოქემ ბურთით
ითამაშა | მას შეეხო | &ქუოტ;ბურთიანი მოთამაშე&ქუოტ; შებოჭა.
ნებისმიერი &ქუოტ;უდროო&ქუოტ; არეკნი აცდენილად ითვლება და
თამაში გრძელდება.
8. ბურთის გატანა
შვიდკაცა
7. ლელოს გამტან გუნდს შეუძლია გარდასახვის დარტყმა
-- მხოლოდ არეკნით.
8გ. = არ მოქმედებს =
8დ. დარტყმა უნდა შეასრულოს ლელოს ჩათვლიდან
[სათამაშო დროის] 30 წამში * სასჯელი: გარდასახვა
უქმდება.
14. მეტოქის ყველა მოთამაშე უმალ უნდა მოგროვდეს
თავის 10-მეტრა ხაზთან.
* სასჯელი: = ეჭრება ბოლო სამი ფრაზა =
16. = არ მოქმედებს =
21. [ჯარიმიდან] კარში დარტყმა უნდა შესრულდეს განზრახვის
გამხელიდან [სათამაშო დროის] 30 წამში. *
სასჯელი: დარტყმა უქმდება და ინიშნება [მეტოქის]
შერკინება.
24. [ჯარიმიდან] კარში დარტყმა უნდა შესრულდეს მხოლოდ
არეკნით. * სასჯელი: [მეტოქის] შერკინება.
++ ემატება
30. &ქუოტ;დამატებით დროში&ქუოტ; პირველივე ბურთის გამტანი გუნდი
გამარჯვებულად ცხადდება და თამაში მთავრდება
-- ლელოს შემდეგ გარდასახვა აღარ ირტყმება.
35
არსი
თუ მოთამაშემ ბინძურად ითამაშა -- მსაჯმა დროებით |
ბოლომდე უნდა გააძევოს.
გზის შეკვრა [ბლოკი]
1. თუ ორი მეტოქე ბურთისკენ გარბის -- ერთმანეთს არ
უნდა დაეჯახონ | ხელი ჰკრან. ამ დროს ნება-დართულია
მხოლოდ &ქუოტ;მხრით მხარში&ქუოტ; [მხარ-და-მხარ] ბიძგება.
2. &ქუოტ;თამაშ-გარეთ მყოფმა&ქუოტ; მოთამაშემ განგებ არ უნდა
დაბლოკოს მეტოქე და არც თამაშში ჩაერიოს.
3. მოთამაშემ მეტოქეს ხელი განგებ არ უნდა შეუშალოს
ბურთიანის [შე]ბოჭვაში.
4. ბურთის მოსაპოვებლად ბრძოლის | ჭიდილის | ცილობის
გარდა -- მოთამაშემ მეტოქეს ხელი სხვა-ნაირად
არ უნდა შეუშალოს ბურთის თამაშში | დაუფლებაში.
5. &ქუოტ;ბურთიანი მოთამაშე&ქუოტ; განგებ არ უნდა დაეჯახოს
&ქუოტ;თამაშ-გარეთ მყოფ&ქუოტ; გუნდელს და მეტოქეს ასე დაემალოს.
6. ბურთის უქმობის დროს მოთამაშემ მეტოქე არა-ნაირად
არ უნდა შეაფერხოს.
* სასჯელი: ჯარიმა.
უპიროდ თამაში
7. მოთამაშემ განგებ არ უნდა
ა. არღვიოს თამაშის ნებისმიერი წესი.
ბ. [გა]დააგდოს | გადადოს | გა[და]აგოროს | ტყორცნოს
-- ბურთი ხელით [მკლავით | მტევნით] [სათამაშო]
არიდან [აუტში | ლელოს კიდეზე | &ქუოტ;ლელოს
უკანა ხაზს&ქუოტ; მიღმა].
გ. ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც მსაჯს აფიქრებინებს,
რომ მეტოქემ წესი დაარღვია.
* სასჯელი: ჯარიმა.
დ. წელოს დრო. * სასჯელი: თავისუფალი.
წესის ზედიზედ დარღვევა
8. გუნდმა ზედიზედ არ უნდა არღვიოს &ქუოტ;ერთი და იგივე&ქუოტ;
| მსგავსი წესი.
9. მოთამაშემ წესები ზედიზედ არ უნდა არღვიოს.
* სასჯელი: ჯარიმა.
10. თუ &ქუოტ;ერთი და იგივე | მსგავსი წესი&ქუოტ; ზედიზედ გუნდის
სხვადასხვა მოთამაშემ დაარღვია -- მსაჯმა ამ გუნდს
[ზოგადი] შენიშვნა უნდა მისცეს.
9. ბინძურად თამაში
36
თუ გუნდი თავისას არ დაიშლის -- მსაჯმა დამრღვევ[ებ]ი
დროებით უნდა გააძევოს.
სახიფათოდ თამაში
11. მოთამაშემ ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს, რაც
სხვისთვის სახიფათო იქნება.
12. მოთამაშემ ფიზიკურად | სიტყვიერად არავინ უნდა
შეურაცხჰყოს.
&ქუოტ;ფიზიკურ შეურაცხყოფად&ქუოტ; მიიჩნევა: კბენა, მუშტის
დარტყმა, თვალის ხელ-ყოფა, მკლავით | მხრით | თავით
| მუხლ[ებ]ით დარტყმა, დაწიხლვა | დაბიჯება, სარმა
[კვანტის | ფეხის დადება], ფეხის დარტყმა | ჩარტყმა
და მისთანები.
13. მოთამაშემ მეტოქე არ უნდა შებოჭოს ადრე | გვიან |
სახიფათოდ.
&ქუოტ;სახიფათო ბოჭვად&ქუოტ; მიიჩნევა &ქუოტ;მხრებს ზემოთ ჩავლება&ქუოტ;
-- გინდაც მოთამაშემ მეტოქეს ჯერ დაბლა შეახოს
ხელი, და მისთანები.
14. მოთამაშემ არ უნდა შებოჭოს | დაიჭიროს უბურთო
მეტოქე.
15. შერკინების, რაქისა და მოლის გარდა -- &ქუოტ;უბურთო
მოთამაშემ&ქუოტ; არ უნდა დაიჭიროს &ქუოტ;უბურთო მეტოქე&ქუოტ; და
მას არც უბიძგოს | დაეჯახოს | გზა შეუკრას.
16. მოთამაშე &ქუოტ;ხელის ჩაუვლებლად&ქუოტ; არ უნდა დაეჯახოს
&ქუოტ;ბურთიან მეტოქეს&ქუოტ; -- იგი არც ამგვარად წააქციოს.
17. მოთამაშემ არ უნდა შებოჭოს | დაიჭიროს მეტოქე,
რომელიც მიწას ტერფებით აღარ ეხება -- მას არც
დაეჯახოს | ჰკრას | სწვდეს.
18. მოთამაშემ არ უნდა აწიოს | აიყვანოს [მიწას ტერფებით
მოსწყვიტოს] მეტოქე და იგი [მიწაზევე] დააგდოს
თავით | &ქუოტ;ტანის ზემო ნაწილით&ქუოტ; -- ესაა &ქუოტ;შუბური ბოჭვა&ქუოტ;.
19. სახიფათოდ თამაში შერკინებაში
ა. &ქუოტ;პირველი ხაზი&ქუოტ; არ უნდა დადგეს | დაეწყოს შორს
და მეტოქისკენ გაექანოს.
ბ. პირველ-ხაზელმა მეტოქე თავისკენ არ უნდა მოწიოს.
გ. პირველ-ხაზელმა მეტოქე განგებ არ უნდა აწიოს |
შერკინებიდან ამოდევნოს.
დ. პირველ-ხაზელმა შერკინება განგებ არ უნდა ჩააქციოს.
20. სახიფათოდ თამაში რაქში | მოლში
ა. მოთამაშე რაქს | მოლს არ უნდა დაეჯახოს -- მათში
არ ჩაებას ისე, რომ უკვე ჩაბმულ სხვა მოთამაშეს
არ შეეკრას | ხელი არ მოხვიოს [ჩაავლოს].
9. ბინძურად თამაში
37


ე დ

ბ. მოთამაშე მეტოქეს არ უნდა დაეჭიდოს &ქუოტ;მხრებს
ზემოთ&ქუოტ;.
გ. მოთამაშემ რაქი | მოლი განგებ არ უნდა ჩააქციოს.
21. მოთამაშემ მეტოქეს სამაგიერო არ უნდა გადაუხადოს.
22. გუნდმა არ უნდა გამოიყენოს &ქუოტ;მხედრული&ქუოტ; | &ქუოტ;სოლური&ქუოტ;
ფანდები.
23. მოთამაშემ ფეხი არ უნდა დაარტყას ბურთს, თუ ეს
მეტოქეს ხელ[ებ]ით უჭირავს.
24. ბურთიანს შეუძლია მეტოქე &ქუოტ;ხელის კვრით&ქუოტ; ჩამოიშოროს
-- ოღონდაც, ძალის ზომიერად დატანებით.
* სასჯელი: ჯარიმა.
25. მოთამაშე განგებ არ უნდა დაეჯახოს [თავს დაესხას]
მეტოქეს, რომელმაც ბურთს ეს-ესაა ფეხი დაარტყა --
და მას არც გზა შეუკრას.
* სასჯელი: ჯარიმა.
&ქუოტ;მართალ გუნდს&ქუოტ; ჯარიმა ერგება | მისი მოთხოვნა შეუძლია:
ა. დარღვევის ადგილზე.
ბ. ბურთის მიწაზე დაცემის | &ქუოტ;დაცემამდე ბურთით
შემდეგი თამაშის | მისი შეხების&ქუოტ; ადგილზე -- ოღონდ
კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე.
გ. თუ ბურთი აუტში პირდაპირ გადავიდა | დაეცა --
15-მეტრა ხაზზე, ბურთის აუტში გასვლის ადგილის
გასწვრივ.
დ. თუ ბურთი ლელოში | ლელოს კიდეზე | [ლელოს]
უკანა ხაზზე | ამის გადაღმა დაეცა -- კარის ხაზიდან
5 მეტრზე: იმ ადგილის პირდაპირ, სადაც ბურთმა
კარის ხაზი გადაკვეთა -- ოღონდაც კიდიდან მინიმუმ
15 მეტრზე.
ე. თუ ბურთი კარის ძელს | ხარიხას მოხვდა -- ბურთის
მიწაზე დაცემის ადგილზე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf