ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

ფლობა -- მოთამაშე | გუნდი ბურთს აკონტროლებს, ან

მოპოვებას | დაუფლებას ცდილობს.

ფრთა [ფლენქერ] -- მესამე ხაზის განაპირა მორკინალი.

***

ღია თამაში -- თამაშის მონაკვეთი ფაზებს შორის; ან

ცენტრიდან | 22-დან დარტყმიდან, ჯარიმიდან,

თავისუფალიდან შემდეგ ფაზამდე, ოღონდაც “უქმი

ბურთის” გამოკლებით.

ყვითელი -- ბარათი, რომელსაც მსაჯი მოთამაშეს

უჩვენებს “დროებითი გაძევების” [სინბინის] ნიშნად.

შებოჭილი -- ბურთიანი, რომელიც მბოჭავ[ებ]მა დაიჭირა

| დაიჭირეს და [მიწაზე] წააქცია | წააქციეს.

შეგდება -- შერკინებაში ბურთის შეგორება. ***

შეკვრა -- “სხვა მოთამაშისთვის” მთელი მკლავის [მხრიდან

მტევნამდე] მკვიდრად მოხვევა, “მხრიდან გავამდე”

ნებისმიერ დონეზე.

შემკვრელი [რვა | 8 ნომერი] -- მესამე ხაზის მორკინალი,

რომელიც აწვება ორ მეორე-ხაზელს | მეორე-ხაზელსა

და ფრთას. ***

შემტევი -- გუნდი, რომლის მეტოქის ნახევარზეც მიმდინარეობს

თამაში.

შემცვლელი -- მოთამაშე, რომელმაც გუნდელი შეცვალა

ტრავმის გამო | ტაქტიკური მოსაზრებით.

შერკინება -- თამაშის ფაზა: გუნდებიდან 8-8 მოთამაშე

ერთურთს ჯგუფად ეჭიდება.

შესვენება -- შუალედი თამაშის ტაიმებს შორის.

შორტი -- მოკლე შარვალი: მუხლებამდე არ-მისული და

წელში რეზინ | ზონარ-გაყრილი, რომელიც არაა მიკერებული

| მიმაგრებული კვართსა და საცვალზე.

  1. ცნებები 9

ცენტრიდან დარტყმა [ქიქოფ] -- თამაშის | “დამატებითი

დროის” თითოეული ნახევრის დაწყება არეკნით, ანაც

არეკნითვე თამაშის განახლება ბურთის გატანის შემდეგ.

ცრუ შერკინება -- ამაში: ბურთი შემგდებმა გუნდმა

უბრძოლველად უნდა მოიგოს; მიწოლა ორივე გუნდს

ეკრძალება; და “იტალიური წესით” -- ორივე გუნდი

8-8 მოთამაშეს [ჩა]აყენებს.

ცხრა [9 ნომერი] -- ვინც ბურთს შერკინებაში აგდებს. ***

წაქცეული -- მოთამაშე მიწას, ტერფების გარდა, სხვა

რამითაც ეხება, ან სხვა წაქცეულს ებჯინება.

წითელი -- ბარათი, რომელსაც მსაჯი მოთამაშეს

უჩვენებს “ბოლომდე გაძევების” ნიშნად.

წინ -- მეტოქის [ლელოს] უკანა ხაზისკენ.

წინ გადაწოდება [წინ პასი] -- მოთამაშემ ბურთი წინ

გადააგდო | ტყორცნა | უპასა: ტყორცნისას მკლავები

წინ გაამოძრავა.

წინ თამაში -- ბურთის დავარდნა: მოთამაშემ ბურთი

დაკარგა და ბურთი წინ წავიდა; მოთამაშემ ბურთი

მტევნით | მკლავით წინ გადააგდო; მოთამაშეს ბურთი

მტევანზე | მკლავზე მოხვდა, და [ყველა ამ შემთხვევაში]

ბურთი მიწას ან “სხვა მოთამაშეს” მანამ

შეეხო, სანამ “პირველად ხსენებული მოთამაშე” მას

დაიჭერდა.

ჭერა -- მოთამაშე ბურთს ხელ[ებ]ით | მკლავ[ებ]ით

ფლობს. ***

ჭიშკრიდან -- თავისი ლელოს მხრიდან.

ხეირი -- ცხადი და რეალური ტაქტიკური ან ტერიტორიული

უპირატესობა, რომელიც გუნდმა მიიღო მეტოქის

მიერ წესის დარღვევის შემდეგ | მიუხედავად.

ხელიდან -- დარტყმა: ბურთს ხელს განზრახ გაუშვებენ

და ფეხს მიწის შეხებამდე დაარტყამენ.

ხელის კვრა -- ილეთი: “ბურთიანი მოთამაშე” მეტოქეს

“გაშლილ მტევანს” [ხელის გულს] აგებებს გზიდან

ჩამოსაშორებლად.

ჯარიმა -- დარტყმა, რომლითაც გუნდი ისჯება მძიმე | სერიოზული

დარღვევისათვის.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf