ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

კიდის სიბრტყე -- კიდის | ლელოს კიდის ხაზ[ებ]ისადმი მართობული | ვერტიკალური სიბრტყე.

ლელო -- “კარის ხაზით”, “უკანა ხაზითა” და “ლელოს კიდის ხაზებით” შემოსაზღვრული ნაკვეთი. ამ ხაზებიდან ლელოს ეკუთვნის მხოლოდ “კარის ხაზი”. კარის ძელები და მათი შალითა ლელოში არიან.

ლელოს კიდე -- ლელოს მეზობელი | მოსაზღვრე ზოლი: ლელოს კიდის ხაზები და იქეთ.

მბოჭავი -- მეტოქე, რომელმაც ბურთიანი შებოჭა და თავადაც წაიქცა.

მეორე-ხაზელი -- პირველი ხაზის უკან მდგარი მორკინალი [ორნი არიან], რომელიც აწვება ბურჯსა და კვაჭს.

***

მიმღები -- მოთამაშე, რომელიც დერეფნის მწკრივის უკან დგება იქედან გადმოწოდებული | გადმოგდებული ბურთის მისაღებად.

მიწიდან -- დარტყმა: ბურთს წინდაწინ, საგანგებოდ დებენ | აყენებენ მიწაზე | სადგამზე.

მოედანი -- “კარის ხაზებითა” და “კიდის ხაზებით” შემოსაზღვრული ნაკვეთი. საზღვარი მოედანს არ ეკუთვნის.

მოლი -- თამაშის ფაზა: ბურთიანი მოთამაშე და მინიმუმ თითო მისიანი და მეტოქე, რომლებიც ზეზეულად ერთმანეთს ეჭიდებიან.

მსაჯები -- პირები, რომლებიც თამაშს უძღვებიან: [უბრალოდ] მსაჯი ანუ რეფერი და ორი “კიდის მსაჯი”; აგრეთვე ტელე-რეფი და შვიდკაცაში -- ორი “ლელოს მსაჯიც”.

მხედრული -- აკრძალული ფანდი: შემტევს ლელოსთანჯარიმა ან თავისუფალი რომ ერგება, დამრტყმელის ნიშანზე მოიერიშეთა ჯგუფი შორიდან გამოექანება, დამრტყმელი კი ბურთს ფეხს მიჰკრავს და ერთ-ერთს მაშინღა მიაწოდებს, როცა ესენი ახლოს მივლენ.

 

ორგანიზატორი -- გაერთიანება, რომელსაც თამაშის გამართვა აბარია: შეიძლება იყოს “მსოფლიო რაგბი”, ქვეყნის | შტატის | კუთხის “რაგბის კავშირი”, კავშირთა ჯგუფი, ანაც “მსოფლიო რაგბის” | “რაგბის კავშირის” მიერ ხელ-დასხმული ორგანიზაცია.

ოცდა ორი [22] -- “კარის ხაზით”, “22-მეტრა ხაზითა” და “კიდის ხაზებით” შემოსაზღვრული ნაკვეთი. ამ ხაზებიდან “ოცდა ორს” ეკუთვნის მხოლოდ “22-მეტრა ხაზი”.

პირდაპირ აუტში -- ფეხით დარტყმული ბურთი კიდეზე ისე გადავიდა, რომ [სათამაშო] არეში მიწაზე არ დაცემულა და არც არავის [მოთამაშეს | მსაჯს] შეჰხებია.

პირდაპირ დაიჭირა -- ისე დაიჭირა ბურთი, რომ ეს მანამდე არ შეხებია არც მიწას და არც სხვას არავის.

პირველ-ხაზელი -- შერკინების “წინა | პირველი ხაზის” წევრი: მარცხენა ბურჯი, კვაჭი [ჰუქერი], მარჯვენა ბურჯი. ***

რაქვა -- რაქში ბურთის მოსაპოვებლად | შესანარჩუნებლად “ფეხით თამაში” წესების დაცვით.

რაქი -- თამაშის ფაზა: მეტოქეთა “თითო ან მეტი მოთამაშე” მიწაზე დებული ბურთის გარშემო ერთმანეთს ზეზეულად ეჭიდება. ***

სადგამი -- ორგანიზატორის მიერ მოწონებული მოწყობილობა “მიწიდან დარტყმის” დროს ბურთის დასადებად | დასაყენებლად.

სათამაშო დრო -- სუფთა | ნაღდი დრო: პაუზების | საათის გაჩერების გამოკლებით >> შეადარეთ “ასტრონომიულ დროს”

სამოსი -- ყველაფერი, რაც მოთამაშეს აცვია | უკეთია; უნდა შეესაბამებოდეს “მსოფლიო რაგბის” 12. დებულებას.

სასჯელი -- თამაშის განახლების ხერხი [მეთოდი] დარღვევის | შეფერხების შემდეგ.

საცვალი -- უტოტებო | მოკლე-ტოტებიანი სამოსი, რომელიც ფარავს სხეულს წელიდან ქვემოთ, მუხლებამდე არ-მისული; ეხება კანს და შიგნიდან -- სხვა სამოსს, და არაა მიკერებული | მიმაგრებული კვართსა და შორტზე.

საჯარიმო ლელო -- მსაჯს მიაჩნია, რომ შემტევი ლელოს ნაღდად გაიტანდა | გაიტანდა უფრო ხელ-საყრელ ადგილზე, მეტოქეს ბინძურად თამაშით რომ არ შეეშალა ხელი.

სინბინი [განსაწმენდელი] -- [სათამაშო] არის გარეთ გამოყოფილი ადგილი, სადაც “დროებით გაძევებული” უნდა მოთავსდეს.

 

სისხლი -- [მისახედი] სისხლ-მდენი ჭრილობა.

სოლური -- აკრძალული ფანდი: შემტევს ლელოსთან ჯარიმა ან თავისუფალი რომ ერგება, დამრტყმელი ბურთს ფეხს მიჰკრავს და წინ წავა, ან ბურთს გუნდელს გადაუგდებს და ლელოსკენ ეს დაიძვრება. სხვა გუნდელები ბურთიანს უმალ ორივე მხრიდან მოხვევენ ხელს და მეტოქესთან დაჭიდებამდე სოლად ისე დაეწყობიან, რომ ზოგი მათგანი ბურთიანის წინაც კი იქნება.

უკანა ხაზი -- [სათამაშო] არის მოკლე “შემომსაზღვრელი ხაზი”, რომელიც ამ არეს არ ეკუთვნის.

უქმი ბურთი -- ვითარება: მსაჯმა თამაში დასტვენით შეაჩერა, ანაც გუნდმა გარდასახვა ვერ გაიტანა.

უცებ შემოგდება -- ბურთის კიდიდან მოწოდება დერეფნის მოწყობამდე იმ გუნდის მიერ, ვისაც ეს დერეფანში უნდა ექნა | გაეკეთებინა.

ფაზა -- შერკინება | დერეფანი | რაქი | მოლი.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf