ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

ზრდის სპურტი ( სიმაღლის სისწრაფის პიკი)

მოთამაშის გავნითარების ასაკის აღმნიშვნელი ტერმინია სიმაღლის სისწრაფის პიკი.როგორც წესი ზრდის ეტაპი დგება გოგონებში 12-13 წლის ასაკში(მაგრამ შეიძლება დადგეს 10 დან 15 წლამდე ასაკში) და ბიჭებში 13-14 წლის ასაკში (შეიძლება დადგეს 11-15 წლის ასაკში). ფიზ.მომზადების მწვრთნელის მიერ მოთამაშეების ფიზიკური,ფსიქო-ემოციური სხვაობების ცოდნა,რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთ მოცემულ ასაკში ,მას საშუალებას მისცემს რომ მოთამაშეებს ინდივიდუალურად მიუდგეს ვარჯიშების და წვრთნის დროს.მაგალითად, როცა ფიტნეს მწვრთნელს ზრდის სპურტის ასაკს ჯერ არ მიღწეული მოთამაშეების ჯგუფი ჰყავს , მ.გ.ვ.გ გზრის პრინციპებიდან გამომდინარე ამ მოთამაშეებს აქვთ ახალი უნარების სწავლის დრო,ამას კი ეწოდება შესაძლებლობების ფანჯრები.


შესაძლებლობების ფანჯრები

მეხუთე ფიგურა გვაჩვენებს იმ შესაძლო ფანჯრებს რომლებიც შეიძლება გვქონდეს .მგ.ვ.გ გზის 1 დან 4 ეტაპის განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფანჯარაა უნარების ფანჯარა და იგი ჩნდება დაახლოებით 8-11 წლის ასაკში გოგონებში და 9-12 წლის ასაკში ბიჭებში. სისწრაფის ფანჯარა გოგოებშიც და ბიჭებშიც იხსნება ზრდის სპურტის დროს,ხოლო ძალის ფანჯარა კი ჩნდება ზრდის სპურტის დასრულებისთანავე გოგოებისთვის და ზრდის სპურტის დასრულებიდან 18 თვის
შემდეგ ბიჭებში (Bალყი ანდ ჭაყ, 2005). აქედან გამომდინარე მწვრთნელთათვის აუცილებელია რომ იცოდნენ მოთამაშის გრძელ ვადიანი განვითარების გზა თუკი მათ უნდათ რომ შემოთავაზებული შესაძლებლობების ფანჯრები წარმატებულად გამოიყენონ ახალგაზრდა მოთამაშეთა უნარების და ფიტნესის განვითარებაში.

 

ფიზ.მომზადება ახალგაზრდა მოთამაშეეებში

ბავშვებს და მოზარდებს ძალის გაუმჯობესება შეუძლიათ.ამის საკმაო კვლევები არსებობს (Fალკ ანდ თენემბაუმ, 1996, Pაყნე ეტ ალ,1997), ანაერობული ფიტნესი (თოლფრეყ, 2007) აერობული ფიტნესი (Bაქუეტ ეტ ალ, 2003) ასევე სისწრაფე,ბალანსი და სტაბილობა (Gილლიგან ეტ ალ, 2005).დამატებით წინააღმდეგობებით(წონებით) ვარჯიში თუკი კვალიფიციური მეთვალყურეობის ქვეშაა არის უსაფრთხო და ადრეულ ასაკში შეიძლება დავიწყოთ.8-10
წელი (Pაყნე ეტ ალ, 1997, Fალკ ანდ თენემბაუმ, 1996). ბავშვებში ზოგადი ფიტნესის გაუმჯობესებიდან გამომდინარე არ უნდა ვიგულისხმოთ რომ უფროსების
პროგრამები გამოადგებათ.მ.გ.ვ.გ გზის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი გვეუბნება რომ ბავშვები პატარა დიდები არ არიან.ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩვენი წვრთნის მეთოდები ბავშვზე ორიენტებულ მოთხოვნებზე უნდა იყოს მორგებული. ამიტომ ბავშვის ზრდის და განვითარების პროცესი რომელიც მიმდინარეობის გარდატეხვამდე და გარდატეხვის შემდგომ პერიოდში კარგად უნდა გვესმოდეს,ეს იმიტომაა საჭირო რომ მოზარდთა განვითარება უსაფრთხო ,პროგრესირებადი და სახალისო იყოს. რაც შეეხება ზრდასრულთა თამაშს.ჩვენ გვესმის მოთამაშის თამაშისთვის განვითარება მომზადების პროგრესულ პერიოდიზებული გეგმების მნიშვნელობა (Bომპა, 2000, Bომპა ეტ ალ, 2003).მ.გ.ვ.გ. გზის გვიანი ეტაპები შეიცავს შეჯიბრის სწავლის და გამარჯვებისთვის წვრთნის ეტაპებს.ასევე გვაძლევს ზრდასრულთა თამაშის ფიზ.მომზადების სახელმძღვანელო იდეებს.მათთვის ვინც ზრდასრულებთან მუშაობენ მნიშვნელოვანია თამაშის მოთხოვნების და პერიოდიზაციის კონცეფციის ცოდნა.

 

მოდულის სამახსოვრო

 

მოთამ.გ.ვ.გ გზა არის ნიმუში ან მოდელი რომელიც შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ როგორც სახელმღძვანელო არამარტო ჩვენს ფიზიკური უნარების და ფიტნესის გაუმჯობესების დაგეგმვისას არამედ ასევე გვთავაზობს მიმართულებებს თუ როგორ გამოვიყენოთ ფიზ მომზადების პროგრამა თამაშისთვის მოსამზადებელ მთლიან კონტექსტში. მგ.ვ.გ.გზის აღწერილი ეტაპები საშუალებას გვაძლევს რომ ყურადღება გავამახვილოთ რომელიმე განსაკუთრებული ეტაპისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ფაქტორებზე.მოთამაშის განვითარების ეტაპის დადგენისას აუცილებელია განვსაზღვროთ ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობის ფანჯრები.ჩვენ აღვწერეთ მოთამაშის ფიზიკური ზრდის ეტაპის მნიშვნელობა.ის მოთამაშეები
ვინც გადიან სწრაფი ზრდის სპურტში შეიძლება გამოავლინონ ნაკლები კოორდინაცია და უნარები ამიტომ მწვერთნელმა უნდა იცოდეს მოთამაშის ზრდის სხვადასხვა ეტაპების ეფექტები. და გავლენა ოსტატობაზე და მოძრაობის კომპეტენციაზე. ეს გახლავთ ამ მნიშვნელოვანი განვითარების მოდელის შესავალი.მომდევნო კურსები გაგიღრმავებთ მ.გ.ვგ გზის ცოდნას..ახლა კი ჩვენს ყურადღებას მივაპყრობთ ისეთ მნისვნელოვან საწყის წერტილს როგორიცაა მოთამაშეთა ფიზიკური კომპეტენციის შეფასებას. ჩვენ ამისთვის გამოვიყენებთ ჩაჯდომის ტესტს.

 

 


 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



dfdfdf